ტიტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
clean up using AWB
ხაზი 46:
მიუხედავად ამისა, პეტრონმა მაინც მოახერხა საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება უაღრესად მდიდარ ტერტულაზე დაქორწინებით, რომლის ქონებამაც უზრუნველყო პეტრონის ვაჟისა და ტიტუსის პაპის, ტიტუს ფლავიუს საბინუსის აღმასვლა.<ref name="jones-domitian-2">Jones (1992), გვ. 2</ref> საბინუსმა, თავის მხრივ, დააგროვა ქონება და აზიაში გადასახადების ამკრეფად, ჰელვეტიაში კი ბანკირად მსახურობისას, სავარაუდოდ, მხედრის სტატუსიც მოიპოვა. ვესპასია პოლაზე დაქორწინებით იგი დაუკავშირდა ბევრად პრესტიჟულ პატრიციულ ვესპასიას გვარს (''gens Vespasia''), რამაც განაპირობა მისი ვაჟების, ტიტუს ფლავიუს საბინუსისა და ვესპასიანეს სენატორულ რანგამდე აღზევება.<ref name="jones-domitian-2"/>
 
ვესპასიანეს პოლიტიკური კარიერა მოითვლიდა [[კვესტორი]]ს, [[ედილი]]სა და [[პრეტორი]]ს თანამდებობებს, ამ ყოველივეს დაგვირგვინებას კი [[51]] წელს მისი [[კონსული|გაკონსულება]] წარმოადგენდა. მისი კონსულობის წელს დაემთხვა დომიციანეს დაბადება. როგორც სამხედრო მეთაურმა, მან ადრევე მოიპოვა სახელი 43 წელს ბრიტანეთში შეჭრაში მონაწილეობით.<ref>Jones, (1992), გვ. 8</ref> ტიტუსის ცხოვრების ადრეული პერიოდის შესახებ ბევრი არაფერია ჩვენთვის ცნობილი. აქამდე მოღწეული ინფორმაციაც სვეტონიუსის ნაშრომია, რომელიც გადმოგვცემს, რომ მომავალი იმპერატორი საიმპერატორო კარზე, [[ბრიტანიკუსი|ბრიტანიკუსთან]], [[კლავდიუსი]]ს ვაჟთან ერთად აღიზარდა.<ref name="suetonius-titus-2">[[Suetonius]], ''[[On the Life of the Caesars|The Lives of Twelve Caesars]]'', Life of Titus [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Titus*.html#1 2]</ref>
 
გადმოცემა იმასაც კი გვამცნობს, რომ „ის სასმელი, რომლისგანაც ბრიტანიკუსი დაიღუპა და იქვე იდგა, ტიტუსმაც გასინჯა“.<ref name="suetonius-titus-2"/> მისი განათლების შესახებ დამატებითი ცნობები არასაკმარისია, თუმცა, როგორც ჩანს, მან ადრევე გამოავლინა მიდრეკილება სამხედრო ხელოვნებისადმი და ნიჭიერი პოეტი და ორატორი იყო როგორც ბერძნულ, ისე ლათინურ ენაში.<ref>[[Suetonius]], ''[[On the Life of the Caesars|The Lives of Twelve Caesars]]'', Life of Titus [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Titus*.html#3 3]</ref>
ხაზი 59:
=== იუდეის კამპანია ===
[[Image:First century Iudaea province.gif|thumb|250px|იუდეის პროვინცია I საუკუნეში.]]
[[66]] წელს [[იუდეა (რომის პროვინცია)|იუდეის პროვინციაში]] [[რომის იმპერია|რომის]] წინააღმდეგ აჯანყებამ იფეთქა. ამავე წელს ამბოხებულებმა ბეთ-ჰორონის ბრძოლაში დაამარცხეს სირიის ლეგატი კესტიუს გალუსი და აიძულეს იგი [[იერუსალიმი]]დან უკან დაეხია.<ref>[[Josephus]], ''[[Theიუდეველთა Wars of the Jews]]ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book II#Chapter 19|II.19.9]]</ref> პრო-რომაული ორიენტაციის მქონე მეფე აგრიპა II და მისი და ბერენიკა ქალაქ გალილეაში გაიქცნენ, სადაც მოგვიანებით რომაელებს ჩაბარდნენ.<ref name="ReferenceA">[[Josephus]], ''[[Theიუდეველთა Wars of the Jews]]ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book III#Chapter 1|III.1.2]]</ref>
 
