ლიპარიტ IV: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: დაარსა → დააარსა using AWB
No edit summary
ხაზი 6:
[[1037]]-[[1038]] ლიპარიტ IV-ის ჩაგონებით ბაგრატ IV-ის ლაშქარი კახთა მეფის ჯართან ერთად თბილისს შემოადგა. 2 წლის ალყის შემდეგ ბაგრატ IV ლიპარიტ IV-ის უკითხავად ამირას დაუზავდა. ამით განაწყენებული ლიპარიტ IV საბოლოოდ გაუორგულდა მეფეს, დაუკავშირდა [[ბიზანტია | ბიზანტიას]], რომელმაც მალე იგი დამხმარე ლაშქრით, დიდძალი ფულითა და საქართველოს სამეფო ტახტის მაძიებელი დემეტრე გიორგის ძის თანხლებით ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ გამოგზავნა. ლიპარიტ IV-მ ალყა შემოარტყა სამეფო ციხე ატენს, მაგრამ შემდეგ საქმე გართულდა და იგი ბაგრატ IV-ს დაუზავდა. მეფემ ლიპარიტ IV-ს ქართლის ერისთავობა უბოძა, მაგრამ ლიპარიტ IV აგრესიული ბიზანტიის აგენტი იყო და ფარულად თუ აშკარად საქართველოს გაერთიანება-გაძლიერებას ებრძოდა. მან ერთ-ერთი ბრძოლის დროს გამოიხსნა ბაგრატ IV-თან მძევლად მყოფი თავისი შვილი [[ივანე ლიპარიტის ძე|ივანე]], შემდეგ [[სასირეთის ჭალა]]ში [[სასირეთის ბრძოლა|ბრძოლისას]] მეფე დაამარცხა კიდეც. [[1048]] ლიპარიტ IV მონაწილეობდა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში ბიზანტიის მხარეზე . [[თურქები|თურქებმა]] სძლიეს ბიზანტიელებს, ლიპარიტ IV კი ტყვედ ჩავარდა. [[1051]] იგი გაათავისუფლეს ტყვეობიდან და საქართველოში დაბრუნდა. აქ ბიზანტიის მხარდაჭერით კვლავ მომძლავრდა.
 
[[1054]] ბიზანტიის კეისრის მოთხოვნით ლიპარიტ IV მთელი სამხრეთ საქართველოს მთავარი გახდა. [[1058]] მეფის ერთგულმა მესხმა აზნაურებმა [[სულა კალმახის ერისთავი |სულა კალმახის ერისთავის]] მეთაურობით შეიპყრეს ლიპარიტ IV და მიჰგვარეს მეფეს, რომელმაც ორგული ფეოდალი იძულებით ბერად შეაყენა. ამის შემდეგ ბერი ანტონი (ლიპარიტყოფილი) ბიზანტიაში გადაიხვეწა. მოღვაწეობდა შავ მთაზე, სადაც, სავარაუდოდ, დააარსა [[ბარლაამის მონასტერი|წმ. ბარლაამის ქართველთა მონასტერი]] და იყო მისივე წინამძღვარი 1060–1064 წლებში. მხარს უჭერდა ათონის მთაზე მოღვაწე [[გიორგი მთაწმინდელი|გიორგი მთაწმინდელს]], რის გამოც მისთვის აღაპი დაუწესებიათ. ლიპარიტ IV ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. შემორჩენილია მისი ზოგიერთი თხზულება. [[მატიანე ქართლისაჲ|„მატიანე ქართლისაჲ-ს“]] ცნობით, ლიპარიტ IV გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში, საიდანაც საქართველოში ჩამოუსვენებიათ და [[კაცხი (ჭიათურის ჭიათურის მუნიციპალიტეტი)|კაცხში]] დაუკრძალავთ.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლიპარიტ_IV“-დან