ტფილისის ბანკის ძარცვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 48:
==წინაპირობები==
[[ფაილი:Lenin-1895-mugshot.jpg|მინი|[[ვლადიმერ ლენინი]] [[1895]] წელს. ფოტო პოლიციიდან.|235x235პქ]]
[[რსდმპ]], [[საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია|საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის]] წინამორბედი, [[1898]] წელს შეიქმნა. პარტიის მთავარი მიზანი იყო მარქსისტული თეორიის შესაბამისი პროლეტარული რევოლუციის გზით [[რუსეთის იმპერია]]ში ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის შეცვლა. რევოლუციური საქმეების გარდა, რსდმპ (როგორც სხვა რევოლუციონერები, მაგალითად, ანარქისტები და სოციალისტები) დაკავებული იყო სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებით, მათ შორის „ექსპროპრიაციით“ (სახელმწიფო და სხვა ფონდების ძარცვის ევფემიზმი). ამის მიზეზი იყო რევოლუციური საქმეების დაფინანსების საჭიროება.{{sfn|ტროცკი|1970|loc=Chapter IV: The period of reaction}}{{sfn|გაიფმანი|1993|pp=4, 21–22}}
 
[[1903]] წლიდან რსდმპ გაიყო ორ ჯგუფად — [[ბოლშევიკები|ბოლშევიკებად]] და [[მენშევიკები|მენშევიკებად]].{{sfn|სებაგ-მონტეფიორე|2008|pp=3–4}} [[რუსეთის 1905 წლის რევოლუცია|რუსეთის 1905 რევოლუციის]] ჩახშობის შემდეგ პარტიამ თავისი მეხუთე კონგრესი [[1907]] წლის მაისში-ივნისში, [[ლონდონი|ლონდონში]] ჩაატარა. კონგრესზე პარტიის წევრებს ბოლშევიკებს და მენშევიკებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარება სურდათ,{{sfn|ნიკოლაევსკი|1995}}{{sfn|სუვარინი|2005|p=94}} რომლის ერთ-ერთი მიზეზი სამხედრო ოპერაციებსა და „ექსპროპრიაციაზე“ მათი განსხვავებული შეხედულებები გახდა.{{sfn|სუვარინი|2005|p=94}} ყველაზე მილიტარისტი ბოლშევიკები, რომელთაც სათავეში ლენინი ედგა, ძარცვების გაგრძელებას ემხრობოდნენ; მენშევიკებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ უხეშ ძალას, თავის მხრივ, სურდათ რევოლუციის მიღწევა უფრო მშვიდობიანი და თანმიმდევრული გზით. მე-5 კონგრესზე პარტიაში მიიღეს სამხედრო აქტივობების, მათ შორის, „ექსპროპრიაციის“, როგორც „დეზორგანიზაციული და დემორალიზირებული“ დაგმობის რეზოლუცია, ასევე დაითხოვეს ყველა, ვინც სამხედრო გზას ემხრობოდა.{{sfn|ნიკოლაევსკი|1995}}{{sfn|სუვარინი|2005|p=94}} რეზოლუციას მხარი დაუჭირა ხმის მიმცემთა 65 პროცენტმა, წინააღმდეგი კი მხოლოდ 6 პროცენტი იყო (სხვებმა თავი შეიკავეს ან ხმა არ მიუციათ). მხარდამჭერთა შორის იყო ყველა მენშევიკი და ზოგიერთი ბოლშევიკიც.{{sfn|ნიკოლაევსკი|1995}}