ბაბილონის გოდოლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ბაბილონის გოდოლი''' — ძველი ებრაული მითის თანახმად, მსოფლიო წარღვნის შემდეგ ადამიანებმა განიზრახეს სენაარის მიწაზე ([[მესოპოტამია]]) ქალაქისა და ისეთი კოშკის აშენება, რომელიც ცას მისწვდებოდა. ადამიანის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა აურია მათ ენა და გაფანტა მთელ დედამიწაზე. დაუმთავრებელ ქალაქს ეწოდა [[ბაბილონი]] (სახელწოდებას ლეგენდა უკავშირებს ძველ ებრაულ სიტყვას ბალალ — არევას). მითში თავისებურად აისახა ბაბილონის ზიქურათების (სატაძრო-რელიგიური დანიშნულების გიგანტური შენობები) მშენებლობა და მასში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მონაწილეობა. გადატანით — უწესრიგოდ მოფუსფუსე ბრბო, აურზაური, არეულობა.
 
[[ბიბლია|ბიბლიური]] გადმოცემით ბაბილონის კოშკი უზარმაზარი ნაგებობა იყო (დაბ. 11:1—9). ძველი ბაბილონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ნანგრევებში აღმოაჩინეს რამდენიმე [[ზიკურათი]], ანუ საფეხურებად აგებული საკულტო კოშკი. აქედან ერთ-ერთი იყო ეთემენანქის ზიკურათი, რომელიც ბაბილონის გალავნის შიგნით იყო მოქცეული. ასეთ ტაძრებთან დაკავშირებულ ძველ ჩანაწერებში ხშირად ვხვდებით სიტყვებს: „მისი წვერი ცას მისწვდება“. მეფე [[ნაბუქოდონოსორ I|ნაბუქოდონოსორს]] ერთხელ უთქვამს: „ეთემენანქში მე აღვმართე საფეხურებიანი კოშკის თხემი, რათა მისი წვერი ცას უსწორდებოდეს“. ერთი ფრაგმენტი ასეთი ზიკურათის დანგრევას შემდეგი სიტყვებით გვაუწყებს: „ამ ტაძარმა ღმერთები გაანაწყენა. მათ ერთ ღამეში დასცეს ეს ნაგებობა, მთელი მიწის პირზე გაფანტეს [მშენებლები] და ენა აურიეს, რათა შეეჩერებინათ მშენებლობა“*.
 
„დიდი ხნის წინათ ყველა ხალხი ერთ დიდ სოფელში ცხოვრობდა და ერთ ენაზე ლაპარაკობდა“, — მოგვითხრობს [[მიანმარი|მიანმაში]] მცხოვრები ერთი მთიელთა ტომის ლეგენდა. ლეგენდის თანახმად, მათ კოშკის აშენება დაუწყიათ, მაგრამ „თანდათანობით სხვადასხვა ქცევები და წეს-ჩვეულებები შეუძენიათ და სხვადასხვა ენაზე დაუწყიათ ლაპარაკი, მერე ამდგარან და [ნელ-ნელა] მთელ დედამიწაზე გაფანტულან“. მსგავსი ლეგენდები არსებობს [[აფრიკა|აფრიკაში]], აღმოსავლეთ [[აზია|აზიაში]], [[მექსიკა|მექსიკაში]] თუ სხვაგან.