ჯალალედინ რუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 39:
მევლანას მამა იყო სახელად მოჰამად იბნ ჰუსეინი (დაიბადა 1148 წელს), შემდგომ კი იხსენიებდნენ შემდეგნაირად - ბაჰა ედ-დინ ვალადი ({{lang-ar|}}ბრწყინვალება სარწმუნოებისა - بها الدین ولد), მოგვიანებით კი “სულთან ალ-ულამა”, ანუ მეცნიერთა (სწავლულთა) სულთანიც კი უწოდეს (سلطام العلماء). გარდა იმისა, რომ ბაჰა ყურანის კარგად მცოდნე იყო, მას თეოლოგის და იურისტის სტატუსიც ჰქონდა. მომავალი პოეტის წინაპრები მამის მსგავსად ცნობილი ჰანაფიტი იურისტები იყვნენ. ცნობილია დედის სახელიც - მუმინე-ხათუნი (“მუმინე” - ღვთისნიერი, ერთგული და “ხათუნი” - ქალი, ქალბატონი) ბაჰა ედ-დინ ვალადი განათლებული და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი კაცი იყო და მას ხშირად უხდებოდა ხორასნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქ ნიშაბურში ჩასვლა ([[ომარ ხაიამი|ომარ ხაიამის]] მშობლიური ქალაქია). ნიშაბურში მან ერთხელ თავისი შვილი, ყრმა მოჰამადიც წაიყვანა, სადაც შეხვდნენ იმ დროისთვის უკვე სახელმოხვეჭილ სპარსელ პოეტს და სუფიზმის ერთ-ერთ გამოჩენილ მოღვაწეს ფარიდ ედ-დინ ათარს (დაიბადა 1141 წელს). სახელოვანი ფარიდ ედ-დინ ათარის და მომავალი პოეტის, ჯალალ ედ-დინ რუმის შესახებაც ჰყვებოდნენ სუფიზმის და მის მსგავს მოძღვრებათა მიმდევარნი ნაირგვარ ამბებს. რუმის ბავშვობიდანვე მიაწერეს სასწაულებრივ მოვლენებთან დაპირისპირება, უზენაეს სამყაროთაგან მოვლენილ სულებთან შეხვედრები და ა.შ. სულთამხილავმა ფარიდ ედ-დინ ათარმა მის მეგობრის ბაჰა ედ-დინის ვაჟის არსებაში თავისი მემკვიდრე, მომავალში სრულიად სუფიზმის უპირველისი მოძღვარი განჭვრიტა და მას აჩუქა თავისი მისტიკური პოემა - “ასრარ-ნამე” (იდუმალებათა წიგნი) - და ამ ძღვენს საგანგებო ღვთიური კურთხევაც (ბარაქა) მიაყოლა, რითაც მომავალი პოეტი და მოძღვარი შეძლებდა ადამიანში სულიერი “არხების” გახსნას და უზენაესი სამყაროს შეცნობას. მის მამას კი უთხრა: “შენი შვილი დედამიწაზე აღანთებს ცეცხლს, რითაც ღვთისმსახურებას გამაოგნებელი ელვარება შეემატება”.<ref>Franklin Lewis, Rumi: Past and Present, East and West, Oneworld Publications, 2008 (revised edition). pp. 90–92: "Baha al-Din’s disciples also traced his family lineage to the first caliph, Abu Bakr (Sep 9; Af 7; JNO 457; Dow 213). This probably stems from willful confusion over his paternal great grandmother, who was the daughter of Abu Bakr of Sarakhs, a noted jurist (d. 1090). The most complete genealogy offered for family stretches back only six or seven generations and cannot reach to Abu Bakr, the companion and first caliph of the Prophet, who died two years after the Prophet, in C.E. 634 (FB 5–6 n.3)."