ქაშვეთის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა რამდენიმე შინაასრობრივი და სტილისტური შეცდომა, კორექტურა.
ხაზი 27:
==ისტორია==
[[VI საუკუნე|VI საუკუნის]] I ნახევარში, ანტიოქიის ეკლესიიდან ქრისტიანული სარწმუნოების განსამტკიცებლად ქართლში ცამეტი ასურელი მამა შემოვიდა.
ასურელ მამათა შორის ერთ-ერთმა, მამა [[დავით გარეჯელი|დავითმა]] სამოღვაწეოდ [[თბილისი]] აირჩია. თავის მოწაფესთან, ბერ [[ლუკიანე]]სთან ერთად ქალაქის დასავლეთით მდებარე მთის ფერდობზე მდებარე ქვაბულში დასახლდა და პატარა სამლოცველო მოაწყო. მამა დავითი ხუთშაბათობით თბილისში ქრისტიანულ სარწმუნოების საქადაგებლად დედათა მონასტერში ჩამოდიოდა, რომელიც დღევანდელი ქაშვეთის ტაძრის მახლოლობლად მდებარეობდა.
 
ქრისტიანობის მტრები — მაზდეანები ხედავდნენ, რომ მამა დავითი ხალხში დიდ სიყვარულს იხვეჭდა და ყველა ხერხის გამოყენებით ცდილობდნენ შეებღალათ მისი სახელი. მათ მოისყიდეს ფეხმძიმე ქალი, რომელმაც მორიგი ქადაგების დროს, სახალხოდ, სიძვის ცოდვაში დასდო მამა დავითს ბრალი.
ხაზი 39:
 
===პირველი ეკლესია===
თბილისის გარეთუბანში მდებარე დედათა მონასტრის წმინდა გიორგის ეკლესია, დღევანდელი ქაშვეთის ტაძრის აღმოსავლეთით მდებარეობდა, რომლის მიმდებარედ დედათა სენაკები იყო განთავსებული. ეკლესია წარმოადგენდა ბაზილიკის ტიპის რიყის ქვით ნაგებ ოთხკუთხა შენობას, რომელსაც ორი შესასვლელი კარი ჰქონდა — სამხრეთით და დასავლეთით. ეკლესიის სატრაპეზო მთლიანი ქვის ყოფილა, იატაკიც ქვით ყოფილა დაფარული. ეკლესიის შენობაში ასიოდე მლოცველი ეტეოდა.
 
===მეორე ეკლესია===
XVIII საუკუნის დასაწყისშიშუა დედათაწლებში მონასტრის ეკლესია უკვე ვეღარ იტევდა მრევლს და მისი წინამძღვრის, დეკანოზ ფილიპე მაკარიძე-არჯევანიძის ლოცვა-კურთხევით და მისი სულიერი შვილის, დიდი ქართველი თავადის [[გივი ამილახვარი]]ს მატერიალური ხელშეწყობით დედათა მონასტრის წმინდა გიორგის ძველი ეკლესიის გვერდით ახალი ეკლესიის აგება გადაწყდა. მიტროპოლიტ [[ქრისტეფორე თბილელი]]ს [[1753]] წლის სიგელის მიხედვით “ამილახორმა გივმა თავის სადღეგრძელოთ და სასულიეროდ დიდის გულსმოდგინებითა და საფასეთა წარგებითა დაშვრა და შენი წმინდა ეკლესია საძირკვლით ახლად აღაშენა, გალავანი შემოავლო, განავრცელა და შეამკო”.
 
ეკლესია მთლიანად ქართული კვადრატული აგურით იყო ნაგები, კედლებში სიმაგრისთვის ჩადგმული იყო ოთხკუთხედად გათლილი მუხის მორები. იატაკი აგურის ქონდა, გადახურვა – კრამიტის. ტრაპეზი მთლიანი ქვისგან იყო გამოთლილი, ხოლო კანკელი ხისგან იყო დამზადებული. ხატები — ტილოზე ზეთის საღებავებით დაწერილი. ტაძარში ორი შესასვლელი კარი ჰქონდა, ერთი - დასავლეთ ნახევარწრის შუაში და მეორე — იქ სადაც ეს წრე უერთდებოდა სამხრეთის ნახევარწრეს.
 
