ჯოხარ დუდაევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 41:
დაიბადა იალხოროიში, [[ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ]] [[1944]] წლის [[15 თებერვალი|15 თებერვალს]]. ცხოვრების პირველი 13 წელი გადასახლებაში გაატარა. ოჯახთან ერთად ჩეჩნეთში მხოლოდ [[1957]] წელს დაბრუნდა. [[1974]] წელს დაამთავრა [[იური გაგარინი]]ს სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემია და უმაღლესი პოლიტიკური სასწავლებელი. დუდაევის სამხედრო კარიერა დაიწყო [[1966]] წელს. [[1990]] წელს, [[სსრკ]]-ის ხელისუფალთა ბრძანებით [[ესტონეთი|ესტონეთში]], სტრატეგიული ბომბდამშენების დივიზიის მეთაურმა გენერალ–მაიორმა დუდაევმა უარი განაცხადა მოეხდინა ესტონეთის ტელევიზიისა და პარლამენტის შენობის ბლოკირება. ამის შემდეგ, ავიაციის გენერალმა დატოვა თავისი თანამდებობა და ჩეჩნეთის ეროვნულ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. [[1990]] წლის ნოემბერში ჩეჩენი ხალხის საერთო ეროვნულ კონგრესზე აირჩიეს აღმასრულებელი კომიტეტი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გენერალი დუდაევი.
 
[[1991]] წლის [[27 ოქტომბერი|27 ოქტომბერს]] გამართულ არჩევნებში სახელმწიფოს მეთაურად აირჩიეს ჯოხარ დუდაევი. ჩეჩნეთის ამ ნაბიჯმა აღაშფოთა კრემლის მესვეურნი და [[1991]] წლის [[8 ნოემბერი|8 ნოემბერს]] [[რუსეთი]]ს პრეზიდენტმა [[ბორის ელცინი|ბ.ბორის ელცინმა]] გამოსცა ბრძანება რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. საპასუხოდ დუდაევმა საკუთარ ქვეყანაში [[საომარი მდგომარეობა]] გამოაცხადა და გასცა ბრძანება თავდაცვის შეიარაღებული რაზმების გაშლის თაობაზე. [[1991]] წლის [[9 ნოემბერი|9 ნოემბრის]], გამთენიისას [[ხანკალა]]ს [[აეროდრომი|აეროდრომზე]] დაფრინდა რუსეთის რვა [[სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი]] შეიარაღებული რუსი ჯარისკაცებით, მაგრამ ეროვნული გვარდიის და მილიციის ნაწილების მიერ აეროდრომი ალყაში იქნა მოქცეული. პარალელურად, დაცვის ქვეშ იქნა აყვანილი დედაქალაქისკენ მიმავალი ყველა გზა; ათიათასობით ადამიანმა იწყო თავმოყრა [[გროზნო]]ს ცენტრში, რომლებიც მზად იყვნენ დაეცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი.
 
[[1991]] წლის [[9 ნოემბერი|9 ნოემბერს]] ჩეჩნეთის ისტორიაში მოხდა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი-შუადღისას, რესპუბლიკის პარლამენტში ფიცი წარმოთქვა პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა. ამრიგად ელცინის ნაბიჯებმა უკუშედეგი გამოიღო და ჩეჩნეთის დამორჩილების ნაცვლად, მან პრაქტიკულად მთელი [[ჩრდილოეთი კავკასია]] კრემლის წინააღმდეგ აამხედრა. იმავე დღის საღამოს, რუსეთის წარმომადგენლებთან მიღწეული იქნა მოლაპარაკება ხანკალაში ბლოკირებული რუსული ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანაზე ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან. [[1991]] წლის [[10 ნოემბერი|10 ნოემბერს]] პრეზიდენტმა დუდაევმა მსოფლიო საზოგადოებრიობას ამცნო ჩეჩენი ერის ნება- შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამასთან ერთად დასძინა, რომ რუსეთის იმპერიული ძალების აგრესიის შემთხვევაში, ისინი მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდნენ მათ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯოხარ_დუდაევი“-დან