კულტურული ანთროპოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ფრანც ბოასი: მოშორდა ''''''
ხაზი 162:
ფრანც ბოასი, (დაბადებული 9 ივლისი, 1858, მინდენი, ვესტფალია, გერმანია - გარდაიცვალა 22 დეკემბერი, 1942, ნიუ იორკი, ა.შ.შ), გერმანიაში დაბადებული ამერიკელი ანთროპოლოგი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა. იგი არის ამერიკული ანთროპოლოგიის რელატივისტური სკოლის დამფუძნებელი, რომელიც დომინანტური გახდა მეოცე საუკუნეში. მან ნიუ იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში მოღვაწეობისას ჩამოაყალიბა ანთროპოლოგიის ერთ-ერთი მოწინავე დეპარტამენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბოასის სპეციალობა ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელების კულტურებისა და ენების შესწავლა იყო, მაგრამ ის ასევე იყო დიდებული მასწავლებელი იმ უმრავი დიდი მეცნიერისა, რომლებმაც განავითარეს ანთროპოლოგია ამერიკის შეერთებულ შტატებში: ალფრედ ლუის კრობერი, რუთ ბენედიქტი, მარგარეტ მიდი, მელვილ ჰერსკოვიცი და ედვარდ საპირი.
 
=== '''მელვილ ჯ. ჰერსკოვიცი''' ===
მელვილ ჯინ ჰერსკოვიცი, (დაბ. 10 სექტემბერი, 1895, ოჰაიოს შტატი, ა.შ.შ - გარდ. 25 თებერვალი, 1953) ამერიკელი ანთროპოლოგი. 1920 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტში ისტორიაში ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ 1921 წელს ანთროპოლოგიაში მაგისტრის ხარისხი დაიცვა ნიუ იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც შეხვდა ფრანც ბოასს და მისივე ხელმძღვანელობით 1923 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი. იგი მთლიანად მოექცა დიდი მეცნიერის გავლენის ქვეშ და მისი შემდგომი მოღვაწეობა სწორედ ამან განსაზღვრა.
 
ჰერსკოვიცმა თავისი კარიერა დასავლეთ ნახევარსფეროსა და აფრიკაში მცხოვრები აფრიკელი ხალხის შესწავლას მიუძღვნა. მისი დამსახურებების სია საკმაოდ გრძელია. ის იყო ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი აფრიკული სწავლებების ასოციაციის, ეკავა მაღალი თანამდებობები ამერიკის ანთროპოლოგთა ასოციაციაში, „ამერიკული ასოციაცია მეცნიერების წინსვლისთვის“-ში, „ამერიკული ფოლკლორის საზოგადოებაში“, და „ანთროპლოგთა საერთაშორისო კონგრესზე“. მისი თაოსნობით ჩატარდა პირველი „აფრიკანისტების საერთაშორისო კონგრესი“ განაში, 1962 წელს.
 
=== '''რუთ ბენედიქტი''' ===