გივი ამილახვარმა ტაძარს ორი ზარი შეწირა ერთნაირი წარწერებით: „ქ. შემოგწირეთ ზარი ესე მთავარმოწამეს გიორგის ქაშოეთისასა ამირახორმან გივიმან, სულისა ჩუენისა სახსრათ. ქრისტეს აქეთ ჩღნგ (1753).“
 
ტაძრის დასავლეთის შვერილის კედლის თავზე დაშენებული იყო ოთხ ბოძზე დაყრდნობილი პატარა სამრეკლო.
ხაზი 65:
ქაშვეთზე ზრუნვა მრევლთან და დეკანოზ ფილიპესან ერთად, გივის ძმისშვილმა დავით ამილახვარმა განაგრძო. [[1755]] წელს, მათ ტაძრის კედლები ნიკოლოზ აბხაზს მოახატვინეს.
 
ამავე პერიოდში დედათა მონასტრის წმინდა გიორგის ძველი ეკლესია განაგრძობდა თავის არსებობას ახლის გვერდით.[[ფაილი:Iglesia Kashueti, Tiflis, Georgia, 2016-09-29, DD 02.jpg|მინი]]
[[1801]] წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ თბილისი ახლად წარმოქმნილი გუბერნიის ცენტრი გახდა. [[1811]] წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და იგი საეგზარქოსოს უფლებით რუსეთის ეკლესიის სინოდს დაუქვემდებარა. ამავე წელს აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი [[ანტონ II]] იძულებით რუსეთში გადაასახლეს. ქაშვეთის ტაძარში აკრძალააიკრძალა ქართული ღვთისმსახურება.
 
===მესამე ეკლესია===
[[ფაილი:Iglesia Kashueti, Tiflis, Georgia, 2016-09-29, DD 02.jpg|მინი]]
[[1801]] წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ თბილისი ახლად წარმოქმნილი გუბერნიის ცენტრი გახდა. [[1811]] წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და იგი საეგზარქოსოს უფლებით რუსეთის ეკლესიის სინოდს დაუქვემდებარა. ამავე წელს აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი [[ანტონ II]] იძულებით რუსეთში გადაასახლეს. ქაშვეთის ტაძარში აკრძალა ქართული ღვთისმსახურება.
 
თბილისსა და ქართლ-კახეთის სამეფოს მთელ ტერიტორიაზე უპირველესი საეკლესიო იერარქის ფუნქცია რუსეთის ეკლესიის სინოდის წევრს, არქიეპისკოპოს [[ვარლაამ ერისთავი (ეგზარქოსი)|ვარლამ ერისთავს]] დაეკისრა.
Line 80 ⟶ 77:
[[1810]] წლიდან ქაშვეთის „პატრონობა“ კავკასიის მთავარსარდალმა გენერალმა [[ალექსანდრე ტორმასოვი|ალექსანდრე ტორმასოვმა]] ითავა. იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს [[ანტონ II]]-ს წერდა - „რუსეთში არსებული დებულებით, იქ, სადაც ბინა აქვს ჯარის სარდალს ან გენერელ-გუბერნატორს, უეჭველად უნდა საკუთარი ეკლესიაც იყოს ღვთისმსახურების შესასრულებლად. ეს წესი მე აქაც შემოვიღე და ავირჩიე ქაშვეთის ეკლესია.“
 
კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ, წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარმმართებელს: „კვირა-უქმე დღეებში ღვთისმსახურება შეასრულოს რუსის მღვდელმა, სადაგ დღეებში კი ქართველებმა, დიდმარხვაში ერთ კვირას ღვთისმსახურება სრულდებოდეს რუსულად, მეორეში-ქართულად.“ ალექსანდრე ტორმასოვი დათანხმდა პატრიარქის წინადადებას.
 
ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ღვთისმსახურების რუსულ ენაზე დაწყების შემდეგ, რუს სამღვდელოებასა და ძმებს, წინამძღვარ დეკანოზ პეტრე და მღვდელ პავლე არჯევანიძეებს შორის კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშვა. მთავარსარდალ გენერალ ალექსანდრე ტორმასოვს აღარ აკმაყოფილებდა ადრე მიღწეული შეთანხმება ქაშვეთის ეკლესიაში ქართველი და რუსი სამღვდელოების ერთდროულად მსახურების შესახებ. გენერალს ღვთისმსახურების ქართულ ენაზე ჩატარების გაუქმება სურდა, რაზეც ძმებმა არჯევანიძეებმა პროტესტი გამოთქვეს და საპასუხოდ რუსულ ენაზე ღვთისმსახურების შეწყვეტა მოითხოვეს. მთავარსარდალი წერდა: „მე ვეცადე, კონფლიქტი მომეგვარებინა და დეკანოზ პეტრეს და მღვდელ პავლესათვის ქაშვეთის ეკლესიაში რუსი მოძღვრის მსახურების დაწყების შემდეგ შემცირებული შემოსავალი ფულადი კომპენსაციით ამენაზღაურებინა. როგორც ირკვევა, ქაშვეთის მოძღვრებს ამაზე უარი განუცხადებიათ და ეკლესიაში რუსულ ენაზე ღვთისმსახურების შეწყვეტა მოუთხოვიათ ...ქაშვეთის ეკლესიაში ღვთისმსახურების რუსულ ენაზე შეწყვეტა არ შეიძლება, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ეკლესია ჩემს სახლთან ახლოსაა.“
Line 89 ⟶ 86:
 
ვარლამ ერისთავმა, [[1816]] წელს ქაშვეთის სამხრეთ კარს მიაშენა კარიბჭე, რომლის ქტიტორული წარწერა დღევანდელი ტაძრის ქვემო ეკლესიის კარიბჭის მარჯვენა კედელშია ჩადგმული.
{{ციტირება|სადიდებლად ღვთისა, დროსა ს~რდ როსიის იმპერატორის ალექსანდრე პირველისა და ექსარხოსობას საქართველოს და იმერეთის სამღუდელოთა ზედა, მცხეთის მიტროპოლიტის და თბილისის, ვარლამ ქსნის ერისთავის დავითის ძისასა, აღშენდა კარიბჭე ესე წელსა ქესითქ~ესით ჩყივ, ქორონიკონსა ფდ. (504).}}
 
ვარლამ ერისთავის მიერ ახლად აგებული ტაძრის სამხრეთ კარიბჭიდან მხოლოდ მთავარსარდალი და მისი გარემოცვა შედიოდა, ხოლო დასავლეთ კარიდან „უბრალო“ ხალხი.
Line 106 ⟶ 103:
[[1846]] წელს, ტაძრის კრამიტის სახურავი რკინის სახურავით შეცვალეს, ხოლო აგურის ფილაქანი — ქვის კრამიტით. ტაძარს შემოავლეს საკმაოდ მტკიცე და მაღალი „ცოკოლი“. შეიძინეს დიდი შანდლები და ჩამოასხმევინეს 25 ფუთიანი ზარი. გუმბათის ყელს გამოუცვალეს სარკმლები. ტაძარში დაკიდეს ახალი ჭაღი.
 
[[1848]] წელს ტაძარში დაიდგა, საიმპერატორო აკადემიის ხელოვანის ადრიანე კოზმინ-მალახოვის მიერ მოსკოვში შეკვეთით შესრულებული, ქართული ეკლესიისათვის სავსებით უცხო, „შვიდიარუსიანიშვიდიარუსიანი რუსული კანკელი, რომელიც სავსებით აბნელებდა საკურთხეველს და სრულებით არ უდგებოდა ტაძარს“.
ახალი კანკელის ოქროთი მოვარაყებულ და სხვადასხვა ფიგურებით მორთულ პირველ იარუსში მოთავსებული იყო ქართველი წმინდანების ხატები; მეორეში-ათთორმეტთა დღესასწაულები; მესამეში-მოციქულები; მეოთხეში - წინასწარმეტყველები; მეხუთეში - წარღვნის შემდგომნი მამამთავარნი; მეექვსეში - წარღვნის უწინარესნი; მეშვიდეში-ექვსბოლოიანი ჯვარცმა წინამდგომარე [[ღვთისმშობელი]]სა და [[იოანე ღვთისმეტყველი]]თ.
 
