არტ-ნუვო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ფაილი MackmurdoWren1883.gif ამოღებულ იქნა, ვინაიდან იგი ვიკისაწყობში Siebrand-მა წაშალა.)
[[სურათი:nbgtbilisi.jpg|thumb|270px|ეროვნული ბანკის შენობა, ქართული არტ-ნუვო არქიტექტურაში]]
'''არტ-ნუვო''' ([[ფრანგ.]] Art Nouveau - "ახალი ხელოვნება"), იგივე '''მოდერნი''', სტილია [[ხელოვნება|ხელოვნებაში]], [[არქიტექტურა|არქიტექტურასა]] და [[დიზაინი|დიზაინში]], რომელმაც პოპულარობის პიკს მე-20 საუკუნის დასაწყისში მიაღწია. სხვა უფრო ლოკალური ტერმინები, რომელმაც წინაპირობა შეუქმნა რადიკალურ, როფორმისტულ შიკს მე-20 საუკუნის მოდერნიზმში იყო "იუგენდსტილი"' გერმანიაში და ნიდელანდებში და "სეცესიონსტილი" ვენაში, "ლიბერტი" იტალიაში, ხოლო "მოდერნიზმო" ესპანეთში, სადაც პროგრესული ხელოვანები და დიზაინერები სალონურ გამოფენათა მიმდინარეობას გამოეყვნენ, საკუთარი თავის უფრო კონგენიალურ გარემოებებში წარმოჩენისთვის.
 
რუსეთში ეს მიმდინარეობა სამხატვრო ჟურნალი "ხელოვნების სამყარო" ირგვლივ ტრიალებდა, რომელმაც რევოლუციური "[[ბალე-რუსი]]" (Ballets Russes) წარმოშვა. იტალიაში "სტილ-ლიბერტი" მიმდინარეობას საფუძველი ჩაუყარა ლონდონურმა მაღაზიამ "Liberty & Co", რომელიც თანამედროვე დიზაინს ავრცელებდა კომერციულ ასპექტში გამოსახული ხელოვნების ნიმუშებით. [[კატალონია|კატალონიაში]] "მოდერნიზმო" ძირითადად [[ბარსელონა|ბარსელონაში]] ვითარდებოდა და მისი ყველაზე ცნობილი პრაქტიკოსი [[გაუდი, ანტონიო|ანტონიო გაუდი]] გახლდათ. საქართველოში რუსეთის მსგავსად ამ სტილს მოდერნსაც უწოდებდნენ.
19 227

რედაქტირება