ანჩის ოთხთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ინფორმაციის განახლება
 
ხაზი 1:
[[ფაილი:Anchis sakhareba.jpg|thumb|300px|ანჩის სახარების გარე ყდა]]
 
'''ანჩის ოთხთავი''', ''ანჩის სახარება'' — [[სახარება|სახარების]] ხელნაწერი, რომელიც XI—XIIXII—XIII საუკუნეებითაა დათარიღებული და [[საქართველოს ეროვნული არქივი|საქართველოს ეროვნული არქივში]] ინახება. ანჩის სახარება შესრულებულია [[ეტრატი|ეტრატზე]], [[ნუსხური დამწერლობა|ნუსხური დამწერლობით]]. სახარება წინა მხრიდან შეჭედილია ვერცხლით, შემკულია მწვანე მინით. წმინდა წიგნს ახლავს [[მათე მახარებელი|მათე მახარებლის]] ფერადი მინიატურა. თავდაპირველი ყდა, რომელიც დაკარგულია, მოჭედილი ყოფილა [[ბექა ოპიზარი|ბექა ოპიზრი]]ს მიერ. სახარება 269 გვერდისგან შედგება, მათ შორის 3 გვერდი დაუწერელია. თავდაპირველი ყდა დაკარგულია.
 
უნიკალურ დოკუმენტსხელნაწერს ბოლოში აქვს მინაწერი, სადაც სახარების გადამწერი ანჩელი [[მთავარეპისკოპოსი]] [[თევდორე]] მოიხსენიებს [[დავით სოსლანი|დავით სოსლანს]], [[თამარ მეფე]]ს, [[ლაშა-გიორგი]]სა და ოქროსმქანდაკებელ ბექას.
 
ხელნაწერი წყაროსთავის ეკლესიიდან ([[კლარჯეთი]]) ჩამოუტანიათ თამარ მეფის ბრძანებით და [[ანჩისხატი|ანჩისხატის ტაძარში]] დაუსვენებიათ. უნიკალური ისტორიული ძეგლის რესტავრაცია სულიერების, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინებისა და განვითარების სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა დააფინანსა [[2008|2008 წელს]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანჩის_ოთხთავი“-დან