რუსული შაბლონიდან ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენდა აღსავლის კარების ზემოთ „საიდუმლო სერობის“ მაგიერ მოთავსებული ღვთისმშობლის მიერ წმინდა ნინოსთვის ვაზის გადაცემის ხატი. ეს კანკელი მოხსნილ იქნა [[1904]] წ. და გადაეცა [[ნორიოს მთავარანგელოზის ეკლესია]]ს.
Line 115 ⟶ 112:
[[1856]] წელს, თბილისში ჩამოვიდა კავკასიის ახალი მეფისნაცვალი [[ალექსანდრე ბარიატინსკი]], რომლის გადაწყვეტილებით ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ფერდობზე დაიგეგმა საზოგადოებრივი ბაღის მშენებლობა.
 
დედათა მონასტრის წმინდა გიორგის უძველესი ეკლესიის ნაშთები დაშალეს და ეზო მოასწორეს. ბაღის მშენებლობას შეეწირა ტაძრის გალავანი კოშკებით და ქაშვეთის უძველესი სასაფლაო, რომელიც გადატანილ იქნა თბილისის მაშინდელ გარეუბანში — ვერეში.
 
ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, უძველესი სასაფლაო მდებარეობდა, თბილისის კომენდანტმა დახურა სასაფლაო და იგი იმ დროისათვის ქალაქის გარეუბანში — დღევანდელ ვერის პარკის ტერიტორიაზე გადაიტანა. სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარეობდა [[1847]] წელს აგებული [[თბილისის ვერეს მინდა ნიკოლოზის ეკლესია|წმინდა ნიკოლოზის ეკლესია]] მდებარეობდა, რომელიც წარმოადგენდა უსვეტებო ორფრთიან დარბაზს მომრგვალებული საკურთხევლით. საბჭოთა პერიოდში, [[1926]] წელს სასაფლაო დაიხურა. ხოლო, [[1933]] წელს ტფილისის საბჭოს განკარგულებით ვერის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი დაანგრიეს და ამ ტერიტორიაზე ვერის ბაღი გააშენეს.
Line 131 ⟶ 128:
[[1884]] წელს ეგზარქოსმა მთავარმართებელთან შეთანხმებით ქაშვეთის ტაძარში წირვა-ლოცვის განახლება ბრძანა. ცხრა წლის შემდეგ, [[1893]] წელს ტაძრის ავარიული შენობა შეკრეს რკინის სალტებით.
 
[[1888]] წელს, დეკანოზ დავით ჭარელაშვილისჭრელაშვილის წინამძღვრობის პერიოდში, ქაშვეთის ტაძრის გალავნის დასავლეთ კედელში, ეკლესიის ალაყაფის კარების გვერდით, აიგო წმინდა ვლადიმერის საჯვარე — რუსეთის მიერ ქრისტიანობის მიღებიდან 900 წლისთავის აღსანიშნავად. სამლოცველოში დაბრძანებული იყო წმინდა ვლადიმერის ხატი.
 
ამავე პერიოდში, ეკლესიის ალაყაფის კარზე ერთმანეთის გვერდით სამი კამარა დააშენეს, სადაც სამრეკლო უნდა გაემართათ, მაგრამ სამრეკლოში ზარები ვერ დაკიდეს, ვინაიდან მათი ერთდროულად რეკვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა.
 
===მეოთხემესამე ეკლესია===
ქაშვეთის ტაძარს ქართველი მრევლი დაუბრუნდა. ამავე წელს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში პირველმა ქართულმა გუნდმა, იოსებ მონადირაშვილის ლოტბარობით, კაცების და ქალების ხმებისაგან შემდგარი „ქართული გალობის მოყვარულთა“ გუნდმა დაიწყო გალობა.
 
