ჯალალედინ რუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 41:
1219 წელს (ზოგი ვერსიით - 1217 წელს) ბაჰა ედ-დინ ვალადი იძულებული შეიქნა ოჯახთან ერთად, გასცლოდა მშობლიურ ქალაქს და მთელ ხორასანს, რადგან [[მონღოლები|მონღოლთა შემოსევები]] სულ უფრო ხშირი და აუტანელი გახდა და მათი ტირანიის უღელქვეშ ცხოვრება ნამდვილად შეუძლებელი გახდა. მონღოლების კვალდაკვალ დევნის გამო, დაიწყეს მოგზაურობა და მოიარეს იმდროინდელი აღმოსავლური სამყაროს ყველა დიდი თუ წმინდა ქალაქი. ნიშაბურიდან ბაჰა ედ-დინის ოჯახი [[ბაღდადი|ბაღდადისკენ]] გაემართა, სადაც ბევრ მეცნიერსა და სუფიას შეხვდნენ.<ref>Ahmed, Nazeer, Islam in Global History: From the Death of Prophet Muhammed to the First World War, p.58, Xlibris Corporation (2000), ISBN 978-0-7388-5962-0</ref> ბაღდადიდან მათ ჰიჯაზისკენ აიღეს გეზი, ჩავიდნენ [[მექა|მექაში]] და [[ჰაჯი]] შეასრულეს. ბოლოს ორიოდე წლით დაფუძნდნენ რუმის სასულთნოს პატარა ქალაქ მალათიაში, შემდეგ აკშეჰირში, ყარამანში და ლარენდაში, სადაც გაატარეს ცხოვრების შვიდი წელი. 1225 წელს გარდაიცვალა დედა, მუმინე-ხათუნი, ამავე წელს ჯალალ ედ-დინი დაქორწინდა გოუჰარ-ხათუნზე. ერთი წლის შემდეგ მათ შეეძინათ ვაჟი - სულთან-ველედი, რომელმაც შემდგომში დაწერა პოემა “ვალად-ნამე” - პაპის და მამის ცხოვრების ამსახველი პოეტური ქმნილება, ასევე “ფიჰე მა ფიჰე” (მასშია ის, რაც მასშია) - მევლანას რჩევა-დარიგებანი, სენტენციები და გამონათქვამები. რუმის პირველ მეუღლესთან ჰყავდა კიდევ ერთი ვაჟი - ალა ედ-დინ ჩალაბი, გოუჰარ-ხათუნის გარდაცვალების შემდეგ კი მეორედ იქორწინა და შეეძინა ვაჟი და ასული: ამირ ამილ ჩალაბი და მალაქე-ხათუნი.<ref>ელერდაშვილი, ა. (2014). ჯალალ ედ-დინ რუმი (მთარგმნელის წინასიტყვაობა). თბილისი, საქართველო: მთარგმნელის ბიბლიოთეკა.</ref>
 
ლარენდაში გატარებული მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება დასრულდა იმით, რომ სულთანმა [[ქეიყუბად I|ალა ედ-დინ ქეი-ყობადმა]] (ზეობის წლები - 1219-1236) პირადად მიიწვია ბაჰა ედ-დინ ვალადი რუმის სასულთნოს მთავარ ქალაქ კონიაში და შესთავაზა სათავეში ჩასდგომოდა ერთ-ერთ ღირსეულ პრესტიჟულ სასულიერო სასწავლებელს. პოეტის მამამ ეს მიწვევა მიიღო და ოჯახი 1228 წელს კონიაში გადასახლდა, 1240-1241 წელს კი ბაჰა ედ-დინ ვალადი გარდაიცვალა და მისი ადგილი დაიკავა 24 წლის ჯალალ ედ-დინმა, რომელიც მაშინვე შევიდა ადგილობრივ რელიგიურ ავტორიტეტთა ელიტარულ წრეში. ჯალალ ედ-დინ რუმი კონიაში სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. აღსანიშნავია, რომ XIII საუკუნის დასაწყისში კონიას და მთლიანად რუმის სასულთნოს შუა აზიიდან, ხორასნიდან და ცენტრალური ირანიდან თავი შეაფარეს მონღოლთაგან დევნილმა რელიგიურ-სამეცნიერო თუ კულტურულ-ლიტერატურული წრეების ცნობილმა წარმომადგენლებმა. 