თავდგირიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ 37.232.110.10-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Nikaberidze-ის მიერ რედაქტირებული ვერსია |
No edit summary |
||
ხაზი 22:
'''თავდგირიძეები''' — ფეოდალური საგვარეულო სამხრეთ საქართველოში. წერილობით წყაროებში იხსენიება [[XIV საუკუნე|XIV საუკუნიდან]] (ზოგჯერ ''თავდირიძე'', ''თაქთირიძე''). [[იოანე ბატონიშვილი]]ს ცნობით, მათი წინაპარი იყო ვინმე „თადგირ“, ვანის თავადი 1211 წელს. სხვა ვერსიით გვარი იწარმოება თავზე გვირგვინის დადგმისაგან შემდეგ თავდგირიძენი დასახლდნენ ახალციხეში. ისინი მოხსენიებულნი არიან როგორც „სახელოვანნი თავადნი სამცხე-საათაბაგოსა“. ისინი ფლობდნენ სოფელ [[ჩორჩანელი|ჩორჩანელს]] სასაფლაოთი, მონასტრით და კარის ეკლესიით.
ოსმალთა მიერ [[სამცხე-საათაბაგო]]ს დაპყრობის შემდეგ თავდგირიძეების საგვარეულო საქართველოს სხვა მხარეებში ([[ქართლი]], [[იმერეთი]], [[გურია]]) გაიფანტა. [[გიორგი III გურიელი|გიორგი III გურიელმა]] თავდგირიძეებს ქვემო გურიაში უბოძა ყმა-მამული
გვარის რამდენიმე წარმომადგენელმა [[ისლამი]] და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] სულთნის მფარველობა მიიღო. 1718 წელს აჰმედ თავდგირიძემ და მისმა ძმამ მუსტაფა ბეგმა სულთან მაჰმუდისგან მიიღეს ბათუმის მხარე, გონიოს სანჯაყი, ანარია, ქისტაური, ახალშენი, ყოროლისთავი, სამება, ლიმანის თევზის სარეწი და მდინარე ჭოროხში მცურავი ნავის ბაჟი.
|