[[1897]] წელს, ქაშვეთის ეკლესიაში გამწესებულ იქნა ახალი წინამძღვარი დეკანოზი მარკოზ ტყემალაძე, „გამიტაცა აზრმა, უსათუოდ ახალი ეკლესია აშენებულიყო“ - წერს მამა მარკოზი. მეფის რუსეთის ხელისუფლების პერიოდში ადვილი არ იყო, თუნდაც ძლიერ დაზიანებული, ეკლესიის დაშლა და ახალი ქართული მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობის დაწყება.
 
მამა მარკოზმა თავისი მოხერხებულობით შეძლო გივი ამილახვრის შთამომავალ გენერალ იოანე (ივანე) ამილახვრისგან თანხმობის მიღება იმ პირობით, რომ “ახალი ეკლესია იქნება აშენებული სამთავისის ეკლესიის გეგმით, რომელიც ამილახვრის მამაპაპის აშენებულია”.
 
ახალი ტაძრის პროექტის შესრულება, დეკანოზ მარკოზ ტყემალაძის ინიციატივით, ხუროთმოძღვარ ლეოპოლდ ბილფელდს დაევალა. არქიტექტორების კომისიამ ახალი ტაძრის გეგმა და საჭირო საბუთები შეადგინა და ეგზარქოს ფლაბიანე გოროდეცკის წარუდგინა.
Line 148 ⟶ 145:
[[1902]] წელს დეკანოზი მარკოზ ტყემალაძე სიონის ტაძრის დეკანოზად გადაიყვანეს, ხოლო ქაშვეთის ტაძრის ახალ წინამძღვრად მამა ესტატე ელიევი (ელიაშვილი) დაინიშნა. საქართველოს ახალ ეგზარქოსმა ალექსი I-მა (ოპოცკი) დაიწუნა ქაშვეთის ახალი ეკლესიის გეგმა.
 
ეგზარქოსმა ალექსიმ, ლეოპოლდ ბილფელდის გეგმის ნაცვლად, რამდენიმე ათეული „ხახვის თავის მსგავსი“ გუმბათიანი და „ხოროებიანი“ ეკლესიის გეგმა წარუდგინა ტაძრის კომიტეტს. გენერალმა იოანეივანე ამილახვარმა გააპროტესტა ეგზარქოსის წინადადება - „...ჩვენ სამთავისის გეგმა ავირჩიეთ, როგორც ჩვენ მამა-პაპათა გამომუშავებული და გადმოცემული“. ამის შემდეგ ეგზარქოსი დათანხმებულა, აღეძრა შუამდგომლობა ახალი ტაძრის გეგმის და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ.
 
[[1903]] წელს, ქაშვეთის ტაძარის წინამძღვრად დეკანოზი [[კალისტრატე ცინცაძე]] განაწესეს.
Line 157 ⟶ 154:
ქვაზე კვეთილი ორნამენტაცია არქიტექტორ ედუარდ ანდრეოლეტის ესკიზების მიხედვით შეასრულეს ცნობილმა ქვისმთლელმა, ოსტატებმა ნეოფიტე, ლავრენტი და ნიკო აგლაძეებმა. მშენებლობის დროს გამოყენებული იყო ალგეთის ქვა, ძეგამის თეთრი ქვა, იტალიური მარმარილო. ტაძრის ჩუქურთმების ნიმუშები გადმოღებულია საქართველოს სხვადასხვა ეკლესიებიდან.
 
ქაშვეთის დღევანდელი, ანუ მესამე ეკლესიის საძირკვლის ამოღება 1904 წელს დაიწყო. საყრდენის ძებნამ მიწის გათხრა საკმაოდ ღრმად მოითხოვა, რამაც პროექტის შეცვლა გამოიწვია. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ერთი ეკლესიის ნაცვლად ორიორსართულიანი ეკლესია აშენებულიყო, ერთი - ღრმა საძირკვლის ხარჯზე, ხოლო მეორე, ბილფელდის პროექტით გათვალისწინებული, სამთავისის ეკლესიის ანალოგი, პირველის თავზე.
 
