თეიმურაზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 154:
1634 წელს როსტოის პოლიტიკით უკმაყოფილო კახელებმა ქართლელ ზოგ თავადებთან ერტად თეიმურაზის ხელმძღვანელობით როსტომზე გაილაშქრეს. როსტომმა დაამარცხა აჯანყებულები. თეიმურაზი კახეეთში გადავიდა, სელიმ ხანი გააგდო და კახეთი დაიკავა. როსტომმა აზერბაიჯანის მაშველი ჯარით კახეთს სეუტია, თეიმურაზმა შერიგება გადაწყვიტა, როსტომს წერილი გაუგზავნა, გაახსენა დედოფალი თქვენი ბიძაშვილია, „ყიზილბაშთაგან მრავალლი ძალი და უსამარტლობა მჭირსო. და თუ რომ კიდეც დამეშავებინოს რამე, შიშით მიქნიაო და ტქვენი ტავადები რომელიც ჩვენთან არიანო, ფიცით შემოგარიგებთო და ჩემს თინათინს თქვენის ბრძანებით შაჰ-სეფი ყაენს ვაახლებო და შვა შემოდითო, ჩემს აოხრებულ სამკვიდრო მამულზე დაგვაყენონო“<ref>ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 36</ref>. როსტომს ეს ამბავი ძლიერ გაუხარდა. ყაენს მისწერა. ყაენმა უპასუხა, თქვენი შერიგება დიდად გვეამა და „ბატონიშვილი თინათინი დიდის პატივით გამოისტუმრეთო“. ამრიგად თეიმურაზის ასული თინათინი 1634 წლისათვის გაუგზავნიათ შაჰ-სეფისთან. შაჰმა თინათინი ცოლად შეირთო, მაგრამ შემდეგ ზოგი ცნობით იგი დაუღრჩვია, ზოგით კი მიუცია ლორისტანის ვალისათვის. შაჰმა ქრისტიანი თეიმურაზი ოფიციალურად ცნო კახეთის მეფედ. ერთხანს მშვიდობიანობა ჩამოვარდა. ახლა თეიმურაზი ისევ გარეთ ეძებდა მოკავშირეს როსტომისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში.
 
===რუსეთთან ურთიერთობა===
1635 წელს თეიმურაზმა ბერძენი მიტროპოლიტი ნიკიფორეს მეთაურობით ელჩობა გაგზავნა მოსკოვში. თეიმურაზი ატყობინებდა რუს ხელმწიფეს, რომ საქართველო შევიწროებულია გარეშე მტრებისაგან. წარსულში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას რეალური შედეგი არ მოჰყოლია, პირიქით, ამან გამოიწვია, რომ ქვეყანა ირანელებმა და ოსმალებმა დააქციეს. არანაკლებ აწუხებენ მას ლეკები და მთიელი ტომები და სთხოვა რუსეთის მეფეს, რომ დაღესტანში გაელაშქრა. თეიმურაზის ელჩი პატივით მიირეს, რვა თვე დააყოვნეს და შემდეგ რუსი ელჩობა გამოაყოლეს თავად თ. ვოლკონსკისა და დიაკონ ა. ხვატოვის მეთაურობით. ამ დროს რუსეთის მტავრობას ქართველებისათვის შეეძლო მხოლოდ მატერიალური დახმარება გაეწია და დიპლომატიური მოლაპარაკებიის გზით დაეცვა. თ. ვოკლონსკის მეთაურობით გამოგზავნილ ელჩობას ევალებოდა თეიმურაზისა, მისი შვილი დათუნასა და კახელი დარბაისელებისათვის რუსეთის მეფისადმი ერთგულების ფიცი მიეღებინებინათ. სხვათა შორის ელჩებს შორის სასულიერო პირებიც, კერძოდ არსენი სუხანოვიც ყოფილა ქართული ქრისტიანული ეკლესიის გასაცნობად. სასულიერო პირებს საქართველოში ქრისტიანობის მდგომარეობის გამოკვლევა ჰქონდათ დავალებული. ისინი მტრისაგან გარშემორტყმულ და შევიწროებულ ქართველებს საღვდელთმსახურო საკითხებზე ედავებოდნენ. საყურადღებოა, რომ რუსეთის პატრიარქის კომისიის შენიშვნებისათვის კახეთის სამღვდელოებას ანგარიში არ გაუწევია, და როცა ეს იოსებ იღუმენმა ტეიმურაზს შესჩივლა, მეფეს განუცხადებია, ახლა სალაშქროდ მივდივარ და რომ დავბრუნდები, სარწმუნოების საკითხები მერე განვიხილოთ, ისე კი ჩვენში ქრისტიანული სარწმუნოება რუსეთის გაქრისტიანებამდე არსებობდაო<ref>იასე ცინცაძე, „ვასილ გაგარასა და არსენ სუხანოვის ცნობები საქართველოს შესახებ“, თბ., 1965, გვ. 22-23</ref>.
 