1232 წელს თერმეზიდან კონიაში ჩავიდა ჯალალ ედ-დინის მამის ახლო მეგობარი საიდ ბურხან ედ-დინ და მთელი თავისი მოღვაწეობა მეგობრის შვილის აღზრდა-განათლებას შესწირა, ცხრა წლის განმავლობაში ჯალალ ედ-დინი თერმეზელი სწავლულის მიურიდი (მოსწავლე) იყო, რომელთაგან შვიდი წელი მათ ერთად გაატარეს [[დამასკო|დამასკოსა]] და [[ალეპო|ჰალაბის (ალეპოს)]] სასულიერო სასწავლებლებში, ხოლო კონიაში დაბრუნების შემდეგ, მათ იქ სხვა სულთანი - [[ქეი-ხოსროვ II|ღიას ედ-დინ ქაიხოსრო II]] დახვდათ, რომელმაც კვლავ მიიწვია ჯალალ ედ-დინი მედრესეს ხელმძღვანელად და მას უკვე მიეცა უფლება დიდგვაროვანთა შვილების მოძღვარიც ყოფილიყო. ამ პერიოდში რუმი [[ისლამი|ისლამის]] იურისტი ხდება, ყურანის კომენტარების მსგავსი ტექსტების შედგენას იწყებს, გამოსცემს [[ფათვებს]].<ref>Grousset, Rene, The Empire of the Steppes: A History of Central Asia, (Rutgers University Press, 2002), 157; "…the Seljuk court at Konya adopted Persian as its official language."</ref><ref>Aḥmad of Niǧde's "al-Walad al-Shafīq" and the Seljuk Past, A. C. S. Peacock, Anatolian Studies, Vol. 54, (2004), 97; With the growth of Seljuk power in Rum, a more highly developed Muslim cultural life, based on the Persianate culture of the Great Seljuk court, was able to take root in Anatolia</ref><ref>Carter Vaughn Findley, “The Turks in World History”, Oxford University Press, Nov 11, 2004. p. 72: Meanwhile, amid the migratory swarm that Turkified Anatolia, the dispersion of learned men from the Persian-speaking east paradoxically made the Seljuks court at Konya a new center for Persian court culture, as exemplified by the great mystical poet Jelaleddin Rumi (1207–73).</ref><ref>Franklin Lewis, Rumi: Past and Present, East and West, Oneworld Publications, 2000. How is it that a Persian boy born almost eight hundred years ago in Khorasan, the northeastern province of greater Iran, in a region that we identify today as Central Asia, but was considered in those days as part of the Greater Persian cultural sphere, wound up in Central Anatolia on the receding edge of the Byzantine cultural sphere, in which is now Turkey</ref>
 
== შამსე-თაბრიზი ==
 
1244 წლის 26 ნოემბერს მოხეტიალე დერვიში შამს ედ-დინ მოჰამად თავრიზელი მოულოდნელად გამოჩნდა ქალაქ კონიაში, სადაც იგი დამასკოდან ჩავიდა. ერთ დღეს ამ დერვიშმა დაინახა მისკენ მიმავალი კაცი, რომელიც დარბაისელი სახით იარებოდა და გარს ერტყა მოსწავლეთა და თაყვანისმცემელთა ბრბო. აშკარად ჩანდა, რომ ეს კაცი ქალაქის წარჩინებული პირი იყო და მას უკვე ჯალალ ედ-დინი ერქვა. დერვიში წამოდგა და გაეშურა მისკენ და მათ შორის შედგა მოკლე საუბარი რელიგიურ თემაზე, რამაც იმდენად დააინტერესა ორივე, რომ ისინი პრაქტიკულად განუდგნენ მიწიერ ცხოვრებას და 16 თვის განმავლობაში საუბრობდენ მათთვის საინტერესო საკითხებზე, რამაც რუმის ცხოვრება ძირეულად შეცვალა. შამს ედ-დინ თავრიზელი იდუმალებით მოცულ პიროვნებად