ექრემ ჰუსრევ-ფაშა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 31:
}}
 
'''ღაზი ექრემ ჰუსრევ-ფაშა''' ({{lang-tr|Gazi Ekrem Hüsrev Paşa}}; დ. [[ბოსნიის ვილაიეთი]], [[ოსმალეთის იმპერია]] [[1588]] — გ. [[4 მარტი]],[[1632]], [[თოქათი]], [[ოსმალეთის იმპერია]]) — [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ბოსნიერლი[[ბოსნია|ბოსნიელი]]. [[ვეზირი|დიდი ვეზირი]] [[1628]]-[[1631]] წლებში, [[მურად IV]]-ის დროს. აღიზარდა [[ენდერუნი]]ს სკოლაში. იყო [[იანიჩარები]]ს აღა [[1619]]-[[1621]] წლებში. [[1624]] წელს დაინიშნა [[ბოსნიის ვილაიეთი]]ს გამგებლად. [[1625]] წელს კი- [[ქიოსემ სულთანი|ქიოსემ სულთანმა]] ის დანიშნა მეოერე ვეზირად. აქტიურად მონაწილეობდა [[ირან-ოსმალეთის მეოთხე ომი|ირან-ოსმალეთის 1623-1639 წლების ომში]]. [[1626]] წელს უშედეგოდ გაილაშქრა [[კავკასია]]ში, [[1628]] წელს ამაგრებდა ჰელეს ციხეს, მაგრამ მცირე რაზმის ყოლის გამო დათმო ის. იმავე წელს წარუმატებელი ლაშქრობის გამო სულთანმა [[დამატი ჰალილ-ფაშა]] გადააყენა და მის მაგივრად სწორედ ექრემ ჰუსრევ-ფაშა დანიშნა. [[1629]] წელს დიდი როლი ითამაშა [[გიორგი სააკაძე|გიორგი სააკაძისა]] და მისი ოჯახის წევრების სიკვდილით დასჯაში. იმავე წელს აუმხედრდა [[ჰაფიზ აჰმედ-ფაშა]]ს. მისმა ახირებებმა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი იმპერია ანარქიაში ჩააგდო. [[1631]] წლის [[25 ოქტომბერი|25 ოქტომბერს]] მისი 3 წლიანი ვეზირობა დასრულდა. სულთან მურადმა ექრემ ჰუსრევ-ფაშას წაართვა [[ვეზირი|დიდი ვეზირის ბეჭედი]] და ის [[ჰაფიზ აჰმედ-ფაშა]]ს უბოძა, ექრემ-ფაშა კი [[თოქათი]]ს ბეგლარბეგად დანიშნა. [[1632]] წლის თებერვალში დედა-ქალაქში მოხდა დიდი აჯანყება. იანიჩარებმა [[ჰაფიზ აჰმედ-ფაშა]] მოკლეს და სულთანს ტახტიდან ჩამოგდებით დაემუქრნენ. ოსმალებმა ამ ამბოხის უკან ექრემ ჰუსრევ-ფაშა დაინახეს და სულთნის ბრძანებით, 1 თვის შემდეგ სიცოხლეს გამოასალმეს.
 
== იხილეთ აგრეთვე ==