მაგიდის ჩოგბურთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Lile Lile|Lile Lile]]|2=2017 წლის 1119 თებერვალი}}
[[ფაილი:Competitive table tennis.jpg|250px|thumb|მაგიდის ჩოგბურთი]]
'''მაგიდის ჩოგბურთი''', ასევე, ცნობილი, როგორც — '''პინგ-პონგი'''. ორი, ან ოთხი მოთამაშისათვის განკუთვნილი სპორტის სახეობა. ზაფხულის სპორტის ამ სახეობას სპეციალურ მაგიდაზე თამაშობენ, რომელიც ბადით ორ ნაწილადაა გაყოფილი. გარდა ინდივიდუალური გამონაკლისი შემთხვევებისა, თამაშის წესები შემდეგში მდგომარეობს: მოთამაშეებმა ჩოგნით ბურთი ისე უნდა მოაწოდონ, რომ მაგიდის საკუთარ ნახევარზე მხოლოდ ერთხელ დაეცეს, შემდეგ კი მოწინააღმდეგის ნახევარზე. მოთამაშეს ქულა იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ — 1.მეტოქის ნახევარზე ბურთი ორჯერ დავარდება (თუმცა პროფესიონალურ მაგიდის ჩოგბურთში ეს იშვიათია); 2. მეტოქის ნახევარზე ბურთის დაცემის შემდეგ მოწინაარმდეგე ამ უკანასკნელს მეორე მოტამაშეს ვერ გაუგზავნის. 3.თუ მეტოქის მიერ მოწოდებული მეორე მოთამაშის ნახევარზე არ დაეცემა (ანუ, თუ მეორე მოთამაშის ნახევარს ასცდება ან ბადეზე მოხვედრისას, კვლავ მომწოდებლის მხარეს დაეცემა). თამაში ძალიან სწრაფია და კიდევ უფრო სწრაფ რეაქციას მოითხოვს.
ხაზი 9:
სპორტის ესსახეობა ვიქტორიანული ხანის ინგლისში წარმოიშვა, სადაც მას მაღალი ფენის წარმომადგენლები თამაშობდნენ, როგორც სალონის თამაშს. სავარაუდოდ,თამაშის ჩანასახოვანი ფორმა ჩამოყალიბდა 1860-1870-იან წლებსი, ინდოეთის ბრიტანელ სამხედრო ოფიცრებში, რომლებმაც თამაში ევროპაში შემოიტანეს. მაგიდის ცენტრში წიგნების რიგი ბადის ფუნქციას ასრულებდა, ორი წიგნი - ჩოგნებისას, ხოლო ბურის მაგივრობას გოლფის ბურტი სწევდა.
 
თამაშს უამრავი სახელი ერქვა, მათ შორის ,,უიფ-უაფი" და ა.შ. სახელი - ,,პინგ-პონგი" - ფართოდ გამოიყენებოდა ბრიტანული კომპანიის - ჯ. ჟაკი და შვილი - სავაჭრო ნიშნამდე (1901). შემდეგში ,,პინგ-პონგი" აღნიშნავდა თამაშს, რომელსაც ჟაკის უფრო ძვირი აღჭურვილობით თამაშობდნენ, სხვა მანუფაქტურები კი მას მაგიდის ჩოგბურთს უწოდებდნენ. მსგავსი სიტუაცია იყო ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც კომპანიამ ,,პინგ-პონგის" ლიცენზია კომპანია ,,ძმები პარკერები"ს მიჰყიდა. კომპანიამ ეს სავაჭრო ნიშანი 1920-იან წლებში კიდევ უფრო მეტად გაამყარა იმით, რომ თამაშის სახელი 1920-იან წლებში ,,მაგიდის ჩოგბურთს" დაუკავშირა,თუმცა, როგორც - სავაჭრო ნიშანი.
 
== აღჭურვილობა ==
შემდეგი უმთავრესი სიახლე ჯეიმს გიბს, ბრიტანელ მაგიდის ჩოგბურთის ენთუზიასტს, ეკუთვნის, რომელმაც 1901 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობისას ახალი ცელულოიდის ბურთები აღმოაჩინა და აღნიშნა, რომ ისინი თამაშისთვის იდეალური იყო. ამას მოჰყვა 1901 წელს, ი.ს. გუდის მიერ თანამედროვე ჩოგნების გამოგონება, რომლებიც ხაოიანი და ბუსუსებიანი ფურცლების, რეზინისა და ხის ჩარჩოს შერევით მიიღო. 1901 წლიდან მოყოლებული მაგიდის ჩოგბურთის პოპულარობა დღითი-დღე იზრდებოდა, იმდენად, რომ უკვე ტურნირების ორგანიზებასაც ახერხებდნენ, სპრტის ამ სახეობაზე წიგნებიც იწერებოდა და 1902 წელს სპორტის ამ სახეობაში არაოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატიც კი ჩატარდა.
 
1921 წელს, დიდ ბრიტანეთში მაგიდის ჩოგბურთის ასოციაცია დაარსდა, 1926 წელს კი - მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია. მაგიდის ჩოგბურთის პირველ მსოფლიო ჩემპიონატს ლონდონმა უმასპინძლა (1926). 1933 წელს კი, ამერიკის შეერთებული შტატების მაგიდის ჩოგბურთის ასოციაცია დაარსდა,რომელსაც ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მაგიდის ჩოგბურთი ეწოდება.
 
1930-იან წლებში, ედგარ სნოუ თავის წიგნში, ,,წითელი ვარსკვლავი ჩინეთის თავზე"- შენიშნავდა, რომ კომუნისტური ძალებს ჩინეთის სამოქალაქო ომში (1927-1936) ინგლისური თამაშის, მაგიდის ჩოგბურთისადმი, ჰქონდათ ვნება. მეორეს მხრივ, თამაშის პოპულარობა 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირში შემცირდა, ნაწილობრივ პერიოდიდან გამომდინარე, ნაწილობრივ კი - იმ თეორიის გამო, თითქოს თამაში ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენდა.
 
1950-იან წლებში, ჩოგნებმა, რომლებიც რეზინის ფურცლებისა და მათ ქვეშ მოქცეული რბილი ფენის ნაზავს წარმოადგენდნენ, თამაში მკვეთრად შეცვალეს - უფრო მეტი ბრუნვის სიშირე და სიჩქარე შემოიღეს. ამის შემოღება დაკავშირებულია სპორტული საქონლის მეწარმის, ს. ჰენკოკის სახელთან. სწრაფი წებოს გამოყენებამ კი, ბრუნვა და სიჩქარე კიდევ უფრო გაზარდა, რისი შედეგიც აღჭურვილობაში აისახა. მაგიდის ჩოგბურთი 1988 წელს, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სიაში შეიტანეს.
== აღჭურვილობა ===
=== ბურთი ===
=== მაგიდა ===