ტყის კაცი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== მოთხრობის სიუჟეტი ==
ტყის მცველ პავლეს ავადმყოფობით ცოლი დაეღუბა. ამის შემდეგ მისთავის ორ შვილთან ერთად სოფლიდან მოშორებით ტყეში დასახლდება და მუშაობას ახალი ძალებით იწყებს.დრო გადის. მისი უფროსი ვაჟი ნიკა 15 წლისაა, ხოლო გოგია - 4-ის. პავლე ერთ-ერთ ნადირობისას დათვს მოკლავს. მის ორ ბელს კი გასაზრდელად წამოიყვანს. ერთხელ გოგია გაცივდება და პავლე ნიკას ქალაქში წააყვანინებს სამკურნალოდ.გოგიას ექიმი უმკურნალებს, მაგრამ უკან დაბრუნებისას უბედურებას შეეყრებიან. გზაზე ბუღა დაედევნებათ და ნიკას დაჭრის. გოგია კი გაიქცევა, მაგრამ სიბნელეში ქვევრს ვერ დაინახავს და ჩავარდება. ნიკას ეკლესიის დარაჯი მათე ნარიკაშვილი იპოვის. პავლე ამ ამბავს მალე გაიგებს. ჩამოვა და თავის შვილს დაიტირებს, თუმცა როდესაც ბუღას დაინახავს თოფს მოიმარჯვებს და სროლას შეეცდება. იქ მყოფნი ხელს შეუშლიან და მაშინ ხანჯალს ამოიღებს და ცხოველისკენ გაექანება.ბრძოლის შემდეგ პავლე დაიჭრება, თუმცა ბუღას მაინც მოკლავს.
პავლე მალე გამომჯობინდება და ნიკასთან ერთად სოფელში დაბრუნდება. თანდათანობით პავლე ძალიან გამოიცვლება. მალე ნიკაც დაავადდება და მოკვდება. ამის შემდეგ ტყის კაცი საერთოდ შეიშლება. დახმარებისთვის მეტყევე დათას დაიქირავებს. ერთ ღამეს პავლეს მოლანდებები დაეწყება და სიგიჟისგან თავის სახლ-კარს ცეცხლს გაუჩენს. დათა თავს უშველის და გაიქცევა.
 
ანონიმური მომხმარებელი