ქართლის ცხოვრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ქართლის ცხოვრება''' — ძველი ქართული საისტორიო თხზულებათა კრებული, ფეოდალური ხანის [[საქართველოს ისტორია|საქართველოს ისტორიის]] ძირითადი წყარო. შეიცავს ქვეყნის ისტორიის გაბმულ თხრობას უძველესი ხანიდან. „ქართლის ცხოვრებაში“ საყურადღებო ცნობები მოიპოვება [[სომხეთი]]ს, [[კავკასია|კავკასიის]], [[ალბანეთი (კავკასია)|ალბანეთის]], ჩრდილო კავკასიის, აგრეთვე [[ირანი]]ს, [[თურქეთი]]ს, [[ბიზანტია|ბიზანტიისა]] და სხვა ქვეყნებისა თუ ხალხთა შესახებ.
 
[[XIX საუკუნე]]ში ზოგიერთი მეცნიერი (ო. სენკოვსკი, [[ქერობე პატკანოვი|ქ. პატკანოვი]]) უარყოფდა „ქართლის ცხოვრების“ სიძველეს და [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-ს]] მიაწერდა მის შედგენას. [[მარი ბროსე|მ.მარი ბროსემ]], [[დიმიტრი ბაქრაძე |დ.დიმიტრი ბაქრაძემ]], [[ილია ჭავჭავაძე|ი.ილია ჭავჭავაძემ]] არაობიექტურობაში ამხილეს „ქართლის ცხოვრების“ კრიტიკოსები და დაასაბუთეს მათი მსჯელობის სრული უსაფუძვლობა. საყურადღებო მოსაზრებები აქვთ გამოთქმული „ქართლის ცხოვრების“ შესახებ [[თედო ჟორდანია|თ.თედო ჟორდანიას]], [[მოსე ჯანაშვილი|მ.მოსე ჯანაშვილს]], [[ექვთიმე თაყაიშვილი|ე.ექვთიმე თაყაიშვილს]], [[სარგის კაკაბაძე|ს.სარგის კაკაბაძეს]]. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა „ქართლის ცხოვრების“ შესწავლაში [[ივანე ჯავახიშვილი|ი.ივანე ჯავახიშვილმა]]. საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობის ძირითადი დამუშავებასთან ერთად მან თავისი მოსაზრებები გამოთქვა კრებულის შედგენის დროის, შედგენილობის, თანდათან შევსების თაობაზე; დაადგინა (მეტწილად პირობითად) ცალკეულ თხზულებათა მოცულობა, სათაურები. დაწერის დრო და ავტორთა ვინაობა; შეისწავლა მათი მედახეობა და იდეური მიმართულება. ივანე ჯავახიშვილის მიერ შემოთავაზებული პირობითი სქემის მიხედვით „ქართლის ცხოვრების“ ძველ ნაწილში შემდეგი ნაწარმოებები შედის: [[ლეონტი მროველი]]ს „[[ცხოვრება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა]]“ (უძველესი ხანიდან V საუკუნემდე), [[ჯუანშერ ჯუანშერიანი|ჯუანშერის]] „[[ცხოვრება და მოქალაქობა ვახტანგ გორგასლისა |ცხოვრება და მოქალაქობა ვახტანგ გორგასლისა]]“ (V—VIII საუკუნეები), [[ლეონტი მროველი]]ს „[[წამება წმიდისა და დიდებულისა არჩილისი]]“, XI საუკუნის ანონიმი ავტორის „[[მატიანე ქართლისა]]“ (VIII—XI საუკუნეები), XII საუკუნის ანონიმი ავტორის „ც[[ხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი, სუმბატ დავითის ძის]]“ „[[ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა]]“ (უძველესი ხანიდან XI საუკუნემდე), ე. წ. [[ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე]] (XII ს.— XIII საუკუნის პირველი მეოთხედი), თამარის 2 უსახელო ისტორიკოსის „[[ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი]]“ და „[[ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი]]“, XIV საუკუნის ანონიმი ისტორიკოსის, [[ჟამთააღმწერელი|ჟამთააღმწერლის]] თხზულება (პირობითად „[[ასწლოვანი მატიანე]]“). უნდა ითქვას, რომ ყველა მკვლევარი არ ეთანხმება „ქართლის ცხოვრების“ ასეთ შედგენილობას. [[კორნელი კეკელიძე]]მ. [[პავლე ინგოროყვა]]მ, [[ნიკოლოზ ბერძენიშვილი|ნიკოლოზ ბერძენიშვილმა]], [[გიორგი მელიქიშვილი|გიორგი მელიქიშვილმა]], [[კონსტანტინე გრიგოლია |კონსტანტინე გრიგოლიამ]] არსებითი ხასიათის შესწორებები წამოაყენეს ამ პირობითი სქემის მიმართ.
 
==ხელნაწერები და რედაქციები==