ნელსონ მანდელა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 51:
მანდელას მიღებული აქვს ასზე მეტი სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის [[ნობელის პრემია]] მშვიდობის დარგში 1993 წელს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ის მოიხსენიება როგორც '''მადიბა''', წოდება რომელსაც მანდელას კლანის მხცოვან და პატივცემულ წევრებს ანიჭებენ.
 
მამამისი სოფლის მმართველი იყო, მაგრამ კოლონიალურ ხელისუფლებასთან უთანხმოების ოჯახთან ერთად კუნუს პროვინციაში გადაასახლეს.
მას 4 ცოლი და 13 ბავშვი ჰყავდა. ნელსონი მე-3 ცოლის, [[ნკედამა]]სგან შეეძინა და ჰოლილალა დაარქვა, რაც ადგილობრივი კოსის დიალექტზე „ხიდან ჩამოვარდნილ ტოტს“ ნიშნავს. ჰოლილალა მანდელა პირველი ბავშვი იყო ოჯახში, ვინც სკოლაში შეიყვანეს. მასწავლებელმა მას ინგლისური სახელი ნელსონი უწოდა.
 
9 წლის ასაკში ნელსონს მამა ტუბერკულოზით დაეღუპა და მისი ოფიციალური მეურვე [[რეგენტი ჯონგინტაბა]] გახდა. ნელსონი ჯერ მეთოდისტურ სკოლაში დადიოდა, შემდეგ კი კლარკბერის ინტერნატი დაამთავრა და საშუალო განათლების სერთიფიკატი მიიღო. [[1937]] წელს ის [[ფორტ-ბოფორტი]]ს მეთოდისტურ კოლეჯში ჩაირიცხა, [[1939]] წელს კი [[ფორტ-ჰერი]]ს უნივერსიტეტში. ეს იყო ერთადერთი ადგილობრივი უნივერსიტეტი, სადაც ფერადკანიანებს სწავლის შესაძლებლობა ეძლეოდათ. მანდელა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი გახდა. პირველი კურსის დასრულებისას მანდელა მონაწილეობას იღებდა სტუდენტურ ბოიკოტში, რომელიც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამის გამო მას [[ფორტ-ჰეირი]]ს დატოვება მოუხდა.
უნივერსიტეტის დატოვების შემდეგ მანდელას საკუთარმა მეურვემ მკაცრი მოთხოვნა წაუყენა, რომ აუცილებლად უნდა დაქორწინებულიყო. ამის გამო ნელსონი საკუთარ ბიძაშვილთან ერთად იოჰანესბურგში გაიქცა და ოქროს მომპოვებელ მაღაროში დარაჯად მოეწყო, თუმცა მაღაროს ხელმძღვანელობამ მეურვისგან მისი გაქცევის შესახებ შეიტყო და სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ მანდელა მეგობრის, უოლტერ სისლუს დახმარებით ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში სტაჟიორად მოეწყო. [[1943]] წელს ის [[ვიტვატერსრანდა |ვიტვატერსრანდა]]ს უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც მომავალი თანამოაზრეები და თანამებრძოლები [[ჯო სლოვო]] და [[ჰარი შვარცი]] გაიცნო. ათწლეულების შემდეგ მანდელას მიერ ფორმირებულ მინისტრთა კაბინეტში სლოვომ სოფლის მეურნეობის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა, შვარცი კი შეერთებულ შტატებში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ელჩი გახდა.
 
