მამია გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ორთოგრაფია
ხაზი 34:
1851 წელს მამიას მამა, დავით გურიელი [[მალთაყვა]]ში მასპინძოლბდა კავკასიის მეფისნაცვალ [[ვორონცოვი|ვორონცოვს]], რომელსაც შეჰპირდა, რომ მის შვილს, მამიას, თბილისში სამხედრო სამსახურში გაუშვებდა. დავითი ასეც მოიქცა 1853 წელს. იმავე წლის 1 ნოემბერს დაიწყო [[ყირიმის ომი]]. მამია გურიელი განწესებულ იქნა გრენადერთა პოლკში უნტერ-ოფიცრად. მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ბრძოლაში. გრენადერის პოლკი შეადგენდა ალექსანდრეპოლის რაზმის ნაწილს. მამია მონაწილეობას იღებდა [[ბაშკადიკლარის ბრძოლა]]ში, სადაც თავადმა ვასილ ბებუთოვმა 19 ნოემბერს 9 ათასი კაცით დაამარცხა 37 ათასიანი ჯარი და დაიმორჩილა ოსმალოთა მთელი ბანაკი 24 ზარბაზნით. მამია გურიელი ამ ბრძოლაში ივანე მუხრანბატონის ხელქვეით ჯარში იმყოფებოდა. 1854 წლის 24 ივნისს მამია იღებდა მონაწილეობას [[კიურუკ-დარას ბრძოლა]]ში, სადაც ალექსანდრეპოლის რაზმმა, რომელშიაც 20 ათასი კაცი იყო, იმავე ბებუთოვის თაოსნობით დაამარცხა ოსმალთა 60 ათასიანი კორპუსი. 1855 წლის მაისიდან სექტემბრამდე მამია გურიელი იმყოფებოდა [[ყარსი]]ს გარშემო დაბანაკებულ ჯარში, მაგრამ ყარსის აღებას ვერ მოესწრო, რადგანაც 17 სექტემბერს ის დაჭრეს მარჯვენა ფეხში და სამი თვე საავადმყოფოში გაატარა.
 
მამამამია გურიელს მამა გარდაეცვალა 1856 წელს. აქედან მოყოლებული მას გული აუცრუვდა სამხედრო სამსახურზე. 1857-1859 წლებში მამია გურიელი მსახურობდა დიდოს საზოგადოებაში და ყოისუს მარჯვენა ნაპირზე. 1860 წელს ის იყო ადაგუნის რაზმში, რომელსაც უნდა გაეყვანა გზა ეკატერინოდარიდან ზემო-ადაგუნამდე.ამ რაზმში ყოფნისას მამია გურიელმა გააბა რომანი ადგილობრივ ქალთან, რამაც ის კინაღამ [[დუელი|დუელამდე]] მიიყვანა. ამ წლებში მამაიმამია გურიელი სულ უფრო მეტ დროს ატარებდა შვებულებაში სახლში. 1861 წელს მან შეწყვიტა სამხედრო სამსახური. მხოლოდ 1864 წელს ახლდა ის გენერალ-ადიუტანტ მირსკის დასავლეთ კავკასიის დასამორჩილებლად, როგოც შტატ-გარეშე შტაბს-კაპიტანი.
 
ამის შემდეგ ის ცხოვრობდა ხან [[გურია]]ში, ხან [[ქუთაისი|ქუთაისში]], მეტწილად კი [[თბილისი|თბილისში]]. იყენებდა ფაზელის [[ფსევდონიმი|ფსევდონიმს]]. იყო ლიტერატურული და სალონური შეკრებების ხშირი სტუმარი. იყო პოპულარული პოეტი და დეკლამატორი. თბილისში 1868 წელს მან ცოლად შეირთო მარიამ მელიქიშვილი. მათი ცოლ-ქმრობა მხოლოდ ორ წელიწადს გაგრძელდა. ეყოლათ ერთადერთი შვილი კახაბერი.
ხაზი 40:
1875 წელს მამია დაუბრუნდა სამსახურს, ის შევიდა ცხენოსანთა პოლკში, რომელიც ქუთაისში იდგა. როცა დაიწყო [[რუსეთ-თურქეთის ომი (1877-1878)|რუსეთ-ოსმალეთის ომი]], 1877 წლის 17 აპრილს მამია დანიშნეს გურიის ქვეითა მესამე დრუჟინის კომანდირად. 1878 წლის 17 ნოემბერს დრუჟინა დაიშალა და მამია გურიელი ამჟამად უკვე როგორც კაპიტანი, ისე დაუბრუნდა ქუთაისი პოლკს, რომელშიც იმყოფებოდა 1884 წლამდე. 1880 წელს მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სადაც ბრალდებოდა უფლებების გადამეტება, კორუფცია, თანხების გაფლანგვა და სხვა. მასზე დადიოდა ჭორები, რომ [[ოზურგეთი|ოზურგეთში]] ყოველდღე წვეულებებსა და უზომო ღვინის სმებს აწყობდა სახაზინო თანხებით, მაგრამ ოზურგეთში მყოფმა დროებითმა სამხედრო სასამართლომ ის გაამართლა. 1884 წლის 5 თებერვალს ეს პოლკი გადაკეთდა დივიზიონად და მამია გადაყვანილ იქნა არმიის კავალერიის თადარიგში. ამით სამუდამოდ დასრულდა მამია გურიელის სამხედრო მოღვაწეობა.
 
მამია გურიელი დარჩა ქუთაისში. 1889 წელს მან შეემთხვა ინციდენტი. ერთ-ერთ ღონისძიებაზე ხარაზოვის თეატრის სცენიდან ის კითხულობდა ლექსებს. გამოსვლაში მამიამ ისეთი ლექსებიც ჩართო, რომელთა წაკითხვის ნებართვა არ ჰქონდა. ამის გამო ის ერთი თვით დააპატიმრეს. ერთ-ერთ სიცოცხლის უკანასკნელი წლები მამია გურიელმა გაატარა [[ალკოჰოლიზმი|ლოთობა]]ში. გამოულეველმა სმამ ჩააგდო უფულობასა და ვალებში. [[ქუთაისი|ქუთაისში]] დასახლებული თავდაპირველად სასტუმრო „კოლხიდაში“ ცხოვრობდა, შემდეგ უფრო დაბალი დონის სასტუმრო „ბათუმში“ გადასახლდა, შემდეგ ადანიას დუქანში გადავიდა და ბოლოს ცხოვრობდა ქოხმახში, ბალახვანის ქუჩაზე. სვამდა ბევრს, დაავადებული იყო [[ჭლექი]]თ. ერთხელ მთვრალი [[რიონი|რიონში]] გადავარდა, მაგრამ გადაარჩინეს. უკანასკნელად ის გახდა ავად [[ბათუმი|ბათუმში]], სადაც თეატრალური წარმოდგენების სანახავად იყო წასული. ბათუმინდაბათუმიდან მამია სამკურნალოდ მშობლიურ სოფელში წაიყვანეს. იქ გაიგო ერთადერთი შვილის, კახაბერის [[თვითმკვლელობა|თვითმკვლელობის]] ამბავი და რამდენიმე თვეში, 1891 წლის 25 ივლისს მამია გურიელი გარდაიცვალა. დაკრძალეს ქუთაისში, არქიელის მთაზე, წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში.
 
==შემოქმედება==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მამია_გურიელი“-დან