ზურაბ ავალიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ლევზურ! ტერმინ-სტატიები ქსე-დან შეტანილია აგრეთვე ენციკლოპედიაში "საქართველო", ავტორიც იგივ
No edit summary
ხაზი 1:
'''ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი''' (დ. [[1876]], [[თბილისი]] - გ. [[21 მაისი]], [[1944]], [[შვარცენფელდი]] ([[გერმანია]])), [[ქართველები|ქართველი]] მეცნიერი, იურისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, დიპლომატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი ([[1909]]), საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ([[1917]]).
 
==ბიოგრაფია==
განათლებადაამთავრა მიიღოთბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია ([[1895]]) და [[პეტერბურგი|პეტერბურგის]] უნივერსიტეტშიუნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ([[1900]]) და იქვე იქნა დატოვებული საპროფესოროდ მოსამზადებლად. [[1901]]-[[1903]] წლებში მივლინებული იყო [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. [[1901]] წელს გამოიცა მისი ისტორიულ-სამართლებრივი ხასიათის ნაშრომი "საქართველოს შეერთება რუსეთთან". [[1903]] წელს დაბრუნდა პეტერბურგში, სადაც 1904[[1905]] წელს დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია ("დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობა საფრანგეთში, 1905"),. იქვე[[1905]]-[[1909]] კითხულობდაიყო პეტერბურგის უნივერსიტეტის სახელმწიფო სამართლის კურსსკათედრის პრივატ-დოცენტი. [[1909]] წელს მიიწვიეს პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტშიინსტიტუტის პროფესორად და ადმინისტრაციული სამართლის კათედრის გამგედ. [[1917]] წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაინიშნა სენატორად. 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა, იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველ მთავრობის მრჩეველი საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, მონაწილეობდა საზღვარგარეთ წარგზავნილ დიპლომატიურ მისიებში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ემიგრანტი 1921 წლიდან.
 
[[1917]] წელს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო [[საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის]] დაფუძნებაში.
 
[[1918]] წელს ავალიშვილი საქართველოში დაბრუნდა და დაინიშნა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] მთავრობის მთავარ მრჩევლად საგარეო პოლიტიკურ საკითხებში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის მანძილზე ([[1918]]-[[1921]]) ზ. ავალიშვილი იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. იგი იყო მკვეთრად გამოხატული ევროპული ორიენტაციის მიმდევარი. საქართველოს ინტერესებს იცავდა [[ბათუმი|ბათუმის] კონფერენციაზე. სწორედ ამ კონფერენციის მსვლელობის დროს მისთვის სავსებით ნათელი გახდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციის არსებობის უსაფუძვლობა და აუცილებლობა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა. ამ მიზნით, ბათუმშივე მოამზადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ტექსტი (რაშიც მას კონსულტაციას უწევდა ცნობილი გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი ფონ დერ შულენბურგი), რომელიც 1918 წლის 22 მაისს თბილისში გადმოუგზავნა [[საქართველოს ეროვნული საბჭო|საქართველოს ეროვნულ საბჭოს]]. მცირე კორექტივების შეტანის შემდეგ, ეს ტექსტი დამტკიცებულ იქნა ეროვნული საბჭოს საგანგებო ყრილობაზე, იმავე წლის [[26 მაისი|26 მაისს]].
 
ზ. ავალიშვილს განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდა [[გერმანია|გერმანიასთან]] საქართველოს პირველი რესპუბლიკის ურთიერთობათა განმტკიცებაში. მისი დიდი დამსახურებაა ის, რომ გერმანია იყო საქართველოს ძლიერი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამ პოლიტიკის პირველი სერიოზული გამარჯვება იყო ის, რომ გერმანიამ არ სცნო საქართველო-[[თურქეთი|თურქეთის]] 1918 წლის [[4 ივნისი|ივნისის]] კაბალური ხელშეკრულების იურიდიული ძალმოსილება. ამის წყალობით, საქართველოს საზღვრებში დარჩა ამჟამინდელი [[სამცხე-ჯავახეთი]]. გარდა ამისა, ავალიშვილის მოთხოვნით, გერმანია-[[რუსეთი|რუსეთის]] 1918 წლის [[27 აგვისტო|27 აგვისტოს]] ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა მე-13 მუხლი: "რუსეთი თანხმობას აცხადებს გერმანიის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობაზე".
 
[[1919]] წელს ავალიშვილი, როგორც საქართველოს ოფიციალური სამთავრობო დელეგაციის წევრი, მონაწილეობდა [[პარიზი|პარიზის]] კონფერენციაში. ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმზე მან გადაჭრით გაილაშქრა [[ინგლისი|ინგლის]]-[[სომხეთი|სომხეთის]] გეგმის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა [[ტრაპიზონი|ტრაპიზონის]] ვილაიეთის მნიშვნელოვანი ნაწილის, ბათუმის ოლქის, [[ყარსი|ყარსისა]] და [[არდაგანი|არდაგანის]] (ისტორიული [[არტაანი]]) მხარეების სომხეთისთვის გადაცემას. მომდევნო [[1920]] წელს მან მის მიერვე შედგენილი სპეციალური ნოტა გადასცა [[ანტანტა|ანტანტის]] სახელმწიფოთა უზენაეს საბჭოს. ამ დოკუმენტში ზედმიწევნით იყო დასაბუთებული, რომ ხსენებული ტერიტორიები უნდა შესულიყო საქართველოს საზღვრებში. საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა: ინგლის-სომხეთის გეგმამ ფიასკო განიცადა.
 
ავალიშვილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის [[კონსტიტუცია|კონსტიტუციის]] ერთ-ერთი მთავარი ავტორი (კონსტიტუცია დამტკიცებულ იქნა დამოუკიდებელი საქართველოს [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] მიერ [[1921]] წლის [[21 თებერვალი|21 თებერვალს]], [[ბოლშევიკები|ბოლშევიკური]] [[რუსეთი|რუსეთის]] მიერ საქართველოს ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე).
 
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის ([[1921]] წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ ზ. ავალიშვილი იყო პოლიტიკური ემიგრანტი. მოღვაწეობდა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] ([[1921]]-[[1940]]) და [[გერმანია|გერმანიაში]] ([[1940]]-[[1944]]).
 
==ლიტერატურა==