</ref><ref>H. Algar, “BAHĀʾ-AL-DĪN MOḤAMMAD WALAD“, Encyclopedia Iranica. There is no reference to such descent in the works of Bahāʾ-e Walad and Mawlānā Jalāl-al-Dīn or in the inscriptions on their sarcophagi. The attribution may have arisen from confusion between the caliph and another Abū Bakr, Šams-al-Aʾemma Abū Bakr Saraḵsī (d. 483/1090), the well-known Hanafite jurist, whose daughter, Ferdows Ḵātūn, was the mother of Aḥmad Ḵaṭīb, Bahāʾ-e Walad’s grandfather (see Forūzānfar, Resāla, p. 6). Tradition also links Bahāʾ-e Walad’s lineage to the Ḵᵛārazmšāh dynasty. His mother is said to have been the daughter of ʿAlāʾ-al-Dīn Moḥammad Ḵārazmšāh (d. 596/1200), but this appears to be excluded for chronological reasons (Forūzānfar, Resāla, p. 7)</ref><ref>(Ritter, H.; Bausani, A. "ḎJalāl al- Dīn Rūmī b. Bahāʾ al-Dīn Sulṭān al-ʿulamāʾ Walad b. Ḥusayn b. Aḥmad Ḵhaṭībī ." Encyclopaedia of Islam. Edited by: P. Bearman, Th. Bianquis, C.E. Bosworth, E. van Donzel and W.P. Heinrichs. Brill, 2009. Brill Online. Excerpt: "known by the sobriquet Mawlānā (Mevlâna), Persian poet and founder of the Mawlawiyya order of dervishes"): "The assertions that his family tree goes back to Abū Bakr, and that his mother was a daughter of the Ḵhwārizmshāh ʿAlāʾ al-Dīn Muḥammad (Aflākī, i, 8–9) do not hold on closer examination (B. Furūzānfarr, Mawlānā Ḏjalāl Dīn, Tehrān 1315, 7; ʿAlīnaḳī Sharīʿatmadārī, Naḳd-i matn-i mathnawī, in Yaghmā, xii (1338), 164; Aḥmad Aflākī, Ariflerin menkibeleri, trans. Tahsin Yazıcı, Ankara 1953, i, Önsöz, 44).")</ref>
 
1219 წელს (ზოგი ვერსიით - 1217 წელს) ბაჰა ედ-დინ ვალადი იძულებული შეიქნა ოჯახთან ერთად, გასცლოდა მშობლიურ ქალაქს და მთელ ხორასანს, რადგან [[მონღოლები|მონღოლთა შემოსევები]] სულ უფრო ხშირი და აუტანელი გახდა და მათი ტირანიის უღელქვეშ ცხოვრება ნამდვილად შეუძლებელი გახდა. მონღოლების კვალდაკვალ დევნის გამო, დაიწყეს მოგზაურობა და მოიარეს იმდროინდელი აღმოსავლური სამყაროს ყველა დიდი ქალაქი თუ წმინდა ადგილი და ბოლოს ორიოდე წლით დაფუძნდნენ რუმის სასულთნოს პატარა ქალაქ მალათიაში, შემდეგ აკშეჰირში, ყარამანში და ლარენდაში, სადაც გაატარეს ცხოვრების შვიდი წელი. 1225 წელს გარდაიცვალა დედა, მუმინე-ხათუნი, ამავე წელს ჯალალ ედ-დინი დაქორწინდა გოუჰარ-ხათუნზე. ერთი წლის შემდეგ მათ შეეძინათ ვაჟი - სულთან-ველედი, რომელმაც შემდგომში დაწერა პოემა “ვალად-ნამე” - პაპის და მამის ცხოვრების ამსახველი პოეტური ქმნილება, ასევე “ფიჰე მა ფიჰე” (მასშია ის, რაც მასშია) - მევლანას რჩევა-დარიგებანი, სენტენციები და გამონათქვამები. რუმის პირველ მეუღლესთან ჰყავდა კიდევ ერთი ვაჟი - ალა ედ-დინ ჩალაბი, გოუჰარ-ხათუნის გარდაცვალების შემდეგ კი მეორედ იქორწინა და შეეძინა ვაჟი და ასული: ამირ ამილ ჩალაბი და მალაქე-ხათუნი.<ref>ელერდაშვილი, ა. (2014). ჯალალ ედ-დინ რუმი (მთარგმნელის წინასიტყვაობა). თბილისი, საქართველო: მთარგმნელის ბიბლიოთეკა.</ref>
 
