შესწორებული იულიუსის კალენდარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''შესწორებული იულიუსის კალენდარი''', '''შესწორებული იულიანური კალენდარი''', აგრეთვე ცნობილი '''მილანკოვიჩის კალენდრის''' სახელით — კალენდარი, რომელიც შემუშავებულია [[სერბები|სერბი]] მეცნიერის [[მილუტინ მილანკოვიჩი]]ს მიერ [[1923]] წელს. შესწორებული იულიუსის კალენდარი დაფუძნებულია [[იულიუსის კალენდარი|იულიუსის კალენდარზე]] და მხოლოდ მცირედით განსხვავდება [[გრიგორიანული კალენდარი|გრიგორიანული კალენდრისაგან]], თუმცა ამ უკანასკნელთან შედარებით დაახლოებით ათჯერ უფრო ზუსტად შეესაბამება [[ასტრონომიული წელიწადი|ასტრონომიულ წელიწადს]]. დღემდე შექმნილ კალენდარულ სისტემებს შორის შესწორებული იულიუსის კალენდარი ყველაზე ზუსტია.
 
გრიგორიანული კალენდრისაგან განსხვავებით, შესწორებულ იულიანურ კალენდარს აკლდება არა სამი დღე ყოველ ოთხას წელიწადში, არამედ შვიდი დღე ყოველ ცხრაას წელიწადში. 900-წლიანი კალენდარული პერიოდი შეიცავს 682 წელიწადს 365 დღით და 312218 [[ნაკიანი წელიწადი|ნაკიან წელიწდს]] 366 დღით, შესაბამისად 900-წლიან პერიოდში ჯამში 328 718 დღეა. 2800 წლამდე შესწორებული იულიუსის კალენდარი და [[გრიგორიანული კალენდარი]] ერთმანეთის იდენტურია, თარიღები ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. 2800-დან 5600 წლამდე ზოგიერთ საუკუნეში შესწორებული იულიუსის კალენდარი მხოლოდ ერთი დღით უსწრებს გრიგორიანულ კალენდარს.
 
<math>365{,}24222 = 365 + 0{,}25 - 0{,}01 + 0{,}00222 = 365 + \frac{1}{4} - \frac{1}{100} + \frac{2}{900} = 365 \frac{218}{900}.</math>