დარჩა ყველასთვის და ვარაუდობდნენ კიდეც, რომ ეს წარმოსახვითი, ლეგენდარული პიროვნება იყო ისეთივე, როგორც სპარსელი პოეტების ფანტაზიით შექმნილი პერსონაჟი. თუმცა ირკვევა, რომ ეს ნამდვილად არსებული ისტორიული პიროვნება იყო. შამსე ბიძგისმიმცემი და სულისჩამდგმელი გახდა იმ პოეტისთვის, რომელიც დღეს კაცობრიობის ისტორიაში სუფიზმის უდიდეს წარმომადგენლი ითვლება. მალე ეს იდუმალებით მოცული პიროვნება ისევე უცნაურად გაქრა კონიიდან, როგორც გამოჩნდა. არსებობს მოსაზრება, რომ შამსე-თაბრიზი რუმის ვაჟმა, ალა უდ-დინმა მოაკვლევინა.<ref>"Hz. Mawlana and Shams". semazen.net.</ref> ვარაუდობდნენ, რომ იგი 1247 წელს მოკლეს, მაგრამ მისი ნეშტი ვერსად იპოვეს. ამ ფაქტმა უდიდესი ტკივილი და ვნებათაღელვა გამოიწვია მისი მეგობრის, მომავალი დიდი პოეტის ცხოვრებაში. ჯალალ ედ-დინ რუმი დაუბრუნდა მედრესეს და განაგრძო თავისი საქმიანობა, მსმენელებს და მოსწავლეებს იგი უკვე შამსე-თაბრიზის, მისთვის სიცოცხლის მზის სახელით ესაუბრებოდა და ჭეშმარიტების შესაცნობად საკუთარი არსების შეცნობას სთავაზობდა და თან მრავალ იგავს იშველიებდა ან იქვე თხზავდა ექსპრომტად უცნაური სულიერებით და აზრებით განმსჭვალულ ლექსებს (რასაც იწერდნენ მოსწავლეები და შემდეგ ავრცელებდნენ და ინახავდნენ). იმავე წლებში დაარსდა მევლევის ორდენი ანუ “მბრუნავ დერვიშთა საძმო”, რომლის წევრებიც სიცოცხლის იდუმალებასა და სიბრძნეში წვდომას ცდილობდნენ სულიერი ექსტაზის, სიმღერის, ცეკვისა და პოეზიის საშუალებით. შამსეს გაქრობის შემდეგ ჯალალ ედ-დინ რუმი ერთხანს სასოწარკვეთილებამ მოიცვა, მაგრამ ამას მოჰყვა კიდევ ერთი “სასწაული” მის ცხოვრებაში: მედრესეს მასწავლებელმა და მოძღვარმა უცებ იგრძნო, რომ შამსის სული მის სხეულში ჩასახლდა და ერთ ”მიწიერ ჭურჭელში” ორმა სუბსტანციამ განაგრძო ერთად სიცოცხლე. რუმის ბიოგრაფების თანახმად, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ის პოეტურ საქმიანობას აქტიურად შეუდგა. ყველა თავისი ლექსის ავტორად თვლიდა არა საკუთარ თავს, არამედ მასში მცხოვრებ მეორე “მე”-ს, რომელსაც შამსე თაბრიზის სახელით წარმოადგენდა ყაზალების ბოლოს. სწორედ ამ პერიოდში, 1247-1273 წლებში შეიქმნა მთელი ის ლიტერატურული მემკვიდრეობა, რამაც ჯალალ ედ-დინ რუმის საქვეყნოდ გაუთქვა სახელი, როგორც მის თანამედროვე ეპოქაში, ასევე მომავალ ეპოქებშიც. რუმიმ 24 წლის განმავლობაში 3229 ყაზალი დაწერა. ის ევროპამ ისლამური სამყაროს შექსპირად აღიარა. მაგალითად, 2001 წელს აშშ-ში კოლმან ბარქსის (Colman Barks) მიერ თარგმნილი ყაზალები და რობაიები ჯალალ ედ-დინ რუმისა 500 ათასი ტირაჟით გაიყიდა და რუმი აღიარეს აშშ-ს 21-ე საუკუნის პირველი ათწლედის ყველაზე პოპულარულ პოეტად. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მევლევის დერვიშთა საძმო, რომელიც დღემდე არსებობს, მხოლოდ რუმის პოეზიის ნიმუშების თანხლებით მართავს მედიტაციებს და მისტიკურ რიტუალებს.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯალალედინ_რუმი“-დან