იოანე პეტრიწი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 12:
იოანე პეტრიწის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის მნიშვნელოვანი მხარეა შეხედულება მიზეზობრიობაზე, რომელიც ვრცელდება პირველმიზეზებსა და სამყაროს შორის არსებულ კავშირებზე. კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის ტრიადულია და სამი მიმართების მთლიანობას წარმოადგენს. პირველი მათ შორის იგივეობისა და მსგავსების მიმართებაა. ამ საფეხურზე შედეგი მიზეზშია, იგი არსებობს "თვისსა მიზეზსა შორის" და განუსხვავებელია მიზეზისაგან. მეორე მიმართება შედეგის გამოყოფაა, მისი განსხვავება, განცალკევება, "სხვად" ყოფნა". ამ მიმართებით მოიპოვებს წარმოებული არსი საკუთარ არსებობას. ამგვარად, შედეგი განსხვავებულიცაა მიზეზისაგან და მისი იგივეობრივიც, მსგავსიც. მიზეზსა და შედეგს შორის არსებული დიალექტიკური მიმართების გარკვევის მიზნით იოანე პეტრიწს შემოაქვს ცნება, რომლის მიხედვით, შედეგი მიზეზთან მიმართებაში არის "იგივე სხვა". მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ამგვარი გაგება იძლევა საფუძველს არსის პირველმიზეზში, საწყისში უკუდაბრუნებისათვის, რაც ამთავრებს არსის მთლიანობას და ჰკრავს იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ სისტემას. პირველმიზეზისა და სამყაროს მიმართების პეტრიწისეული გადაწყვეტა მიდის სამყაროს მარადიულობისა და მისი წარმოქმნის აუცილებლობის აღიარებამდე. მესამე საფეხურია ინტუიცია, რომელიც გონის მეშვეობით ხორციელდება. ამ შემთხვევაში შემეცნების საგანი თვით აზროვნებაშია მოცემული და შემეცნება საგნის "მარტივად", უშუალოს წვდომის შედეგადაა მიჩნეული.
 
იოანე პეტრიწმა ფილოსოფიური ნაშრომების გარდა დაგვიტოვა მნიშვნელოვანი თარგმნილი და ორიგინალური ლიტერატურული მემკვიდრეობა: მან ბერძნულიდან ხელახლა თარგმნა ბიბლიური წიგნები და იოანე სინელის "კლემაქსი" ("კიბე"). ბერძნულიდანვე გადმოაქართულა მეტაფრასული ჰაგუიგრაფიული საკითხავები - წმინდათა ცხოვრებანი და წამებანი (მაგ., ცნობილია თეოდორა ალექსანდრიელისა და მერკვირის "ცხოვრებანი", ზოსიმესა და ბარბარეს "მარტვილობანი"), აგრეთვე [[იოსებ ფლავიუსი|იოსებ ფლავიუსის]] საისტორიო შრომა "მოთხრობანი იუდაებრივისა სიტყუადაასაბამობისანი" ("მსოფლიო ისტორის იოსიპოსისაჲ"), რომლის თხუთმეტმა წიგნმა ჩვენამდე მოაღწია და სხვა. იოანე პეტრიწმა დაწერა ორიგინალური ასკეტიკურ-მისტიკური პოეტური ტრაქტატი "სათნოებათა კიბე", რომელსაც საფუძვლად დაედო "კლემაქსის" [[ექვთიმე მთაწმინდელიმთაწმიდელი|ექვთიმე მთაწმინდლისეულიმთაწმიდლისეული]] ქართული თარგმანი. გალექსა "სათვეო სჳნაქსარი" ანუ "გალობანი ყოველთა წმინდათანი". მასვე მიაკუთვნებენ მცირე ზომის იამბიკურ ლექსებს, რომელთაგან ზოგს ჩვენამდე არ მოუღწევია.
 
იოანე პეტრიწმა შექმნა ლიტერატურულ სკოლა, აღზარდა მრავალი მოწაფე, გამოუჩნდნენ მიმდევრებიც. თავისებურია მისი ენა და სტილი. იგი ქმნიდა ახალ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას, ბერძნულიდან დედანთან ზუსტი მიმართების მიზნით უხვად იყენებდა ქართული ენის ბუნებისათვის შეუფერებელი მიმღეობანი კონსტრუქციების წინადადებებს, რაც ართულებდა მის სამწერლო ენას. იოანე პეტრიწმა დიდი გავლენა მოახდინა ძველი ქართული ფილოსოფიურ აზროვნებაზე, საერო პოეზიასა და საისტორიო მწერლობაზე, განსაკუთრებით კი ანტონ I-ის ლიტერატურულ სკოლაზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოანე_პეტრიწი“-დან