მშენებლობა მიმდინარეობდა 1904-1910 წლებში, პირველ სართულზე მდებარე ეკლესია 1909 წლის 1 აპრილს, სულიწმიდის სახელობაზე აკურთხა ეპისკოპოსმა გრიგოლ ვახნინმა, ამ ეკლესიაში დროებითი ეკლესიიდან გადმოიტანეს კანკელი, ტრაპეზი და იქ დაცული სხვა სიწმინდეები, ხოლო, დროებითი ტაძარი დაშალეს.
კალისტრატე ცინცაძის ცნობით, 1919 წელს ქვაშვეთის ქვემო ეკლესიაში დადგმული კანკელი გადაეცა სოფელ ოძისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიას, მის ნაცვლად დაიდგა „… სასახლის მოშლილი ეკლესიის კანკელი, რომლის კორპუსიცა და ხატებიც დამზადებულია მხატვრის გრიგოლ გაგარინის მიერ. კორპუსი გაკეთებულია ქართული ხელოვნების ნაშთთა მიხედვით ალებასტრისაგან: ალაგ-ალაგ მოვარაყებულია, ალაგ-ალაგ კი მუქი საღებავით არის შეღებილი. ვინაიდან ადგილი არ გვაძლევდა საშუალებას, კანკელს, სამწუხაროდ, ჩამოვაშორეთ ორი ხატი აქეთაქეთიქით – და სერობა: ხატები მოთავსებულია ქვემო საკურთხეველში, სერობა კი (სიუჟეტი მეტად თავისებურად არის გადმოცემული) ზემო ეკლესიაში.”
 
ამ ცნობიდან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ეს კანკელი გადმოტანილია მეფისნაცვლის სასახლის წმინდა ალექსანდრე ნეველის კარის ეკლესიიდან. რადგან, 1919 წელს, თბილისში მხოლოდ მეფისნაცვლის სასახლე იყო შემორჩენილი, რომელშიცსასახლეში 1917-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ და მთავრობამ დაიდო ბინა, ხოლო კარის ეკლესია გაუქმდა.
 
1945 წელს ჩატარებული რემონტის შემდეგ ქვაშვეთის ტაძრის ქვედა სართულზე მდებარე სულიწმინდის ეკლესია წმინდა მთავარმოწამე მარინეს სახელზე აკურთხეს.
 
1910 წლის 31 ოქტომბერს, ქვაშვეთის წმინდა გიორგის დასრულებული ტაძარი საზეიმოდ აკურთხა ეგზარქოსმა ინოკენტიმ, ეპისკოპოსების დავით კაჭახიძის და გრიგოლ კაჭახიძეებისვახნინის მონაწილეობით.
 
ამ დღეს ზაქარია ფალიაშვილმა გიმნაზიისა და ფილარმონიის მომღერლებისაგან შემდგარი 25 კაციანი, ძლიერი გუნდი გამოიყვანა და ეკლესიის დასავლეთი მხარე დაიკავა. „ეკლესიაში მოვიდა საქართველოს მაშინდელი ეგზარქოსის რუსული გუნდიც. ეგზარქოსმა მოსთხოვა ზაქარიას ადგილის გათავისუფლება თავისი გუნდისათვის. ზაქარია ფალიაშვილმა არასგზით არ დაუთმო და თავის გუნდს ფეხი არ მოაცვლევინა, თვითონაც ბოლომდე ლოტბარობდა. უნაყოფო უსიამოვნებისა და შეჯახების შემდგომ ეგზარქოსის გუნდი იძულებული გახდა სხვა ადგილი მოეძებნა. ისინი რუსულად გალობდნენ, ზაქარიას გუნდი კი ქართულად.” ფილარმონიული საზოგადოების გუნდი ქვაშვეთის ტაძარში 1910-1917 წლებში გალობდა.
 