[[რომის იმპერატორი|იმპერატორმა]] [[ნერონი|ნერონმა]] აჯანყების ჩახშობა [[ვესპასიანე]]ს დაავალა. იგი დაუყოვნებლივ გაგზავნეს რეგიონში მეხუთე და მეათე ლეგიონებთან ერთად.<ref name="ReferenceA"/> მოგვიანებით, პტოლემაისთან მას ტიტუსიც შეუერთდა მეთხუთმეტე ლეგიონთან ერთად.<ref name="josephus-wars-iii-4-2">Josephus, ''The War of the Jews'' [[wikisource:The War of the Jews/Book III#Chapter 4|III.4.2]]</ref> რომაელებმა, რომელთა არმიაც 60 000 პროფესიონალ ჯარისკაცს მოითვლიდა, გადაწყვიტეს გალილეის გასწვრივ გაეწმინდათ გზა და იერუსალიმისაკენ დაძრულიყვნენ.<ref name="josephus-wars-iii-4-2"/>
ხაზი 65:
ომის ისტორია დეტალურად აქვს აღწერილი ებრაული წარმოშობის რომაელ ისტორიკოსს [[იოსებ ფლავიუსი|იოსებ ფლავიუსს]] თავის ნაშრომში ''ებრაელთა ომები''. ფლავიუსი ქალაქ იოდაფტის მმართველად მსახურობდა, როდესაც 67 წელს რომის არმია გალილეაში შეიჭრა. 47 დღიანი დამაუძლურებელი ალყის შემდეგ ქალაქი დაეცა. სავარაუდო შეფასებით, მოკლეს 40 000 მცხოვრები.
 
რამდენიმე ჯგუფურ თვითმკვლელობას გადარჩენილი იოსები ვესპასიანეს დანებდა და პატიმარი გახდა. მოგვიანებით, მან დაწერა, რომ რომაელები მიმდინარე აჯანყების შესახებ ცნობებით მოამარაგა.<ref>[[Josephus]], ''[[Theიუდეველთა Wars of the Jews]]ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book III#Chapter 8|III.8.8]]</ref> 68 წლისათვის იუდეის მთელი სანაპირო და ჩრდილოეთი ნაწილი რომის არმიამ დაიპყრო. მან დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვა ტარიქეისა და გამალის ბრძოლებში, რომელთა დროსაც ტიტუსმა თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა სარდალმა.<ref name="suetonius-titus-4"/><ref>[[Josephus]], ''[[Theიუდეველთა Wars of the Jews]]ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book III#Chapter 10|III.10]]</ref>
 
==== ოთხი იმპერატორის წელი ====
[[Image:Roman Empire 69.svg|thumb|350px|რომის იმპერიის რუკა ოთხი იმპერატორის წელს. ლურჯი ფერით აღნიშნულია ვესპასიანესა და გაიუს ლიცინიუს მუციანუსის ერთგული პროვინციები.]]
უკანასკნელი და ყველაზე გამაგრებული ქალაქი, რომელსაც ამბოხებულები ფლობდნენ [[იერუსალიმი]] იყო. [[ნერონი]]ს სიკვდილის ამბავმა კამპანია მოულოდნელად შეაჩერა.<ref name="josephus-wars-iv-9-2">[[Josephus]], ''[[Theიუდეველთა Wars of the Jews]]ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book IV#Chapter 9|IV.9.2]]</ref> თითქმის ამავდროულად [[რომის სენატი|რომის სენატმა]] ესპანეთის მმართველი [[გალბა]] იმპერატორად გამოაცხადა. [[ვესპასიანე]]მ გადაწყვიტა შემდგომ ბრძანებებს დალოდებოდა და ტიტუსი ახალ პრინცეპსთან მისასალმებლად გაგზავნა.<ref>[[Tacitus]], ''[[Histories (Tacitus)|Histories]]'' [[wikisource:The Histories (Tacitus)/Book 2#1|II.1]]</ref>
 
