ტფილისის ბანკის ძარცვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 59:
იმ დროისთვის 29 წლის სტალინი ტფილისში თავის ცოლთან, ეკატერინესთან და ახალდაბადებულ შვილთან, იაკობთან ერთად ცხოვრობდა.{{sfn|სებაგ-მონტეფიორე|2008|pp=4–5}} მას უკვე ჰქონდა გამოცდილება ორგანიზებულ ძარცვებში, რისი წყალობითაც მან სახელი გაითქვა როგორც „ცენტრის საუკეთესო ფინანსისტმა“.{{sfn|კუნი|2003|p=75}}{{sfn|სებაგ-მონტეფიორე|2008|pp=3–4}} სტალინზე ოთხი წლით უმცროს ტერ-პეტროსიანს (რომელიც მარქსისტი „კობას“ დახმარებით გახდა) ჰქონდა დაუნდობელი ადამიანის რეპუტაცია. მოგვიანებით, მან ადამიანს მკერდიდან გულიც კი ამოაჭრა.{{sfn|სებაგ-მონტეფიორე|2008|pp=6–7}} ძარცვის დროს ტერ-პეტროსიანი სათავეში ჩაუდგა კრიმინალურ დაჯგუფებას — „ფორმის ტანსაცმელი“.{{sfn|სებაგ-მონტეფიორე|2008|p=4}} სტალინი მას აღწერდა როგორც „შენიღბვის ოსტატს“,{{sfn|სებაგ-მონტეფიორე|2008|pp=6–7}} ლენინი კი მას „კავკასიელ ბანდიტს“ ეძახდა.{{sfn|სებაგ-მონტეფიორე|2008|pp=6–7}}
 
აპრილის შეხვედრის შემდეგ სტალინი და ლიტვინოვი გაემგზავრნენ ტფილისში, რათა ტერ-პეტროსიანისთვის გეგმები შეეტყობინებინათ და რეიდის ორგანიზება დაეწყოთ.{{sfn|ბრაქმანი|2000|p=58}}{{sfn|სებაგ-მონტეფიორე|2008|p=165}} რომან ბრაქმანის წიგნის, „იოსებ სტალინის საიდუმლო ფაილის“ მიხედვით, კობა ბოლშევიკებთან მუშაობის დროს, ასევე იყო რუსული საიდუმლო დამცველი განყოფილების — „ოხრანკის“ საიდუმლო აგენტი. ბრაკმენი ამტკიცებს, რომ როდესაც ჯგუფი ტფილისში დაბრუნდა, სტალინმა თავის დამაკავშირებელს, ოფიცერ მუხთაროვს ბანკის გაძარცვის გეგმაზე შეატყობინა და მას მოგვიანებით დამატებითი ინფორმაციის მიცემას დაპირდა.{{sfn|ბრაქმანი|2000|p=58}}
 
ტფილისში სტალინმა ძარცვისთვის მომზადება დაიწყო.{{sfn|ბრაქმანი|2000|p=58}} ტფილისში მან დაამყარა კონტაქტი სახელმწიფო ბანკში მომუშავე პირებთან: ბანკის კლერკთან, გიგო კასრაძესა და სკოლის ძველ მეგობართან, ვოზნესენსკისთან, რომელიც ტფილისის ფოსტაში მუშაობდა.{{sfn|სებაგ-მონტეფიორე|2008|p=11}}{{sfn|კუნი|2003|pp=77–78}} ვოზნესენსკიმ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ძარცვაში მისი დახმარება გამოწვეული იყო მისი სიმპათიით სტალინის რომანტიკული პოეზიის მიმართ.{{sfn|სებაგ-მონტეფიორე|2008|p=11}}{{sfn|კუნი|2003|pp=77–78}} ვოზნესენსკის დახმარება საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: მან შეატყობინა სტალინს საიდუმლო გრაფიკზე, რომელიც აჩვენებდა დროს, თუ როდის გაივლიდა ფულით დატვირთული ეტლი ერევნის მოედანზე.{{sfn|სებაგ-მონტეფიორე|2008|p=165}} მისი დახმარებით სტალინმა ზუსტად იცოდა ფულით დატვირთული ეტლის გავლის დრო — [[1907]] წლის [[26 ივნისი]].{{sfn|სებაგ-მონტეფიორე|2008|p=11}}{{sfn|კუნი|2003|pp=77–78}}