შაჰრიარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი |ქვეყანა = დიდ მოგოლთა იმპერია|დი...
 
No edit summary
ხაზი 35:
== ბიოგრაფია ==
შაჰრიარი დაიბადა [[1605]] წლის [[16 იანვარი|16 იანვარს]] ქ.[[აგრა]]ში, ბაბუამისის, [[აქბარი]]ს მმართველობის პერიოდში. იმავე წელს მამამისი, ნურუდდინ მუჰამად სალიმ მირზა [[ჯაჰანგირი]]ს სახელით ავიდა [[დიდ მოგოლთა იმპერია|დიდ მოგოლთა]] საიმპერატორო ტახტზე. შაჰრიარის დედა, სალიჰა ბანუ ბეგუმი [[1609]] წელს გარდაიცვალა. ის აღზარდა მისმა დედინაცვალმა, ლამაზმა და გავლენიანმა [[ნურ-ჯაჰანი|ნურ ჯაჰანმა]]. შაჰრიარმა განათლება [[ქაშმირი|ქაშმირში]] მიიღო. სწავლულები მას რელიგიას, ხელოვნებასა და ომს ასწავლიდნენ. [[1621]] წელს იქორწინა ნურ-ჯაჰანის შვილზე, (რომელიც მოგოლი სარდლისგან ჰყავდა) ლადლი ბეგუმზე. ამავე წელს, ისევ ნურ-ჯაჰანის გავლენით, ჯაჰანგირმა დანიშნა ფერგანის მმართველად. მან მალევე მოიპოვა ავტორიტეტი ამ პროვინციაში და თავისი უფროსი ძმისთვის, [[შაჰ-ჯაჰანი]]სთვის ტახტის მოცილედ იქცა. [[1625]] წელს შაჰრიარი [[თჰათას]] მმართველი გახდა.
[[1627]] წელს მამამისი გარდაიცვალა და ტახტისათვის ბრძოლა დაიწყო. იმპერატორობის პრეტენდენტობის კანდიდატები იყვნენ შაჰ-ჯაჰანი, შაჰრიარი და მისი ძმისშვილი- დავარ ბაქში. ნურ-ჯაჰანმა შაჰრიარს მისცა უფლება ტახტზე ასულიყო და [[ლაჰორი|ლაჰორში]] აიღო ძალაუფლება ხელში. ამავდროულად [[აგრა]]ში იმპერატორად დავარ ბაქში გამოაცხადეს.იმპერია გაურკვევლობამ და დინასტიურმა დაპირისპირებებმა მოიცვა. საბოლოოდ, 3 თვის შემდეგ ჯაჰანგირის მე-3 ვაჟმა, შაჰ-ჯაჰანმა, ვეზივეზირ, [[აზაფ ხანი]]ს დახმარებით მოახერხა დავარის, შაჰრიარისა და მისის ბიძაშვილების- გარშაფისა და ჰოშანგის დატყვევებმა. [[1628]] წლის [[19 იანვარს]] მოგოლთა იმპერატორი გახდა [[შაჰ-ჯაჰანი]]. მისი ბრძანებით [[აზაფ ხანი|აზაფ ხანმა]] [[ლაჰორი|ლაჰორში]] სიკვდილით დასაჯა შაჰრიარი, დავარი და დანარჩენი ამბოხებული შაჰზადეები. შაჰრიარი დაკრძალეს ლაჰორში. მისი მომხრეები ამოხოცეს, ხოლო ნურ-ჯაჰანი ლაჰორის სასახლეში გამოკეტეს. მოგვიანებით შაჰრიარის ერთადერთი შვილი, არზანი ბეგუმი მითხოვდა შაჰ-ჯაჰანის შვილსა და მემკვიდრეს, იმპერატორ [[აურანგზები|აურანგზებს]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შაჰრიარი“-დან