იტალიაში ჩასვლამდე ტიტუსმა შეიტყო, რომ გალბა მოკლეს და იმპერატორის ტახტი ლუზიტანიის მმართველმა, [[ოტონი|ოტონმა]] დაიკავა, ხოლო [[ვიტელიუსი]] გერმანიაში მყოფ თვის არმიასთან ერთად დედაქალაქზე წასასვლელად ემზადებოდა ოტონის ჩამოგდების განზრახვით. რადგანაც არ სურდა ერთ ან მეორე მხარეს მძევლად ჩავარდნოდა, ტიტუსმა რომისაკენ მგზავრობა შეწყვიტა და მამასთან იუდეაში დაბრუნდა.<ref name="tacitus-histories-ii-2">[[Tacitus]], ''[[Histories (Tacitus)|Histories]]'' [[wikisource:The Histories (Tacitus)/Book 2#2|II.2]]</ref> ამასობაში [[ბედრიაკუმის ბრძოლა|ბედრიაკუმის პირველ ბრძოლაში]] ოტონი დამარცხდა და თავი მოიკლა.<ref>[[Tacitus]], ''[[Histories (Tacitus)|Histories]]'' [[wikisource:The Histories (Tacitus)/Book 2#41|II.41–49]]</ref>
 
როდესაც რომში მიმდინარე ამბებმა [[იუდეა (რომის პროვინცია)|იუდეისა]] და [[ეგვიპტე (რომის პროვინცია)|ეგვიპტის]] პროვინციების არმიებამდე მიაღწია, მათ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეს და [[69]] წლის 1 ივლისს ვესპასიანე იმპერატორად გამოაცხადეს.<ref>[[Josephus]], ''[[Theიუდეველთა Wars of the Jews]]ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book IV#Chapter 10|IV.10.4]]</ref> ეს უკანასკნელი დათანხმდა და ტიტუსის მიერ წარმოებული მოლაპარაკებების საშუალებით შეუკავშირდა გაიუს ლიცინიუს მუციანუსს, სირიის მმართველს.<ref>[[Tacitus]], ''[[Histories (Tacitus)|Histories]]'' [[wikisource:The Histories (Tacitus)/Book 2#5|II.5]]</ref> იუდეისა და სირიის ლეგიონებისაგან შემდგარი მძლავრი არმია მუციანუსის მეთაურობით რომისაკენ დაიძრა. ამასობაში ვესპასიანე ალექსანდრიაში მოგზაურობდა, ებრაელთა ამბოხების ჩახშობის მეთაურობა კი ტიტუსს დაავალა.<ref>[[Josephus]], ''[[Theიუდეველთა Wars of the Jews]]ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book IV#Chapter 11|IV.11.1]]</ref><ref>[[Tacitus]], ''[[Histories (Tacitus)|Histories]]'' [[wikisource:The Histories (Tacitus)/Book 2#82|II.82]]</ref> 69 წლის ბოლოსთვის ვიტელიუსის ძალები დამარცხდნენ და 21 დეკემბერს სენატმა ვესპასიანე ოფიციალურად გამოაცხადა იმპერატორად. ამით დასრულდა [[ოთხი იმპერატორის წელი]]ც.<ref>[[Tacitus]], ''[[Histories (Tacitus)|Histories]]'' [[wikisource:The Histories (Tacitus)/Book 4#3|IV.3]]</ref>
 
==== იერუსალიმის ალყა ====
{{მთავარი სტატია|იერუსალიმის ალყა (70)}}
[[Image:Francesco Hayez 017.jpg|thumb|250px|''იერუსალიმის ტაძრის განადგურება'', ფრანჩესკო ჰაიეცი, ზეთი და ტილო, 1867. ნახატზე ასახულია რომაული არმიის მიერ მეორე ტაძრის დანგრევა და ძარცვა.]]
ამასობაში თავად იერუსალიმში გამაგრებულ ამბოხებულებს შორის დაიწყო სამოქალაქო ომი, რამაც მათი მრავალ დაჯგუფებად გაყოფა გამოიწვია. სიკარიუსებმა მენაჰემ ბენ-იუდას მეთაურობით დიდხანს გაძლეს, ზელოტები კი ელეაზარ ბენ-სიმონის მეთაურობით, საბოლოოდ, გალილეელი ლიდერის, იოანე გისკალელის გავლენის ქვეშ მოექცნენ. კიდევ ერთმა ჩრდილოელმა მეამბოხემ, სიმონ ბარ-კოხბამ შეძლო ედომელებზე კონტროლის მოპოვება.<ref>[[Josephus]], ''[[Theიუდეველთა Wars of the Jews]]ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book V#Chapter 1|V.1.4]]</ref> ტიტუსმა ალყა შემოარტყა იერუსალიმს. რომის არმიას შეუერთდა მეთორმეტე ლეგიონი, რომელიც მანამდე კესტიუს გალუსის მეთაურობის ქვეშ დაამარცხეს აჯანყებულებმა. აგრეთვე, ვესპასიანემ ალექსანდრიიდან გამოგზავნა ტიბერიუს იულიუს ალექსანდრე, ეგვიპტის მმართველი, რომელსაც ტიტუსის თანაშემწის ფუნქცია უნდა შეესრულებინა.<ref>[[Josephus]], ''[[Theიუდეველთა Wars of the Jews]]ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book V#Chapter 1|V.1.6]]</ref>
 