ვიტვატერსრანდას უნივერსიტეტში მანდელა [[1948]] წლამდე სწავლობდა, მაგრამ იურისტის დიპლომი ვერ მიიღო. ახალგაზრდა ნელსონი სისტემატიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა საპროტესტო აქციებში. [[1943]] წელს ის საქალაქო ტრანსპორტის ფასების ზრდის გამო მოწყობილ მასობრივ გამოსვლებში მონაწილეობდა. ამავე პერიოდიდან ესწრებოდა ახალგაზრდა ინტელექტუალთა შეკრებებს, რომელსაც აფრიკის ეროვნული კონგრესი აწყობდა. [[1944]] წელს მანდელა კონგრესის წევრი გახდა და ახალგაზრდა თანამოაზრეებთან ერთად ე.წ. ახალგაზრდული ლიგა დააარსა, რომელიც აფრიკული ნაციონალიზმისა და თვითგამორკვევის პრინციპებზე იყო დაფუძნებული და ხელისუფლებისადმი უფრო რადიკალურად იყო განწყობილი, ვიდრე აფრიკის ეროვნული კონგრესი.
[[1948]] წლის არჩევნებში ეროვნული პარტიის გამარჯვების შემდეგ, მანდელა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩაერთო. [[1949]] წელს ის ახალგაზრდული ლიგის პრეზიდენტი გახდა. [[1952]] წელს ლიგამ პირველი მასშტაბური დაუმორჩილებლობის აქცია მოაწყო, [[1955]] წელს კი მონაწილეობდა სახალხო კონგრესის შექმნაში, რომელმაც [[თავისუფლების ქარტია]] მიიღო. ქარტია გახდა მთავარი სამოქმედო პროგრამა სამხრეთ აფრიკაში მოქმედი ყველა პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, რომელიც აპარტეიდის რეჟიმს ებრძოდა. პარალელურად, მანდელას თავის მეგობარ [[ოლივერ ტამბოსი|ოლივერ ტამბოს]]თან ერთად გახსნილი ჰქონდა იურიდიული ფირმა, რომელიც ფერადკანიანებს იაფ ან უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდა.
 
[[1956]] წელს ხელისუფლებამ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 150-მდე ადამიანი, მათ შორის, ნელსონ მანდელაც დააპატიმრა. მათ ბრალი კომუნისტური იდეების გავრცელებასა და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით დამხობის ორგანიზაციაში დასდეს. სასამართლო პროცესი [[1961]] წლამდე გაგრძელდა და ყველა ბრალდებულის გათავისუფლებით დასრულდა.
ამავე წელს მანდელა სათავეში ჩაუდგა აფრიკის ეროვნული კონგრესის შეიარაღებულ ფრთას და დაიწყო ფართომასშტაბიანი საბოტაჟის პოლიტიკა აპარტეიდის წინააღმდეგ.
[[1962]] წლის 5 აგვისტოს ძებნაში მყოფი ნელსონ მანდელა დააპატიმრეს და იოჰანესბურგის ციხეში ჩასვეს. მისი ადგილ-სამყოფელის დადგენაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებას ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველო დაეხმარა. [[1963]] წელს კი პოლიციამ მასშტაბური რეიდი ჩაატარა და ოპოზიციის რამდენიმე ცნობილი ლიდერი აიყვანა. მათ ბრალი დივესიული აქტების მოწყობასა და სახელმწიფო ღალატში დასდეს, რაც სასიკვდილო განაჩენს ითვალისწინებდა.
 
[[1964]] წლის 20 აპრილს პრეტორიის უმაღლეს სასამართლოში ბრალდებულთა პროცესი გაიმართა, სადაც სიტყვით ნელსონ მანდელა გამოვიდა. მან აღიარა, რომ აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ დივერსიულ აქტებს ახორციელებდა და იმ მიზეზების ახსნას შეეცადა, რის გამოც მშვიდობიანი ბრძოლიდან ძალადობრივ მეთოდებზე გადასვლა მოუხდა.
 
„ჩემი ცხოვრება მე აფრიკული მოსახლეობისთვის ბრძოლას მივუძღვენი. მე ვიბრძოდი როგორც თეთრების, ისე ფერადკანიანების ბატონობის წინააღმდეგ, ვიბრძოდი დემოკრატიული საზოგადოების შექმნისთვის, სადაც ადამიანები ჰარმონიაში იცხოვრებდნენ და ექნებოდათ ერთნაირი შესაძლებლობები. ეს ის იდეალებია, რომლისთვისაც მე ვცხოვრობდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება, სიცოცხლესაც შევწირავ.“-განაცხადა მანდელამ.
 
სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ სცნო, თუმცა სასიკვდილო განაჩენი მათ მუდმივი პატიმრობით შეუცვალეს.
 
