გაიუს მარიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 8:
[[ძვ. წ. 120]] წელს მარიუსი [[კვინტუს ცეცილიუს მეტელუსი]]ს დახმარებით [[ტრიბუნი|სახალხო ტრიბუნად]] აირჩიეს. როგორც ტრიბუნმა მან შეიტანა ხმის მიცემის ახალი კანონი, რომლითაც მდიდრებს არჩევნების პროცესზე ნაკლები გავლენა ექნებოდათ. მისი პოლიტკა ძმები გრაქხუსების პოლიტიკას მისდევდა. მის წინააღმდეგ [[კონსული]] [[კოტა]] გამოვიდა, რომელმაც მარიუსი სენატში დაიბარა საქმის განსახილველად. [[რომის სენატი|სენატში]] მარიუსი თავისი მხრიდან დაემუქრა კოტას ციხით. კოტამ მეტელუსთან იჩივლა, და ეს უკანასკნელი დაეთანხმა მას. მარიუსმა ამის პასუხად მეტელუს [[ლიქტორი|ლიქტორები]] გაუგზავნა დასაპატიმრებლად. მეტელუსმა მხარდაჭერის მოპოვება სხვა ტრიბუნებთან სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ამით მან სენატში პოპულისტის რეპუტაცია მოიპოვა. მარიუსი აქტიურად შეეწინააღმდეგა ხალხისთვის პურის დარიგებას და ამით დაიმსახურა ორივე მხარის პატივისცემა როგორც მოუდრეკელმა და პრინციპულმა ადამიანმა.
 
შემდეგ წელს მან სცადა [[ედილუსი|ედილუსად]] არჩევა, მაგრამ წარუმატებლად. ცოტა ხანში კი უკვე [[პრეტორი|პრეტორად]] არჩევა სცადა. იგი უკანასკნელი კანდიდატი იყო ვინც აირჩიეს და მაშინვე ბრალი დასდეს ამომრჩეველთა მოსყიდვაში. მიუხედავად მძიმე სასამართლო პროცესისა მარიუსი გაამართლეს. პრეტორად ყოფნისას მას მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ მას ერგო [[გარე ესპანეთი]]. იმ დროს ეს საკმაოდ ველური რეგიონი იყო. მარიუსმა იგი გაწმინდა ყაჩაღებისგან. ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ, დაახ. [[ძვ. წ. 110]] წელს, მან ცოლად [[იულია]], სენატორ [[გაიუს იულიუს კეისარი (უფროსი)|გაიუს იულიუს კეისარის]] და მოიყვანა ცოლად, რომელიც ძველი პატრიციული გვარის წარმომადგენელი იყო.
 
მარიუსის მტკიცე ხასიათზე მეტყველებს ისიც თუ როგორ გადაიტანა მან ქირურგიული ოპერაცია. მას ვენების გაფართოება ჰქონდა, ოპერაციის გაკეთების წინ მან არ მისცა ექიმს მისი დაბმის უფლება. როდესაც ოპერაცია ერთ ფეხზე ისე დასრულდა რომ მარიუსს კვენაც არ დასცდენია და ექიმმა მეორე ფეხზე გადასვლა დააპირა, მარიუსმა გააჩერა იგი და თქვა ”როგორც ჩანს განკურნება არ მიღირს ტკივილად”.{{სქოლიო|2|ოპერაცია}}
 
 
{{ისტორია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გაიუს_მარიუსი“-დან