აფრო-ამერიკელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 161:
=== '''სოციოპოლიტიკური ორგანიზაცია''' ===
 
==== '''სოციალური ორგანიზაცია''' ====
აფრო-ამერიკელები შეიძლება შეგვხვდნენ ამერიკელი მოსახლეობის თითქმის ყველა ფენაში. თუმცა, აღსანიშნავია ფაქტია ის, რომ აფრო-ამერიკელთა უმეტესობა აშშ-ს დომინანტური საზოგადოების სოციალური კულტურის გარეთ. დაახლოებით 130 წლის განმავლობაში, რაც აფრო-ამერიკელები გათავისუფლდნენ, მათ არ ჰქონდათ არც სიმდიდრე და არც პერსპექტივა მის მოსაპოვებლად. აფრო-ამერიკელებმა უარყვეს გარკვეული წესები და რეგულაციები, რომლებიც განკუთვნილი იყო დისკრიმინირებული ადამიანებისთვის, აფრო-ამერიკელები კი დაბადებიდან სწორედაც რომ თავისუფლებისა და თანასწორობისთვის იბრძვიან. თანასწორობისათვის ბრძოლაში მონაწილეები ძირითადად იყვნენ NATIONAL ASSOCIATION FOR THE ADVANCEMENT OF COLORED PEOPLE ( NAACP ) და URBAN LEAGUE. ამ ორმა ორგანიზაციამ აფრო-ამერიკელი მოსახლეობის სოცილურ ინტეგრაციაში საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. NAACP არა მხოლოდ ძირითადი სამოქალაქო უფლებათა ორგანიზაციაა, არამედ იგი უძველესიც გახლავთ. თანასწორობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის ისტორია ლეგენდარულია. სარგუდ მარშალი იყო პირველი აფრო ამერიკელი, რომელიც იყო უზენაესი სასამართლოს წევრი და ორგანიზაციის ყველაზე ცნობილი ადვოკატი. მას ჰქონდა 24 სასამართლო ქეისი უზენაეს სასამართლომდე , როგორც ადვოკატს, რომელთაგანაც 23 მოიგო. თუმცა მთლიან აფრო-ამერიკელთა მოსახლეობის ოფიციალური ორგანიზაცია არ არსებობს და არც მასობრივი მოძრაობა, რომელიც ხალხთა უმეტესობის ინტერესებზე საუბრობს. NAACP ყველაზე ახლოს დგას ორგანიზაციასთან, რომელიც დაკავებულია რასიზმის, დისკრიმინაციისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლით. ადგილობრივ დონეზე ბევრ გაერთიენებას აქვს ჩამოყალიბებული უხუცესთა კომიტეტები , რომლებიც პასუხისმგებლები არიან გაერთიანებათა სხვადასხვა ქმედებაზე. ეს კომიტეტები არიან არაოფიციალური, თუმცა ისინი განაგებენ თუ რა პოლიტიკური თუ სოციალური ხედვა ექნება ამ კონკრეტულ გაერთიანებას.
 
==== პოლიტიკური ორგანიზაცია ====