ნელსონ მანდელა [[რობენის კუნძული|რობენის კუნძულ]]ზე მდებარე საპატიმროში გადაიყვანეს, სადაც ინდივიდუალურ კამერაში 18 წელი გაატარა. კუნძულზე პატიმრებს აუტანელ პირობებში უწევდათ ყოფნა. ისინი კარიერზე მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდნენ. განსაკუთრებით მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ ფერადკანიანი მსჯავრდებულები, რომლებსაც საკვების მცირე პორციას აძლევდნენ. მანდელა „დ“ ჯგუფის პატიმრებში მოხვდა, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იხდიდნენ სასჯელს. მათ პაემნისა და წერილის გაგზავნის შესაძლებლობა 6 თვეში ერთხელ ეძლეოდათ.
პატიმარი მანდელა დაუსწრებელი სწავლების პროგრამით ლონდონის უნივერსიტეტში სწავლობდა და იურიდიულ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი აიღო. [[1981]] წელს მისი კანდიდატურა უნივერსიტეტის საპატიო ლექტორის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა ეს პატივი წილად პრინცესა ანას ხვდა.
 
[[1982]] წელს მანდელა და მისი რამდენიმე თანამებრძოლი [[პოლსმური]]ს ციხეში გადაიყვანეს, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტებისა და ასაკოვანი პოლიტპატიმრების განცალკევება სურდა.
 
[[1985]] წელს პრეზიდენტმა [[პიტერ ბოტა]]მ მანდელას ციხიდან გათავისუფლება შესთავაზა, მხოლოდ იმ პირობით, თუ ის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ძალადობას აღარ აირჩევდა. მანდელა პრეზიდენტის წინადადებას არ დათანხმდა.
 
ხელისუფლება მანდელასთან მოლაპარაკებას რამდენჯერმე შეეცადა, თუმცა ვერაფერი გააწყო.
 
[[1988]] წელს მანდელა [[ვიქტორ-ვერსტერი]]ს ციხეში გადაიყვანეს, სადაც პატიმრობის დარჩენილი წლები გაატარა. აქ მისი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა. მანდელას სისტემატიურად ნახულობდნენ მისი მეგობრები და პოლიტიკური თანამოაზრეები, საერთაშორისო საზოგადოება კი მისი გათავისუფლების მოთხოვნით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებაზე ძლიერ ზეწოლას ახდენდა.
 
[[1989]] წელს პრეზიდენტი ბოტა გულის შეტევით გარდაიცვალა და ის [[ფრედერიკ ვილე დე კლერკი |ფრედერიკ ვილემ დე კლერკ]]მა შეცვალა.
 
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ბოლო თეთრკანიანმა პრეზიდენტმა აპარტეიდთან მებრძოლი ოპოზიციური პარტიების ლეგალიზების შესახებ სპეციალური ბრძანება გამოსცა.
 
[[1990]] წლის 11 თებერვალს მანდელა გაათავისუფლეს. ეს პროცესი პირდაპირი ეთერით მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაიცა. ისტორიულ დღეს მანდელამ თანამემამულეებს სიტყვით მიმართა. მან ღიად განაცხადა, რომ მოსახლეობის თეთრკანიან ნაწილთან უთანხმოების დაძლევას მშვიდობიანი გზით შეეცდებოდა, თუმცა არც ის დაუმალავს, რომ შეიარაღებული ბრძოლის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებდა.
მალე ნელსონ მანდელა საკუთარ პარტიას ჩაუდგა სათავეში და [[1990]]-[[1994]] წლებში აპარტეიდის რეჟიმის გაუქმების შესახებ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. შედეგად, ქვეყნის ფერადკანიან მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა.
 
