აბას II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება
ხაზი 31:
'''აბას II''' (დ. [[1633]] — გ. [[1666]]) — ირანის [[შაჰი]] ([[1642]]-[[1666]]) [[სეფიანები|სეფიანთა]] დინასტიისა. [[სეფი I|სეფი I-ის]] ძე, [[აბას I (ირანი)|აბას I-ის]] შვილიშვილი.
 
მისი მმართველობის პირველ წლებში ირანს ფაქტობრივად განაგებდნენ დედამისი- წარმოშობით ქართველი ანა ხანუმი და დიდი [[ვეზირი]] - მუჰამად სარუ თაქი, თავად კი [[ყაზვინი | ყაზვინში]] ცხოვრობდა და სწავლობდა ხელოვნებას, პოეზიას, ლიტერატურას, სხვადასხვა ენებს.[[1645]] წელს სარუ თაქი ამბოხებულმა სპარსელებმა სიცოცხლეს გამოასალმეს, ხოლო [[1647]] წელს ანა ხანუმი მოულოდნელად გარდაიცვალა. სახელმწიფო მართვის სადავეები 15 წლის [[აბას II | აბასმა]] აიღო ხელში. მის დროს [[სეფიანთა დინასტია | სეფიანთა ირანმა]] წარმატებული ლაშქრობები აწარმოა [[ავღანეთი | ავღანეთსა]] და [[უზბეკეთი | უზბეკეთში]]. ის ითვლება [[აბას I | შაჰ-აბასის]] ყველაზე ძლიერ მემკვიდრედ.
[[1649]] [[დიდ მოგოლთა იმპერია|დიდ მოგოლთაგან]] დაიბრუნა [[ყანდაარი]]. [[1653]] წელს მოგოლებმა სცადეს ქალაქის დაბრუნება, თუმცა აბასის სწორი სტრატეგიის წყალობით სპარსელებმა მოახერხეს მისი შენარჩუნება.
შაჰ-აბას II-ის მმართველობის პერიოდი სეფიანთა იმპერიის ეკონომიკური აღმავლობის ხანა იყო, ვითარდებოდა სავაჭრო და დიპლომატიური კონტაქტები ევროპასთან. ირანის საგარეო ვაჭრობაში პირველი ადგილი ჰოლანდიელებს ეჭირათ, რომლებმაც მიიღეს ქვეყნიდან აბრეშუმის უბაჟოდ გატანის უფლება. დაარსდა ფრანგული სავაჭრო სახლები ისპაჰანსა და ბანდარ აბასში. იმდროინდელი ევროპელი მოგზაურები ირანის ქალაქების კეთილდღეობასა და გზების უსაფრთხოებას. შაჰმა
ხელი შეუწყო რუსეთსა და ევროპის ქვეყნებთან ირანის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას. ცდილობდა განეხორციელებინა [[აბას I (ირანი)|აბას I-ის]] დამპყრობლური გეგმები [[კახეთის სამეფო|კახეთის]] მიმართ, რამაც გამოიწვია სახალხო აჯანყება კახეთში ([[კახეთის აჯანყება 1659]]). აბას II-ის დროს ირანის პოლიტიკური და კულტურულ სარბიელზე მრავალი ქართველი მოღვაწეობდა: სპასალარი [[როსტომ-ხან სააკაძე]], მარვის მმართველი [[ასლან-ხანი]], დერუნის ოლქის (ხორასანი) მმართველი ქაიხოსრო-ხანი (როსტომ-ხან სააკაძის დისშვილი), [[ადამ ანდრონიკაშვილი]], ისპაანის ტარუღა [[როსტომი (ქართლის მეფე)|ხოსრო-მირზა]] (1618-1632; 1632-1658 წწ.), ტარუღას ნაიბები: [[ფარსადან გორგიჯანიძე]], [[პაატა-ბეგ გურჯი]] და სხვ.
აბას II გარდაიცვალა 1666 წელს. მის შემდეგ [[შაჰი]]ს ტიტული მიიღო მისმა უფროსმა ვაჟმა, [[სულეიმან I (ირანი) | სულეიმან I]]-მა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აბას_II“-დან