პავლე ციციანოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 49:
იქიდან გამომდინარე რომ ქართლ-კახეთი რუსეთს ექვემდებარეობოდა მისთვის ერთ-ერთ საშიშროებას წარმოადგენდა საინგილოს ტერიტორიაზე ბელაქანში გამაგრებული ლეკები რომლებიც დროდადრო აწიოკებდნენ კახეთის მოსახლეობას. ხოლო მას შემდეგ რაც უფლისწული ალექსანდრეც მათ შეუერთდა და იწევდა თბილისზე გასალაშქრად გადაწყდა რომ ბელაქანი გაენთავისუფლებინათ ლეკებისაგან და დაებრუნათ კახეთის იურისდიქციაში. 4500 ქართველ მოხალისეთა რაზმი რომელიც რუსეთის არმიას შეუერთდა, ციციანოვის მეთაურობით ალაზანს 1803 წლის 4 მარტს მიადგა, თუმცა მოწინააღმდეგის ცეცხლის გამო ვერ შესძლო მდინარეზე გადასვლა ხოლო 6 მარტს ალაზანი ანაგასთან გადაკვეთა. 1803 წლის 9 მარტს ბელაქანი იქნა აღებული ვასილი გულიაკოვის მეთაურობით, ხოლო ქალაქი ჯარი უბრძოლველად იქნა აღებული. 1803 წლის 12 აპრილს ჯარო-ბელაქნის მხარე რუსეთს ტერიტორიად გამოცხადდა. [[ელისუს სასულთნო|ელისუს სულთანათმა]] მორჩილება განუცხადა რუსეთს. აღნიშნული ლაშქრობის გამო ციციანოვმა [[ალექსანდრე ნეველის ორდენი]] მიიღო.
 
====იმერეთისა და სამეგრელოს შეერთება რუსეთთან====
1802 წელს დედოფალი ანა რომელიც იყო დავით მეფის ქვრივი ჩავიდა პეტერბურგში რათა ეთხოვა იმპერატორ ალექსანდრე I-სთვის შუამდგომლობა გაეწია მასსა და იმერეთის მეფე სოლომონ II-ს შორის რომელსაც მძევლად ყავდა მისი ძე რაჭაში მუხურის ციხეში გამომწყვდეული. ამისათვის სოლომონ მეფესთან მივლენილი იყო ალექსანდრე სოკოლოვი რომელმაც ასევე შესთავაზა რომ განეთავსებინა რუსული არმიის ნაწილები იმერეთში შემდგომ სამეგრელოს აღების მიზნით. სოკოლოვის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მისი მისია ჩავარდნილად გამოცხადდა. 1803 წლის 23 თებერვალს ციციშვილმა მიიღო ბრძანება რომ ნებისმიერი საშუალებით მომხდარიყო უფლისწულის განთავისუფლება. ციციშვილის იმერეთზე გაწევის სხვა მიზეზებად სახელდებოდა ქართლ-კახეთის მემკვიდრეების იულონისა და ფარნავაზის იმერეთში შეფარება, რომელთაც ბრალად ედებოდათ ქართლ-კახეთის ტახტისათვის ბრძოლა. მალევე თავად ციციშვილმა კანცელიარ ბრონევსკის პირით მოსთხოვა იმერეთის მეფეს ზემოთხსენებული უფლისწულების გადმოცემა და უფლისწულ კონსტანტინეს გათავისუფლება. იმერეთის მეფე უკვე ხვდებოდა იმას რომ სამეგრელომ მოითხოვა რუსეთისაგან დაცვა და მასთან გაერთიანება ჰქონდა გადაწყვეტილი. ყველაფერი ამის შემდეგ სოლომონ მეფემ გადაწყვიტა ისიც შესულიყო რუსეთის მფარველობის ქვეშ და ციციშვილთან შეთანხმებით პეტერბურგში გაგზავნა თავადი სოლომონ ლეონიძე რომელსაც დავალებული ჰქონდა მოეთხოვა იმპერატორისგან ქვეყნისთვის თავშესაფარი მას შემდეგ რაც სამეგრელო იტყოდა თანხმობას რუსეთთან ერთობაზე.
თავდაპირველად სოლომონ მეფემ თავი აარიდა რუსეთთან შეერთებას მაგრამ მას შემდეგ რაც ციციანოვის დავალებით მოხდა ოქროს ძღვენად მირთმევა დიდებულებისადმი, სწორედ იყვენენ ქაიხოსრო წერეთელი და გიორგი აბაშიძეს დაევალათ ამ სიმდიდრის განაწილება დიდებულებში და თავადაზნაურებში მათი მომხრობის გზით. მიზეზად დგინდებოდა სურამთან მომდგარი რუსული რაზმები, რომლებიც ელოდებოდნენ ნიშანს ციციანოვისაგან. სწორედ ძალადობის თავიდან ასაცილებლად მოხდა გადაწყვეტილება მიეღოთ მოექრთამათ იმერეთის დიდებულები. შედეგმაც არ დააყოვნა მალევე დიდებულებმა დაარწმუნეს იმერეთის მეფე სოლომონი რომ მშვიდობიანი გზით შეერთვოდნენ რუსეთს.