[[1991]] წელს აფრიკის ნაციონალურმა კონგრესმა ლეგალიზების შემდეგ პირველი ეროვნული კონფერენცია ჩაატარა, რომელზეც მანდელა ორგანიზაციის პრეზიდენტად აირჩიეს.
[[1993]] წელს ნელსონ მანდელასა და პრეზიდენტ დე კლერკს მშვიდობის ნობელის პრემია მიანიჭეს, თუმცა საერთაშორისო აღიარების მიუხედავად, პოლიტიკოსებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მანდელა დე კლერკს „არაკანონიერი, დისკრედიტირებული უმცირესობის რეჟიმის“ ლიდერად მოიხსენიებდა. მათ შორის მოლაპარაკებები რამდენჯერმე ჩაიშალა კიდეც, მაგრამ 4 წლიანმა დიალოგმა საბოლოოდ შედეგი გამოიღო, [[1994]] წლის 27 აპრილს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ხმის მიცემის უფლება ფერადკანიან უმრავლესობასაც მიეცა.
 
საპარლამენტო არჩევნებში მანდელას პარტიამ სოლიდური უპირატესობით (62%) გაიმარჯვა, ლეგენდარული ნელსონ მანდელა კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი ფერადკანიანი ლიდერი გახდა. მისმა პოლიტიკურმა ოპონენტმა დე კლერკმა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი მიიღო.
 
მანდელა პრეზიდენტის პოსტზე [[1999]] წლამდე რჩებოდა. ამ დროის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები გაატარა:
 
*შემოღებულ იქნა უფასო სამედიცინო მომსახურება 6 წლამდე ბავშვებისა და ფეხმძიმე ქალებისთვის;
*განხორციელდა რეკონსტრუქციისა და განვითარების მასშტაბური პროგრამა;
*13%ით გაიზარდა სოციალური დახმარება;
*დახმარება გაეზარდათ სოფლად მცხოვრები ფერადკანიანი ოჯახების ბავშვებს;
*25%-ით გაიზარდა განათლების სფეროს დაფინანსება;
*გამოიცა კანონი დაკარგული მიწების დაბრუნების შესახებ, რის შედეგადაც ათობით ათასმა ოჯახმა უკანონოდ ჩამორთმეული მიწები დაიბრუნა;
*გამოიცა კანონი მიწის რეფორმის შესახებ;
*გამოიყო სოლიდური გრანტი ბავშვთა სიღარიბესთან საბრძოლველად;
*გამოიცა კანონი კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამა დაფინანსდა;
*გამოიცა კანონი შრომითი მოწყობის შესახებ, რომელმაც ფერადკანიანი და თეთრკანიანი დასაქმებულების უფლებები გაათანაბრა.
*სატელეფონო ქსელებში 3 მილიონზე მეტი აბონენტი ჩაერთო;
*განხორციელდა 500-ზე მეტი კლინიკის მშენებლობა და რეკონსტრუქცია;
*მოწესრიგდა წყალმომარაგების სისტემა;
*6-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის განათლების მიღება სავალდებულო გახდა;
*უფასო კვება დაწესდა 3,5 მილიონამდე მოსწავლეზე;
*გამოიცა კანონი მაღაროელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის შესახებ;
*დაიწყო აუცილებელი სამედიცინო მედიკამენტებით მოსახლეობის მომარაგება.
 
პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ მანდელამ აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობა დაიწყო. მას შემდეგ კი, რაც უმცროსი ვაჟიშვილი შიდსით დაიღუპა, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში ჩაერთო.
 
სიცოცხლეში მანდელა 3-ჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ქორწინება 15 წელიწადს გაგრძელდა ([[1944]]-[[1958]]). ეველინ მანდელასგან მას 4 ბავშვი შეეძინა. ხანგრძლივი გამოდგა მანდელას მეორე ქორწინებაც ([[1958]]-[[1996]]). ვინი მანდელამ ნელსონს 2 ქალიშვილი აჩუქა. [[1998]] წელს კი ნელსონმა [[გრას მაშელი|გრას მაშელ]]ზე იქორწინა.
 
ნელსონ მანდელა 2013 წელს [[იოჰანესბურგი]]ს გარეუბან [[ჰოუტონ ესტეიტი|ჰოუტონ ესტეიტ]]ში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://nobelprize.org/peace/laureates/1993/mandela-bio.html Nelson Mandela – Biography at Nobelprize.org]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნელსონ_მანდელა“-დან