თეიმურაზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 154:
1634 წელს როსტოის პოლიტიკით უკმაყოფილო კახელებმა ქართლელ ზოგ თავადებთან ერტად თეიმურაზის ხელმძღვანელობით როსტომზე გაილაშქრეს. როსტომმა დაამარცხა აჯანყებულები. თეიმურაზი კახეეთში გადავიდა, სელიმ ხანი გააგდო და კახეთი დაიკავა. როსტომმა აზერბაიჯანის მაშველი ჯარით კახეთს სეუტია, თეიმურაზმა შერიგება გადაწყვიტა, როსტომს წერილი გაუგზავნა, გაახსენა დედოფალი თქვენი ბიძაშვილია, „ყიზილბაშთაგან მრავალლი ძალი და უსამარტლობა მჭირსო. და თუ რომ კიდეც დამეშავებინოს რამე, შიშით მიქნიაო და ტქვენი ტავადები რომელიც ჩვენთან არიანო, ფიცით შემოგარიგებთო და ჩემს თინათინს თქვენის ბრძანებით შაჰ-სეფი ყაენს ვაახლებო და შვა შემოდითო, ჩემს აოხრებულ სამკვიდრო მამულზე დაგვაყენონო“<ref>ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 36</ref>. როსტომს ეს ამბავი ძლიერ გაუხარდა. ყაენს მისწერა. ყაენმა უპასუხა, თქვენი შერიგება დიდად გვეამა და „ბატონიშვილი თინათინი დიდის პატივით გამოისტუმრეთო“. ამრიგად თეიმურაზის ასული თინათინი 1634 წლისათვის გაუგზავნიათ შაჰ-სეფისთან. შაჰმა თინათინი ცოლად შეირთო, მაგრამ შემდეგ ზოგი ცნობით იგი დაუღრჩვია, ზოგით კი მიუცია ლორისტანის ვალისათვის. შაჰმა ქრისტიანი თეიმურაზი ოფიციალურად ცნო კახეთის მეფედ. ერთხანს მშვიდობიანობა ჩამოვარდა. ახლა თეიმურაზი ისევ გარეთ ეძებდა მოკავშირეს როსტომისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში.
 
==რუსეთთან ურთიერთობა==
1635 წელს თეიმურაზმა ბერძენი მიტროპოლიტი ნიკიფორეს მეთაურობით ელჩობა გაგზავნა მოსკოვში. თეიმურაზი ატყობინებდა რუს ხელმწიფეს, რომ საქართველო შევიწროებულია გარეშე მტრებისაგან. წარსულში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას რეალური შედეგი არ მოჰყოლია, პირიქით, ამან გამოიწვია, რომ ქვეყანა ირანელებმა და ოსმალებმა დააქციეს. არანაკლებ აწუხებენ მას ლეკები და მთიელი ტომები და სთხოვა რუსეთის მეფეს, რომ დაღესტანში გაელაშქრა. თეიმურაზის ელჩი პატივით მიირეს, რვა თვე დააყოვნეს და შემდეგ რუსი ელჩობა გამოაყოლეს თავად თ. ვოლკონსკისა და დიაკონ ა. ხვატოვის მეთაურობით.
1635 წელს თეიმურაზმა ბერძენი მიტროპოლიტი ნიკიფორეს მეთაურობით ელჩობა გაგზავნა მოსკოვში. თეიმურაზი ატყობინებდა რუს ხელმწიფეს, რომ საქართველო შევიწროებულია გარეშე მტრებისაგან. წარსულში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას რეალური შედეგი არ მოჰყოლია, პირიქით, ამან გამოიწვია, რომ ქვეყანა ირანელებმა და ოსმალებმა დააქციეს. არანაკლებ აწუხებენ მას ლეკები და მთიელი ტომები და სთხოვა რუსეთის მეფეს, რომ დაღესტანში გაელაშქრა. თეიმურაზის ელჩი პატივით მიირეს, რვა თვე დააყოვნეს და შემდეგ რუსი ელჩობა გამოაყოლეს თავად თ. ვოლკონსკისა და დიაკონ ა. ხვატოვის მეთაურობით. ამ დროს რუსეთის მტავრობას ქართველებისათვის შეეძლო მხოლოდ მატერიალური დახმარება გაეწია და დიპლომატიური მოლაპარაკებიის გზით დაეცვა. თ. ვოკლონსკის მეთაურობით გამოგზავნილ ელჩობას ევალებოდა თეიმურაზისა, მისი შვილი დათუნასა და კახელი დარბაისელებისათვის რუსეთის მეფისადმი ერთგულების ფიცი მიეღებინებინათ. სხვათა შორის ელჩებს შორის სასულიერო პირებიც, კერძოდ არსენი სუხანოვიც ყოფილა ქართული ქრისტიანული ეკლესიის გასაცნობად. სასულიერო პირებს საქართველოში ქრისტიანობის მდგომარეობის გამოკვლევა ჰქონდათ დავალებული. ისინი მტრისაგან გარშემორტყმულ და შევიწროებულ ქართველებს საღვდელთმსახურო საკითხებზე ედავებოდნენ. საყურადღებოა, რომ რუსეთის პატრიარქის კომისიის შენიშვნებისათვის კახეთის სამღვდელოებას ანგარიში არ გაუწევია, და როცა ეს იოსებ იღუმენმა ტეიმურაზს შესჩივლა, მეფეს განუცხადებია, ახლა სალაშქროდ მივდივარ და რომ დავბრუნდები, სარწმუნოების საკითხები მერე განვიხილოთ, ისე კი ჩვენში ქრისტიანული სარწმუნოება რუსეთის გაქრისტიანებამდე არსებობდაო<ref>იასე ცინცაძე, „ვასილ გაგარასა და არსენ სუხანოვის ცნობები საქართველოს შესახებ“, თბ., 1965, გვ. 22-23</ref>.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეიმურაზ_I“-დან