თბილისის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია სამნავიანია - ტაძრის სიგრძე 23,12 მეტრია, სიგანე - 18,75 მეტრი, ხოლო შიდა სიმაღლე - 27,75 მეტრია. ორსართულიანი ტაძარი ერთმანეთს სადიაკვნე ოთახში მოთავსებული ქვის კიბით უკავშირდება, აქედანვეა შესაძლებელი საკურთხევლის ბანზე და იქიდან სახურავზე ასვლა. ქვაშვეთის ტაძრის ქვემო ეკლესიის კედლები შემოსილია ალგეთის ბაზალტის ქვით, ხოლო ზედა - ძეგამის თეთრი ქვიშაქვის ქვით.
 
ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის ზედა სართულის სამხრეთ შესასვლელი ბრინჯაოს კარი შემკულია დიდმოწამე გიორგის და მოციქულთასწორი ნინოს ზედნაჭედი ხატებით. ამ კარის სამჭედლო სამუშაოები შეასრულა ფ. ჰაუფმა ჰენრიხ ჰრინევსკის ნახატების მიხედვით. ამ სამუშაოებისთვის თანხა გაიღეს დავით და ეკატერინე სარაჯიშვილებმა. კარებს მათი სახელების აღმნიშვნელი ქართული ინციალები “დ” და “ე” ამშვენებს.
Line 194 ⟶ 191:
 
კანკელის ჩრდილოეთ და სამხრეთის კარზე მოთავსებულია მთავარანგელოზ გაბრიელისა და მთავარანგელოზ მიქაელის ხატები.
1910 წელს ნაკურთხი ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის მოხატვა, მხოლოდ II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1947 წლიდან გახდა შესაძლებელი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმაკათოლიკოს–პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ ეს საქმე მხატვარ ლადო გუდიაშვილს მიანდო, ხოლო ტაძრის მოხატვის საქმის ხელმძღვანელობა მან ეპისკოპოსს დიმიტრი ლაზარიშვილს დაავალა.
 
ლადო გუდიაშვილმა გამოიყენა მცენარეული საღებავების ძველი რეცეპტები. დაიწყო ურთულესი ესკიზების და ჩანახატების კეთება, მთელი დღეები თავდავიწყებით შრომობდა მაღალი თაღის ჭერქვეშ.
Line 200 ⟶ 197:
მხატვარმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დახატა ქართველი ქალის სახით, მთელი ფორმებით, სილამაზით, ღვთისმშობლის გვერდით დახატა საქართველოს სიმბოლო - ბროწეულის ხე, „როგორც ფრესკებში, ისე დაზგურ პორტრეტებში თითქმის ყველა მხატვარი, დიდიც და პატარაც, ღვთისმშობელს მუდამ ახალგაზრდას და სათნოს ხატავდა... მე გადავწყვიტე ღვთისმშობელი წამომეყვანა ჩვენსკენ, მიწისკენ. უფრო დღევანდელი სახე მომეცა მისთვის, ამ სახით ასეთმა გადაწყვეტამ მაშინ, როგორც მოველოდი, აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია. უარი ვთქვი ზეთის საღებავებზე, ვხატავდი ენკაუსტიკის ურთულესი წესით - ცხელი, ადუღებული ფერებით. მაგრამ ფერადი ფხვნილები არ იშოვებოდა, ძებნა-ძებნით მივაკვლიეთ მღებავებს... ხარაჩოებზე ცხრა თვე ჰაერში ვიყავი გაყენებული, სისხლი მდიოდა ხოლმე ცხვირიდან.“ - წერდა ლადო გუდიაშვილი.
 
საბჭოთა ხელისუფლებამ მხატვარს ბრალად საბჭოთა იდეოლოგიის ღალატი და ღვთის სიყვარული წაუყენა, იგი გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან, დაითხოვეს თბილისის სამხატვრო აკედემიიდანაკადემიიდან, აუკრძალეს პედაგოგიური საქმიანობა.
 
საკურთხევლის ძირითადი ფართობი ცხრა თვეში მოიხატა. სხვადასხვა წინააღმდეგობების გამო ტაძრის მოხატვა ვერ დასრულდა, რასაც დაემატა [[1952]] წელს, კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს გარდაცვალება.