მეჰმედ IV: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 31:
'''მეჰმედ IV''' ({{lang-ota|محمد رابع|Mehmed-i râbi‘}}, {{lang-tr|Dördüncü Mehmet, Avcı Sultan Mehmet}}; დ. [[2 იანვარი]] [[1642]] — გ. [[6 იანვარი]] [[1693]]) — [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] [[სულთანი]] [[1648]] - [[1687]] წლებში.
 
მეჰმედ IV სულთან [[იბრაჰიმ I (თურქეთი)|იბრაჰიმ I-ისა]] და მისი ცოლის [[თურჰან ჰატიჯე სულთანი|თურჰან ჰატიჯე სულთნის]] შვილია. სულთნის ტახტზე მას შემდეგ ავიდა, რაც მისი მამა [[იანიჩარები|იანიჩარებმა]] დაამხეს. მისი მცირეწლოვნობის პერიოდში ქვეყანაში სრულ ანარქიას თესავდნენ და ინტრიგების ქსელს ხლართავდნენ მისი დედა- თურჰან ჰატიჯე სულთანი და ბებია-[[ქიოსემ სულთანი]]. მათი დაპირისპირება დამთავრდა 1651 წელს, ქიოსემის მკვლელობით. ამ ინტრიგების წყალობით [[დარდანელის სრუტე]]ში ვენეციელებმა ოსმალეთის ფლოტი დაამარცხეს. ვენეციელები კონსტანტინოპოლსაც უქმნიდნენ საფრთხეს, მაგრამ ვითარება შეიცვალა, როდესაც დიდი ვეზირის სავარძელი, [[ქოფრიულიუ]]ს დიდ ვეზირთა ცნობილი გვარის ფუძემდებელმა, [[ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა]] დაიკავა. მეჰმედ-ფაშამ აბსოლუტური ძალაუფლება მიიღო იმისათვის, რომ ქვეყანაში წესრიგი და სიმშვიდე აღედგინა. ხშირად სულთნის მაგივრად გადაწყვეტილებებს სწორედ ის იღებდა.
 
სულთან მეჰმედზე გავლენა შეინარჩუნა მეჰმედ ფაშას-შვილმა, [[ქოფრიულიუ ფაზილ აჰმედ-ფაშა|ფაზილ აჰმედ ფაშამაც]], რომელიც ქვეყანას მშვიდად განაგებდა. [[ავსტრია]]სთან ომი (1663-1664) წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა [[1669]] წელს ვენეციელებს წაართვა კუნძული [[კრეტა]].
ხაზი 37:
[[1672]] წელს თვით სულთან მეჰმედის სარდლობით [[პოლონეთი|პოლონეთთან]] ომი დაიწყო. ამ ომის შედეგად პოლონეთმა ოსმალეთის იმპერიას დაუთმო [[პოდოლიე]] და [[უკრაინა|უკრაინის]] ნაწილი.
 
1676 წელს, ფაზილ აჰმედ-ფაშას გარდაცვალების შემდეგ დიდი ვეზირი გახდა [[ქარა მუსტაფა-ფაშა|მუსტაფა-ფაშა]], რომელმაც ხელი შეუწყო ოსმალეთის იმპერიის დაქვეითებას. რუსეთთან ომი ოსმალებისათვის წარუმატებელი [[ბახჩისარაის საზავო ხელშეკრულება|ზავით]] დასრულდა. ამ ხელშეკრულების მიხედვით ორ დიდ იმპერიას შორის საზღვარი გადიოდა მდინარე დნეპრზე, რაც დიდ საშიშროებას უქმნიდა ყირიმის სახანოს. ქარა მუსტაფა-ფაშას ოცნება იყო [[გერმანია|გერმანიის]] დაპყრობა. [[1683]] წელს ქარა მუსტაფა-ფაშამ [[ვენა]]ზე ლაშქრობა დაიწყო. [[კარლ IV (ლოტარინგია)|კარლ ლოთარინგიელი]] და [[იან III სობესკი|იან სობესკი]] ქალაქის დასახმარებლად მივიდნენ. ორთვიანი დაპირისპირება ოსმალეთის არმიის სრული მარცხით დასრულდა. სულთნის ბრძანებით [[1683]] წელს მუსტაფა-ფაშა [[ბელგრადი|ბელგრადში]] სიკვდილით დასაჯეს. დიდი ვეზირის ბეჭედი კი [[ბაიბურთლუ ქარა იბრაჰიმ-ფაშა|ბაიბურთლუ იბრაჰიმ-ფაშას]] უბოძეს, რომელმაც წინამორბედის მსგავსად,ვერ გაამართლა სულთნის იმედები. [[1687]] წელს მოჰაჩთან სასტიკად დამარცხდა ოსმალეთის არმია ისევ ავსტრიელთა წინააღმდეგ. [[1687]] წელსვე ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშას მეორე შვილი, [[ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა|ფაზილ მუსტაფა-ფაშა]] აჯანყდა მეჰმედ IV-ის წინააღმდეგ და ტახტიდან ჩამოაგდო. საიმპერატორო ტიტული კი უბოძა მეჰმედის ძმას, სულეიმან ll-ს. ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ, მეჰმედ lV გარდაიცვალა ციხეში.
 
==ოჯახი==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეჰმედ_IV“-დან