ტიტუსმა ქალაქს ალყა შემოარტყა დასავლეთიდან სამი (V; XII და XV) და აღმოსავლეთიდან, ზეთისხილის მთიდან ერთი (X) ლეგიონით. მან მიზნად დაისახა მაცხოვრებელთა საკვებისა და წყლის მარაგების განადგურება, რისთვისაც პილიგრიმებს ნებას რთავდა ქალაქში შესულიყვნენ [[პასექი]]ს აღსანიშნავად, თუმცა შემდეგ უკან გამოსვლის უფლებას აღარ აძლევდა. ებრაელთა თავდასხმები გამუდმებით აწუხებდა რომაელებს. ერთ-ერთი ამგვარი იერიშის დროს ტიტუსი კინაღამ ტყვედაც კი ჩავარდა.<ref>[[Josephus]], ''[[Theიუდეველთა Wars of the Jews]]ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book V#Chapter 2|V.2.2]]</ref>
 
მას შემდეგ, რაც მოალყეებთან მოლაპარაკების იოსებისეული მცდელობები მარცხით დასრულდა, რომაელებმა განაახლეს საბრძოლო მოქმედებები და მალევე შეძლეს ქალაქის პირველი და მეორე კედლის გარღვევა.<ref>[[Josephus]], ''[[Theიუდეველთა Wars of the Jews]]ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book V#Chapter 6|V.6–V.9]]</ref> მოწინააღმდეგის დასაშინებლად ტიტუსმა ბრძანება გასცა ებრაელი დეზერტირები კედლის ირგვლივ ჯვრებზე გაეკრათ.<ref>[[Josephus]], ''[[Theიუდეველთა Wars of the Jews]]ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book V#Chapter 11|V.11.1]]</ref> ამ დროისათვის ებრაელები შიმშილით ძლიერ იყვნენ დაუძლურებულები და როდესაც რომაელებმა სუსტი მესამე კედელიც შეანგრიეს, ქუჩებში სასტიკი ბრძოლები დაიწყო.<ref>[[Josephus]], ''[[Theიუდეველთა Wars of the Jews]]ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book VI#Chapter 2|VI.2–VI.3]]</ref>
 
რომაელებმა, საბოლოოდ, დაიკავეს ანტონიას ციხე და ტაძრის კარიბჭეებზე პირდაპირი იერიშები დაიწყეს.<ref>[[Josephus]], ''[[Theიუდეველთა Wars of the Jews]]ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book VI#Chapter 4|VI.4.1]]</ref> ტიტუსი აშკარად ისწრაფვოდა რომ იუდაიზმი, როგროც რელიგია, გაენადგურებინა. მან მოითხოვა ებრაელთა ცხოველების გაჟლეტა, მამაკაცების დახოცვა, ქალების გაუპატიურება, ბავშვების დამონება და მათი ღმერთის მოკვლა. როდესაც მან საბოლოოდ შეაღწია კედლებში, მისმა ჯარისკაცებმა იერიში მიიტანეს ყველაზე — კაცებზე, ქალებზე, ბავშვებზე. მათზე ვინც რომის ერთგული იყო და მათზეც ვინც არ იყო. ქალაქი ცეცხლის ალში გაეხვია. ჯოჯხეთის ღრიალს შეუერთდა აგონიის კივილი, როდესაც რომაელებმა ამბოხებულთა დევნისას პირდაპირი მნიშვნელობით გადათელეს ცხედრები, გაიარეს ზედა და ქვედა ქალაქი, სანამ არ მიაღწიეს ტაძარს, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს და ფერფლად აქციეს. მას შემდეგ, რაც ხანძარმა იკლო, ტიტუსმა გასცა ბრძანება მიწასთან გაესწორებინათ ისიც, რაც ქალაქიდან დარჩა. იმ მიზნით, რომ აღარავის ხსომებოდა სახელი იერუსალიმი.<ref>[[Sulpicius Severus]], ''Chronicles'' [http://www.thelatinlibrary.com/sulpiciusseveruschron2.html II].30.6–7. For [[Tacitus]] as the source, see {{Cite journal|author=T.D. Barnes |date=July 1977 |title=The Fragments of Tacitus' ''Histories'' |journal=Classical Philology |volume=72 |issue=3 |pages=224–231, pp. 226–228 | doi = 10.1086/366355}}</ref> ტაძარი დაანგრიეს, რის შემდეგაც ჯარისკაცებმა ტიტუსი გამარჯვებისათვის პატივის მისაგებად ''იმპერატორად'' გამოაცხადეს.<ref>[[Josephus]], ''[[Theიუდეველთა Wars of the Jews]]ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book VI#Chapter 6|VI.6.1]]</ref>
 
იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს, მისი მოსახლეობის უმეტესობა კი დახოცეს ან გადაასახლეს. იოსებ ფლავიუსი ამტკიცებს, რომ ალყას 1 100 000 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან უმეტესობა ებრაელი იყო.<ref name="josephus-wars-vi-9">[[Josephus]], ''[[Theიუდეველთა Wars of the Jews]]ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book VI#Chapter 9|VI.9.3]]</ref> 97 000 დაატყვევეს და მონებად აქციეს. მათ შორის იყვენენ სიმონ ბარ-კოხბა და იოანე ჯიში.<ref name="josephus-wars-vi-9"/> მრავალი ებრაელი ხმელთაშუაზღვისპირეთში გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, უარი თქვა გამარჯვების გვირგვინის მიღებაზე და ამტკიცებდა, რომ მას გამარჯვება თავად არ მოუპოვებია, არამედ უბრალოდ ინსტრუმენტი იყო, რომლის საშუალებითაც მათმა ღმერთმა თავისი რისხვა გამოავლინა ებრაელი ხალხის მიმართ.<ref>[[Philostratus]], ''The Life of Apollonius of Tyana'' [http://www.livius.org/ap-ark/apollonius/life/va_6_26.html#%A729 6.29]</ref>
 
იოსებ ფლავიუსის მიხედვით, ტაძრის განადგურების მომენტისათვის ებრაელთა დიასპორა არსებობდა პართიაში (ირანი), ბაბილონში (ერაყი), არაბეთში, აგრეთვე, ზოგიერთი მათგანი ცხოვრობდა ევფრატს მიღმა და ადიაბენეში (ქურთისტანი).<ref>{{PACEJ|text=JW|bookno=1|NorN=W|Wchapter=1|chunkid=5}}</ref>
ხაზი 93:
[[Image:Arch of Titus Menorah.png|thumb|300px|ტიტუსის ტრიუმფი იუდეველთა ომის შემდეგ რომში ტიტუსის თაღით აღნიშნეს. მასზე გსამოსახულია ტაძრიდან მოტაცებული საგანძური, მათ შორის მენორა და იერიქონის საყვირები.]]
[[File:Torso di doriforo di policleto con ritratto di tito, 79-81 dc..JPG|thumb|upright|პოლიკლეიტოსის ''დორიფოროსის'' მიხედვით შექმნილი ტიტუსის ქანდაკება. 79-81 წწ. ვატიკანის მუზეუმები.]]
რადგანაც ზამთარში იტალიაში გამგზავრება ვერ შეძლო, ტიტუსმა კესარია მარიტიმასა და ბერიტუსში თამაშები გამართა, შემდეგ კი ევფრატზე მდებარე ზეუგმაში გაემგზავრა, სადაც იგი პართიის მეფე [[ვოლოგეზ I (პართია)|ვოლოგეზ I-მა]] გვირგვინით დაასაჩუქრა. [[ანტიოქია]]ში სტუმრობისას ტიტუსმა ქალაქში ებრაელთა ტრადიციული უფლებები დაადასტურა.<ref>[[Josephus]], ''[[Theიუდეველთა Wars of the Jews]]ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book VII#Chapter 3|VII.3.1]], [[wikisource:The War of the Jews/Book VII#Chapter 5|VII.5.2]]</ref>
 
