კლავდიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 41:
კლავდიუსი დაიბადა [[ძვ. წ. 10]] წლის [[1 აგვისტო]]ს ლუგდუნუმში (თანამედროვე [[ლიონი]], [[საფრანგეთი]]). ჰყავდა ორი დედმამიშვლი, [[გერმანიკუსი]] და [[ლივილა]]. დედამისს, ანტონიას, შესაძლოა ორი სხვა შვილიც ჰყოლოდა, რომლებიც მცირეწლოვნები გარდაიცვალნენ.
 
დედის მხრიდან მისი პაპა-ბებია იყვნენ [[მარკუს ანტონიუსი]] და [[ოქტავია უმცროსი]], [[ავგუსტუსი]]ს და. ამდენად, კლავდიუსი [[იულიუს კეისარი|იულიუს კეისრის]] ნათესავიც იყო. მამამისის მშობლები იყვნენ იყვნენ ლივია, ავგუსტუსის მესამე ცოლი და ტიბერიუს კლავდიუს ნერონი. თავისი ზეობისას, კლავდიუსმა გამოიგონა ჭორი, რომ თითქოს მამამისი, [[ნერონ კლავდიუს დრუზუსი|დრუზუსი]], სინამდვილეში ავგუსტუსის უკანანო შვილი იყო, რაც საქმეს იმგვარად წარმოაჩენდა, რომ ავგუსტუსი პაპამისი იყო.
 
[[ძვ. წ. 9]] წელს მამამისი, დრუზუსი, მოულოდნელად გარდაიცვალა გერმანიაში კამპანიისას, შესაძლოა დაავადების გამო. კლავდიუსი დედამ აღზარდა, რომელიც მეტჯერ აღარ დაქორწინებულა. როდესაც მისი ფიზიკური ნაკლოვანება აშკარა გახდა, კლავდიუსის ურთიერთობა ოჯახთან ძალიან გაუარესდა. ანტონია მას ურჩხულს უწოდებდა და სისულელის ეტალონად იყენებდა. როგორც ჩანს, მან კლავდიუსი ბებიას, ლივიას გადასცა აღსაზრდელად წლების განმავლობაში.<ref>Dio ''Hist.'' LX 2</ref>
 
ლივია ცოტა უფრო კეთილი იყო, თუმცა შვილიშვილს სასაყვედუროდ მაინც ხშირად უგზავნიდა მოკლე, ბრაზით სავსე წერილებს. იგი „ყოფილი მეჯინიბის“ მეურვეობის ქვეშ იყო,<ref>Suet. ''Claud.'' 2. Suet ''Claud.'' 4 indicates the reasons for choosing this tutor, as outlined in Leon (1948).</ref> რათა დისციპლინას შესჩვეოდა, რადგანაც მიაჩნდათ, რომ მისი მდგომარეობა სიზარმაცითა და უნებისყოფობით იყო გამოწვეული. მოზარდობის ასაკში მისმაკლავდიუსის სიმპტომებმა თაბდათანობით იკლო და ოჯახმა მიიღო რამდენიმე შეტყობინება მისი მეცნიერებით დაინტერესების შესახებ.<ref name="Suet4">Suet. ''Claud.'' 4.</ref>
 
[[7]] წელს მის ისტორაში განსასწავლად [[ტიტუს ლივიუსი]] დაიქირავეს სულპიციუს ფლავუსთან ერთად. ამ უკანასკნელსა და ფილოსოფოს ათენოდორუსთან ერთად კლავდიუსი დიდ დროს ატარებდა. თავისივე წერილის მიხედვით, ავგუსტუსი გაკვირვებული იყო კლავდიუსის მჭერმეტყველებით.<ref name="Suet4"/> გაჩნდა გარკვეული მოლოდინები მის მომავალთან დაკავშირებით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კლავდიუსი“-დან