1639 წელს თეიმურაზმა, დათუნამ და კახელმა დიდებულებმა ხელი მოაწერეს რუსეთის ერთგულების ფიცს. რუს ელჩებს თეიმურაზმა ნიკიფორე კვლავ გააყოლა და რუსეთის ხელმწიფისადმი მიწერილ წერილში კმაყოფილება გამოთქვა, რომ ამიერიდან რუსეთის ხელდებული იყო. ამასთან რეალურ დახმარებასაც ითხოვდა. კერძოდ, სამხედრო ძალებს ლეკების საწინააღმდეგოდ, რადგან ამ ლეკებმა გაანადგურესო ჩემი ქვეყანა. ამასთან მეფე თხოულობდა ციხის აშენებას იმ ადგილას, სადაც იყო მეფე ალექსანდრეს დროს, ანუ თუ ძნელი იქნებოდა, სადმე ახლოს მტებში. ეს ციხე თეიმურაზს საიმედო თავშესაფრად ესახებოდა უკიდურესი განსაცდელის ჟამს.
 
ახალი ელჩობით, რომელსაც თავადი მიშეცკი მეთაურობდა, რუსეთის მეფემ მხოლოდ ფულადი დახმარება აღმოუჩინა თეიმურაზს, სამხედრო დახმარებაზე კი უარი შემოუთვალა. კახეთის მეფისათვის რეალური სამხედრო დახმარების აღმოჩენა ანტისპარსული მოქმედება იქნებოდა, ეს კი მოსკოვის მეფის ინტერესებში არ შედიოდა. მოსკოვის მთავრობა თეიმურაზს ირანის შაჰთან მშვიდობიანი მოლაპარაკების შუამდგომლობას თავაზობდა. თავადი მიშეცკის ელჩობის მასალებიდან ჩანს, რომ ქართლის თავადები საიდუმო კავშირს ამყარებდნენ ტეიმურაზტან, ალექსანდრე იმერთა მეფესა და გურიელთან როსტომის ტბილისიდან გასადევნად. როსტომის განდევნის შემდეგ ქართლს თეიმურაზს მისცემდნენ და მისი ერთგული იქნებოდნენ. თეიმურაზი 1643 წლის 24 ნოემბერს მიშეცკის ეუბნებოდა, განსვენებული შაჰ-სეფიც მწერდა, რომ როსტომის თბილისიდან წაყვანა და ქართლის ჩემტვის მოცემა უნდოდა, მაგრამ, საუბედუროდ, გარდაიცვალაო<ref>„თავდი მიშეცკისა და დიაკი კლუჩარევის ელჩობა კახეთში, 1640-1643“, მ. პოლიევქტოვის გამ., ტფ., 1928, გვ. 150-151</ref>. როსტომს ეს ამბავი მხედველობიდან არ გამორჩენია და თეიმურაზი გაურთხილებია. მაგრამ თეიმურაზმა „ჩხუბისა და ავი საქმისაგან თავი არ აიღო და არ დასწყნარდა“, თუმცა როსტომ მეფეც აღიარებს, რომ „ქვეყანას ურბევდით და ბევრი ავი საქმე უქენითო“<ref>„ქრონიკები“, II, გვ. 463</ref>.
ახალი ელჩობით, რომელსაც თავადი მიშეცკი მეთაურობდა, რუსეთის მეფემ მხოლოდ ფულადი დახმარება აღმოუჩინა თეიმურაზს, სამხედრო დახმარებაზე კი უარი შემოუთვალა.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეიმურაზ_I“-დან