[[ალექსანდრია|ალექსადრიისაკენ]] მიმავალ გზაზე იგი მემფისში შეჩერდა რათა პატივი მიეგო ღვთაებრივი ხარი [[აპისი]]სათვის. [[სვეტონიუსი]]ს თანახმად, ამან ერთგვარი შიში გამოიწვია: ცერემონია ტიტუსის მიერ გვირგვინის ტარებას საჭიროებდა, რომაელები კი ამ ნივთს მონარქიასთან აკავშირებდნენ; ტიტუსის ლეგიონების მიმდევრებს კი უკვე აწუხებდათ შიში, რომ იგი შესაძლოა მამის წინააღმდეგ აჯანყებულიყო. ტიტუსი სწრაფად დაბრუნდა რომში, რაც, როგორც სვეტონიუსი ამბობს, მის ქცევასთან დაკავშირებით გაჩენილი ჭორების გაქარწყლებას ემსახურებოდა.<ref>[[Suetonius]], ''[[On the Life of the Caesars|The Lives of Twelve Caesars]]'', Life of Titus [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Titus*.html#5 5]</ref>
 
[[71]] წელს რომში ჩასვლის შემდეგ ტიტუსი ტრიუმფით დაჯილდოვდა.<ref>[[Cassius Dio]], ''[[Cassius Dio#Roman History|Roman History]]'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/65*.html#6 LXV.6]</ref> [[ვესპასიანე]]სა და [[დომიციანე]]ს თანხლებით იგი ქალაქში შევიდა და უხვი მსვლელობით, რომელიც ომში მოპოვებულ საგანძურსა და ტყვეებს მოიცავდა, ენთუზიაზმით მიესალმა რომის მოსახლეობას. როგორც [[იოსებ ფლავიუსი]] აღწერს, რომ პროცესიისას გზაზე დიდი რაოდენობით ოქრო და ვერცხლი გაატარეს, რასაც მიჰყვებოდნენ ებრაელი ტყვეები და ბოლოს, იერუსალიმის ტაძრის საგანძური [[მენორა]]სა და [[თორა]]ს ჩათვლით.<ref>[[Josephus]], ''[[Theიუდეველთა Wars of the Jews]]ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book VII#Chapter 5|VII.5.5]]</ref> სიმონ ბარ-კოხბა რომის ფორუმზე სიკვდილით დასაჯეს, რის შემდეგაც იუპიტერის ტაძართან რელიგიური მსხვერპლშეწირვების შემდეგ პროცესია დასრულდა.<ref>[[Josephus]], ''[[Theიუდეველთა Wars of the Jews]]ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book VII#Chapter 5|VII.5.6]]</ref> ტიტუსის თაღი, რომელიც ფორუმის ერთ-ერთ შესასვლელში დგას, მისი გამარჯვების ხსოვნას უკვდავყოფს.
 
მას შემდეგ, რაც ვესპასიანე იმპერატორად გამოცხადდა, ტიტუსმა და მისმა ძმამ, დომიციანემ, სენატისაგან ''კეისრის'' ტიტულები მიიღეს.<ref>[[Cassius Dio]], ''[[Cassius Dio#Roman History|Roman History]]'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/65*.html#1 LXV.1]</ref> გარდა იმისა, რომ მამასთან ტრიბუნის ხელისუფლებას იყოფდა, ტიტუსი ვესპასიანეს ზეობის პერიოდში შვიდჯერ იყო რომის კონსული<ref name="suetonius-titus-6">[[Suetonius]], ''[[On the Life of the Caesars|The Lives of Twelve Caesars]]'', Life of Titus [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Titus*.html#6 6]</ref> და მამამისის თანაშემწის როლსაც ასრულებდა, როდესაც სენატში მისი სახელით გამოდიოდა.<ref name="suetonius-titus-6"/> რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, იგი [[პრეტორიანელები]]ს პრეფექტად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან იმპერატორის მიმართ მათი ერთგულება უზრუნველყო და კიდევ უფრო გაამყარა ვესპასიანეს, როგორც კანონიერი მმართველის მდგომარეობა.<ref name="suetonius-titus-6"/>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტიტუსი“-დან