ჯაჰანგირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
|გარდაცვალების თარიღი = [[28 ოქტომბერი]] [[1627]]
|გარდაცვალების ადგილი = [[ქაშმირი]], [[დიდ მოგოლთა იმპერია]]
|ქორწინება = [[ნურ-ჯაჰანი]]
[[თაჯ ბიბი ბილქის მაქანი]]
სალიჰა ბანუ ბეგუმი
ქისმია ბანუ ბეგუმი
მანვაბათი ბაი ბეგუმი
მალიკა ჯაჰან ბეგუმი
|შვილები = [[ხუსრავუ მირზა]]
[[შაჰ-ჯაჰანი]]
ფარვიზ მირზა
[[შაჰრიარი]]
სულთან უნ-ნისა ბეგუმი
ბაჰარ ბანუ ბეგუმი
|სრული სახელი = ''ნურადდინ მუჰამად სალიმი''
|დინასტია = [[თემურიდები]]
|მამა = [[აქბარი]]
|დედა = [[მარიამ უზ-ზამან ჯოდჰა]]
|რელიგია = [[სუნიზმი| სუნიტური ისლამი]]
|ხელმოწერა =
ხაზი 33:

== ბიოგრაფია ==
ნურუდინ მუჰამად სალიმი დაიბადა [[1569]] წლის [[31 აგვისტო]]ს,[[აქბარი]]ს მიერ დაარსებულ ქალაქ [[ფატეჰპურ-სიკრი]]ში.ის იყო თავისი მშობლებისთვის, იმპერატორ [[აქბარი]]სა და მისი რაჯპუტი ცოლისთვის, [[მარიამ უზ-ზამან ჯოდჰას]]თვისჯოდჰასთვის მესამე ვაჟი. მისი 2 უფროსი ტყუპი ძმა, ჰასანი და ჰუსეინი ჩვილები გარდაიცვალნენ. ამიტომ სალიმი მამის მემკვიდრედ ადრეულ ასაკში გამოაცხადეს.მან მიიღო იმდროისთვის უმაღლესი განათლება.დაეუფლა მრავალ ენას, პოეზიასა და სამხედრო ხელოვნებას. ჯერ კიდევ [[1585]] წლიდან იღებდა მონაწილეობას სახელმწიფო საქმეებში. [[1594]] წელს მამამისის ბრძანებით ჩაუდგა სათავეში მოგოლთა 12 000 კაციან არმიას, შეიჭრა [[რაჯასტანი|რაჯასტანში]], დაამარცხა იქაური ბუნდელას კლანის წევრები და დაიკავა მათი უმთავრესი ქალაქი, [[ორჩა]]. მისი სარდლობით [[მოგოლები]] 1590-იან წლებში კიდევ რამდენჯერმე დაესხნენ თავს სამხრეთი ინდოეთის პროვინციებს. მამამისთან ხშირი კონფლიქის გამო [[1599]] წელს ისარგებლა [[აქბარი]]ს [[დეკანი|დეკანში]] ყოფნით, შეიჭრა [[აგრა]]ში და თავი იმპერატორად გამოაცხადა. თუმცა ფადიშაჰი ლაშქრობიდან მალევე დაბრუნდა, დაამარცხა ვაჟის არმია და სალიმი გააძევა [[პაკისტანი|პაკისტანში]]. [[აქბარი|აქბარმა]] მემკვიდრედ დაასახელა თავისი უფროსი შვილიშვილი და სალიმის ვაჟი, [[ხუსრავუ მირზა]]. ამის გამო, [[აქბარი]]ს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ახლადასულ ჯაჰანგირს აუჯანყდა მისი ვაჟი. ამბოხებული ხუსრავუ მირზა დამარცხდა. ჯაჰანგირმა მას თვალები დასთხარა და [[ლაჰორი|ლაჰორში]] გაუშვა. იმპერატორი [[ჯაჰანგირი]] ცხოვრობდა ქალაქ [[აგრა]]ში. მისი მმართველობა გამოირჩეოდა ეკონომიკური სტაბილურობით, რჯულშემწყნარებლობითა და ევროპელებთან ვაჭრობის წახალისებით. მის დროს [[1611]] წ. [[ინგლისელები|ინგლისელებმა]] მიიღეს ნებართვა დაეარსებინათ პირველი სავაჭრო დასახლებები [[ინდოეთი|ინდოეთში]]. ჯაჰანგირის ომები მიმართული იყლ ინდუსტანზე მთლიანი კონტროლის დამყარებისკენ. [[1622]] წელს მან თავისი ვაჟი და მემკვიდრე, [[შაჰ-ჯაჰანი|ხურამი]] გაგზავნა [[აჰმადნაგარი]]ს, [[ბიჯაპური]]სა და [[გოლკონდა]]ს დასაპყრობად. ხურამმა დაკისრებულ დავალებას თავი წარმატებით გაართვა. [[აბას I (ირანი)|შაჰ-აბასის]] დამამცირებელი წერილებისა და მაცდური შემოთავაზების გამო, ჯაჰანგირმა თავისი მეუღლის, [[ნურ-ჯაჰანი]]ს გავლენით დაიწყო [[პირველი მოგოლ-სეფიანთა ომი]] [[ავღანეთი]]ს ტერიტორიაზე. ის [[სეფიანთა იმპერია|სეფიანთა]] სავაჭრო მაგისტრალებს უმიზნებდა, თუმცა [[აბას I (ირანი)| შაჰ-აბას I-მა ]] [[1622]] წელს მოულოდნელად დაესხა თავს [[დიდ მოგოლთა იმპერია|მოგოლთა]] მიერ დაკავებულ ავღანეთის ტერიტორიებს და მოახერხა მოგოლების ყანდაარიდან განდევნა. საბოლოოდ მოგოლებს არასახარბიელო ზავზე დათანხმება მოუწიათ. ირანთან ომში დამარცხების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ხურამის აჯანყება. [[1622]] წელს მან [[აგრა]]ს ციხიდან გამოიყვანა უფროსი ძმა, [[ხუსრავუ მირზა]] და სიკვდილით დასაჯა. ამით მამამისს გადადგომისკენ მოუწოდა. თუმცა მისი ამბოხი მალევე ჩაახშეს. ჯაჰანგირმა დატყვევებული ვაჟი შეიწყალა და [[ბენგალი|ბენგალში]] გაუშვა. იმპერატორი [[1626]] წელს [[ოსმალეთის იმპერია| ოსმალეთის იმპერიასთან]] და [[უზბეკები| უზბეკებთან]] ალიანსის შექმნას შეეცადა. მან წერილიც კი მისწერა [[მურად IV | სულთან მურად IV-ს]], თუმცა მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სამხედრო კამპანიების მსგავსად ჯაჰანგირი დიდ ყურადღებას აქცევდა ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებას, სამართლის კანონებსა და ხელოვნებას. მის დროს აღორძინდა მოგოლთა ფერწერა. ფადიშაჰს უარყოფითი თვისებებიც ჰქონდა. [[ოპიუმი| ოპიუმსა]] და [[ალკოჰოლი|ალკოჰოლზე]] დამოკიდებული მარტივად ექცეოდა სხვისი გავლენის ქვეშ. მის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა სილამაზით განთქმული, სპარსელი [[ნურ-ჯაჰანი]] („მსოფლიოს სინათლე“), რომელიც ჯაჰანგირმა წაართვა ალი-ყული უსთაჯლუს, რომლის მოკვლა ბრძანა ფადიშაჰმა. ნურ-ჯაჰანი დიდ გავლენას ახდენდა ქმარზე და ხშირად იმპერატორი მისი თანხმობის გარეშე არ იღებდა გადაწყვეტილებებს.

ცხოვრების ბოლო წლები ცნობილია ჯაჰანგირის ვაჟებისა და მხედართმთავრების ხშირი აჯანყებებით. [[1627]] წლის [[28 ოქტომბერი| 28 ოქტომბერს]] [[ქაშმირი|ქაშმირში]] მყოფი, დასნეულებული ჯაჰანგირი გარდაიცვალა. დაკრალეს [[ლაჰორი|ლაჰორში]], მისივე სახელობის აკლდამაში. მის შემდეგ [[დიდ მოგოლთა იმპერია]] 3 თვიანმა დინასტიურმა ომმა მოიცვა, რომლის პერიოდშიც ძალაუფლება მცირე ხნით, ფადიშაჰის უმცროს ვაჟს, [[შაჰრიარი| შაჰრიარს]] ეპყრა ხელში. საბოლოოდ, [[1628]] წლის [[იანვარი|იანვარში]] საიმპერატორო ტახტი დაიკავა ჯაჰანგირის მესამე ვაჟმა, [[შაჰ-ჯაჰანი|შაჰ-ჯაჰანმა]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯაჰანგირი“-დან