ნაციონალისტური მოძრაობის პარტია (თურქეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 59:
== იდეოლოგია ==
პარტია ფასდება, როგორც ნეოფაშისტური პარტია,<ref>{{Cite book |first=Tim |last=Jacoby |title=Fascism, Civility and the Crisis of the Turkish State |work=Political Civility in the Middle East |publisher=Routledge |year=2012 |page=112}}</ref> რომელიც დაკავშირებულია ექსტრემისტულ და ძალადობრივ ძალებთან.<ref>{{Cite book |first=Colleen |last=Sullivan |title=Grey Wolves |work=The SAGE Encyclopedia of Terrorism |edition=Second |publisher=Sage |year=2011 |page=236}}</ref> 1990-იანი წლებიდან, [[დევლეთ ბაჰჩელი]]ს ხელმძღვანელობით, პარტიამ თანდათან შეცვალა თავისი იდეოლოგია და პროგრამა, როდესაც ეთნიკური ნაციონალიზმიდან, კულტურულინაციონალიზმზე და კონსერვატიზმზე გადავიდა და აქცენტი გააკეთა თურქეთის სახელმწიფოს ერთიანობაზე. აღსანიშნავია, რომ პარტია გადავიდა მკაცრი, [[ქემალიზმი|ქემალისტური]] სტილის სეკულარიზმიდან, უფრო პრო-ისლამურ პოზიციაზე, და ყოველ შემთხვევაში საჯარო განცხადებებში, ემხრობა [[წარმომადგენლობითი დემოკრატია|საპარლამენტო დემოკრატიას]]. ზოგიერთი მეცნიერი ეჭვობს პარტიის გულწრფელობასა და სანდოობაში, და ფიქრობენ, რომ პარტია კვლავ აგრძელებს [[ფაშიზმი|ფაშისტურ]] იდეოლოგიას, უფრო ზომიერი და პრო-დემოკრატიული ფასადით. მიუხედავად ამისა, ნმპ-ს ზომიერმა პოზიციამ, გაზარდა პარტიის ამომრჩევლები და იგი გახდა ქვეყნის მესამე ძლიერი პარტია,<ref>{{Cite book |first1=Peter |last1=Davies |first2=Paul |last2=Jackson |title=The Far Right in Europe: An Encyclopedia |publisher=Greenwood |year=2008 |page=358}}</ref> რომელიც 2007 წლიდან მუდმივად წარმოდგენილია ეროვნულ ასამბლეაში.
 
=== ქურთული პარტიის ოპონირება ===
იდეოლოგიური განსხვავებების გამო, ნმპ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნებისმიერი ფორმით დიალოგს, მემარცხენე ქურთული ეროვნული „ხალხების დემოკრატიულ პარტიასთან“ (HDP). ამის მაგალითია ის ფაქტი, რომ 2015 წლის ივნისს-ივლისში პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნების დროს, მას შემდეგ, რაც HDP გამოაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერენ რესპუბლიკური პარტიის (CHP) კანდიდატ დენიზ ბაიქალს, ნმპ-მ გამოაცხადა, რომ არცერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს და ცარიელი ბიულეტენები ჩაყარეს ურნაში. ნმპ-მ ასევე გამორიცხა რაიმე პერსპექტივა კოალიციური მთავრობისა, სადაც შესული იქნება HDP-ს წევრებიც, ბაჰჩელიმ ასევე უარი განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერის ქემალ ქილიჩდაროღლუს შემოთავაზებაზე, რომელიც მას ასეთ კოალიციაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას თავაზობდა.<ref>{{cite web|url=http://t24.com.tr/haber/kilicdaroglundan-bahceliye-akpnin-koltuk-degnekcisi,301539|title=Kılıçdaroğlu'ndan Bahçeli'ye: AKP'nin koltuk değnekçisi!|publisher=}}</ref> ნმპ-ს ლიდერის მოადგილემ, ჯელალ ადანმა განაცხადა, რომ თუნდაც მათი პარტიის სახელის ხსენება იგივე ტექსტში HDP-სთან ერთად, ჩაითვლება ნმპ-სთვის შეურაცყოფად.<ref>{{cite web|url=https://www.cihan.com.tr/tr/partimiz-ile-hdpnin-ayni-cumle-icinde-kullanilmasini-bile-zul-sayariz-1806290.htm|title='Partimiz ile HDP'nin aynı cümle içinde kullanılmasını bile zul sayarız'|publisher=}}</ref>
 
==სქოლიო==