ლონდონის დიდი ხანძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 132:
მეფე [[ჩარლზ II|ჩარლზი]] ხელს უწყობდა [[ლონდონის სიტი|სიტის]] რადიკალურად განსხვავებულად აღდგენის სქემების შემუშავებას. თუ რეკონსტრუქცია რომელიმე ამ გეგმის მიხედვით ჩატარდებოდა, მაშინ [[ლონდონი]] მეტოქეობას გაუწევდა [[პარიზი|პარიზს]] [[ბაროკო]]ს სტილის დიდებულებაში (იხილეთ [[ჯონ ეველინი|ეველინის]] გეგმა მარჯვნივ). სამეფო კარი და [[ლონდონის სიტი|სიტის]] მმართველობა ცდილობდა კომფენსაციის შესახებ მოლაპარაკება ეწარმოებინა ''„მათთან, ვისაც ყოველი სახლი და მიწის ნაკვეთი სინამდვილეში ეკუთვნოდა“'', თუმცა ეს არარეალური იდეა არ განხორციელდა. მთავრობის მხრიდან დაყოლიების მცდელობა, რომ მოეყვანათ მუშები და გაეზომათ ახალი გეგმის მიხედვით ვისი სახლი სად იდგა, მოსახლეობის უმეტესობამ უარყო, რადგან ისინი ყოველდღიურად მხოლოდ საკუთარ გადარჩენაზე ფიქრობდნენ, მათ შორის ისინიც კი, ვისაც დედაქალაქი უკვე დაეტოვებინა. იქიდან გამომდინარე, რომ ხანძრის გამო ძალიან ჭირდა სამუშაო ძალა, შეუძლებელი აღმოჩნდა ამ მიზნის განსახორციელებლად ხელისუფლებას შესაფერისი მუშები ეპოვა. [[კრისტოფერ რენი|რენისა]] და [[ჯონ ეველინი|ეველინის]] გარდა, ცნობილია [[რობერტ ჰუკი]]ს, [[ვალენტინ ნაიტი]]სა და [[რიჩარდ ნიუკორტი]]ს მიერ შემუშავებული აღდგენის გეგმები.
 
საკუთრების საკითხების კომპლექსურობის გამო, ბაროკოს ვერცერთი სქემის განხორციელება იყო შესაძლებელი [[ლონდონის სიტი|სიტიში]] პიაცებით და ხეივნებით. არავინ იყო, ვისთანაც შეიძლებოდა მოლაპარაკების წარმოება და არ იყო შესაძლებლობა, დათვლილიყო რა ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაეხადათ მესაკუთრეებისთვის. ნაცვლად ამისა, განახლებული [[ლონდონის სიტი|სიტი]] უმეტესად ძველი ქუჩის გეგმარებით აღადგინეს, ჰიგიენისა და ხანძრის უსაფრთხოების საკითხების გაუმჯობესებით; რაც გულისხმობდა: უფრო ფართო ქუჩებს, ღია და ადვილად მისასვლელ ნავმისადგომებს [[ტემზა|ტემზის]] გასწვრივ, იმ სახლების არაშენებას, რომელიც ტემზისკენ მიმავალ გზას ჩახერგავდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შენობების აგებას აგურისა და ქვისაგან და არა ხისგან. საჯარო შენობები აშენდა თავიანთი წინამორბედების ადგილას. შესაძლოა, მათ შორის ყველაზე ცნობილია [[ლონდონის წმინდა პავლეს ტაძარი|წმინდა პავლეს ტაძარი]] და [[კრისტოფერ რენი]]ს მიერ აღდგენილი სხვა 50 ეკლესია.
 
{{მრავალი სურათი