უილიამ უოლესი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: დაემატა/გასწორდა კატეგორია
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:William wallace.jpg|მინი|უილიამ უოლესი]]
'''სერ უილიამ უოლესი''' (William Wallace; დ. დაახ.[[1270]], [[პეიზლი]], [[შოტლანდია]] ― გ. [[23 აგვისტო]], [[1305]], [[ლონდონი]], სიკვდილით დასჯა) — [[შოტლანდიელები|შოტლანდიელი]] რაინდი, რომელიც სათავეში ედგა ინგლისური ოკუპაციის წაწინააღმდეგო მოძრაობას [[შოტლანდიის დამოუკიდებლობისათვის ომი]]ს დროს. იგი შოტლანდიის ისტორიაში უდიდეს გმირადაა მიჩნეული.
 
== ბიოგრაფია ==
უილიამ უოლესი ღარიბი შოტლანდიელი რაინდის სერ მალკოლმ უოლესის, ლორდ ჯეიმს სტიუარტის ვასალის უმცროსი ვაჟი იყო. 1296 წელს ინგლისის მეფე ედუარდ I გრძელფეხება შოტლანდიაში შეიჭრა და ეყრდნობოდა რა პროინგლისური პარტიის ბარონების მხარდაჭერას, დაიპყრო მთელი ქვეყანა. შოტლანდიის კანონიერი მეფე იოან ბალიოლი იძულებული გახდა უარი ეთქვა ტახტზე და ქვეყანა ედუარდ გრძელფეხებასთვის ჩაებარებინა. ინგლისურმა გარნიზონებმა დაიკავეს შოტლანდიური ქალაქები და ციხე-სიმაგრეები, ხოლო ედუარდის ბარონებმა ახალი გადასახადები დააწესეს შოტლანდიელ ხალხს. უკვე 1297 წელს რამდენიმე ადგილზე აჯანყება დაიწყო ინგლისური ოკუპაციის წინააღმდეგ. ჩრდილოეთში ამბოხს ენდრიუ მორეი მეთაურობდა, სამხრეთში უილიამ უოლესი. მიუხედავად იმისა, რომ აჯანყება იოან ბალიოლის რესტავრაციისთვის მიზნით მიმდინარეობდა, უოლესს პირველ ეტაპზე რობერტ ბრუსი, ჯეიმს სტიუარტი და მეფის მოწინააღმდეგე სხვა ბარონები შეუერთდნენ. ამბოხი მალე ნაციონალურ მოძრაობად იქცა. 1297 წლის 11 სექტემბერს სტერლინგის ხიდთან უოლესის ძალებმა მთლიანად გაანადგურეს ინგლისელთა ჯარი, რომელიც აჯანყების ჩასახშობად იყო გამოგზავნილი. ამ ბრძოლაში უოლესმა დაკარგა თავისი ერთადერთი ერთგული თანამებრძოლი, ენდრიუ მორეი, რომელსაც არც პოლიტიკური და არც ფინანსური ინტერესი არ ამოძრავებდა და იბრძოდა როგორც ჭეშმარიტი პატრიოტი. ქვეყნის დიდი ნაწილი განთავისუფლდა. შოტლანდიელმა ბარონებმა უილიამ უოლესი შოტლანდიის მცველად აირჩიეს. უოლესმა უდიდესი პოპულარობა და გავლენა მოიპოვა დაბალი ფენის ხალხისგან შემდგარ მოხალისე ჯარში, რომელიც სტერლინგის შემდეგ მხოლოდ მას ემორჩილებოდა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უილიამ_უოლესი“-დან