ბეწვიანი მამონტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: clean up, removed: {{Link FA|en}} using AWB
No edit summary
ხაზი 18:
}}
'''ბეწვიანი მამონტი''' ({{lang-la|Mammuthus primigenius}}) — ამომწყდარი [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარი ცხოველი]] [[სპილოსებრნი|სპილოსებრთა]] ოჯახისა. სიდიდით თანამედროვე [[სპილო]]ს არ აღემატებოდა, მაგრამ უფრო მასიური იყო (სიმაღლე 2,5-3,5 მ, მასა 7 ტ-მდე); ჰქონდა მოკლე კიდურები, ხშირი და გრძელი ბეწვით დაფარული სხეული. გრძელი [[ეშვი|ეშვების]] მხოლოდ წვერები იყო დაფარული მინანქრით. ძირითადი კბილები გვირგვინი შედგებოდა თხელი და მაღალი ფირფიტებისაგან. [[ფაილი:Wooly Mammoth-RBC.jpg|left|thumb]]იკვებებოდა უხეში მცენარეული საკვებით. მამონტი დამახასიათებელია ანთროპოგენის კონტინენტური ნალექებისათვის. ცნობილია დასავლეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის შუა და ზედა პლეისტოცენიდან. მამონტი ქვის ხანის ადამიანის თანადროული ცხოველი იყო. უძველეს ადამიანთა სადგომებში ხშირად პოულობენ მის ძვლებს, კედლებზე მოხატულ სურათებსა და სკულპტურულ გამოსახულებებს. [[ციმბირი|ციმბირსა]] და [[ალასკა]]ზე ნაპოვნია მზრალ ნიადაგში დაცული 40-ზე მეტი ლეში, 1901 წელს მდინარე [[ბერიოზოვკა|ბერიოზოვკის]] პირას ნაპოვნი ეგზემპლარი გამოიკვლიეს ანატომიურად, ჰისტოლოგიურად, ბიოქიმიურად, შეისწავლეს საკვების ნარჩენები პირის ღრუში და კუჭის შიგთავსში. ჩონჩხი და ფიტული ინახება ქალაქ [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგში]] რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიურ მუზეუმში. მამონტების ეშვები ძირითადად მხატვრული ნაკეთობებისათვის გამოიყენება.
 
ფოსილური ნარჩენები ცხადყოფს, რომ მამონტები [[აზია|აზიის]], [[ევროპა|ევროპისა]] და [[ჩრდილოეთ ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკის]] ვრცელ ტერიტორიებზე ბინადრობდნენ. ევროპაში იტალია, როგორც ჩანს, ამ ცხოველების არსებობის არეალის უკიდურესი სამხრეთი იყო. [[ციმბირი|ციმბირში]] მამონტების ძვლები იმდენად დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს, რომ შუა საუკუნეებში ის ჩინეთსა და ევროპაში გაჰქონდათ.
 
[[რუსეთი|რუსმა]] მეცნიერებმა დეტალურად გამოიკვლიეს აღმოჩენილი მამონტის შინაგანი ორგანოები. ეს ცხოველი რუსეთის არქტიკულ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ რეგიონში, [[იამალ-ნენთაში]], ყინულის საფარქვეშ გაუხრწნელი იპოვეს. „მამონტებსა თუ ნებისმიერ სხვა პრეისტორიულ ცხოველებს შორის ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენახული ცხოველის გვამია“, — აღნიშნა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ [[ალექსეი ტიხონოვმა]]. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ, რომლითაც ადამიანის ორგანიზმსაც აშუქებენ, მამონტის სხეულზე არანაირი დაზიანება არ აჩვენა. მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ცხოველი, როგორც ჩანს, დაახრჩო შლამმა, რადგან მამონტის სასუნთქი გზები და საჭმლის მომნელებელი სისტემა გადაკეტილი იყო.
 
2002 წელს ციმბირში, ყინულებში იპოვეს, გადაშენებული მამონტი. სოფელ იუკაგირის მახლობლად აღმოჩენილ ამ მამონტს, რომელსაც, შესაბამისად, იუკაგირის მამონტი უწოდეს, ორი ვეება ეშვი და ნახევრად ღია თვალები ჰქონდა. თავზე მას ჯერ კიდევ ჰქონდა კანი, რომელიც ბეწვით იყო დაფარული. გამოფენაზე წარმოდგენილი ეს მამონტი კიდევ ერთი მწარე შეხსენება იყო იმისა, თუ რა საშიშროების წინაშე დგას ცხოველთა სამყარო.
 
== რესურსები ინტერნეტი==
*[https://www.youtube.com/watch?v=a2744xoqRKo Natural History Museum: "The last of the mammoths"] - three-minute video about the extinction of the woolly mammoth, presented by Adrian Lister
*[https://www.youtube.com/watch?v=GM_W6ncz-R0 National Geographic: "Mammoth tusk treasure hunt"] - two-minute video about mammoth tusk collecting in modern Siberia
 
== ლიტერატურა ==