ლარენდაში გატარებული მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება დასრულდა იმით, რომ სულთანმა [[ქეიყუბად I|ალა ედ-დინ ქეი-ყობადმა]] (ზეობის წლები - 1219-1236) პირადად მიიწვია ბაჰა ედ-დინ ვალადი რუმის სასულთნოს მთავარ ქალაქ კონიაში და შესთავაზა სათავეში ჩასდგომოდა ერთ-ერთ ღირსეულ პრესტიჟულ სასულიერო სასწავლებელს. პოეტის მამამ ეს მიწვევა მიიღო და ოჯახი 1228 წელს კონიაში გადასახლდა, 1231 წელს კი ბაჰა ედ-დინ ვალადი გარდაიცვალა და მისი ადგილი დაიკავა 24 წლის ჯალალ ედ-დინმა, რომელიც მაშინვე შევიდა ადგილობრივ რელიგიურ ავტორიტეტთა ელიტარულ წრეში.
 
ქალაქი კონია ახლანდელი თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ცენტრალური [[ანატოლია|ანატოლიის]] ზეგანზე მდებარეობს და არის კონიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (მოსახლეობა - თითქმის 1,5 მილიონი); ეს ქალაქი უძველესი დროიდანაა ცნობილი იკონიუმის სახელწოდებით და იხსენიება ძველი [[ფრიგია|ფრიგიის]] ქალაქებს შორის. ძვ.წ.აღ. I - ახ.წ.აღ. III საუკუნეებში შედიოდა [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]], ხოლო შემდეგ - [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის იმპერიის]] შემადგენლობაში. შემდეგ ისევე, როგორც მთელი ახლო აღმოსავლეთი, შევიდა არაბული სახალიფოს შემადგენლობაში, ხოლო 1077-1307 წლებში იყო [[რუმის სასულთნო|რუმის]] (იგივე კონიის) სასულთნოს ნაწილი, 1096 წლიდან კი მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი. XIII საუკუნის პირველ მეოთხედში, როცა ჯალალ ედ-დინ რუმის მამის ხორასნიდან დევნილმა ოჯახმა თავი შეაფარა რუმის სასულთნოს, ეს ფეოდალური სახელმწიფო თავისი აღზევების ზენიტში იყო უკვე ხსენებული სულთნის, ალა ედ-დინ ქეი-ყობადის ზეობისას, და მისი საზღვრები ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიათა შემოერთების ხარჯზე დარდანელის და ბოსფორის სრუტეებამდეც კი ვრცელდებოდა, თუმცა 1243 წელს რუმის სასულთნოს ჯარმა [[ქოსე-დაღის ბრძოლა|ქოსე-დაღის ბრძოლაში]] მონღოლების მორიგ შემოსევას ვერ გაუძლო, დამარცხდა და მათი ვასალი გახდა. 1307 წელს რუმის სასულთნო ოსმალეთის დიდი იმპერიის ნაწილი გახდა.
 
XIII საუკუნის დასაწყისში კონიას და მთლიანად რუმის სასულთნოს შუა აზიიდან, ხორასნიდან და ცენტრალური ირანიდან თავი შეაფარეს მონღოლთაგან დევნილმა რელიგიურ-სამეცნიერო თუ კულტურულ-ლიტერატურული წრეების ცნობილმა წარმომადგენლებმა. 1232 წელს თერმეზიდან კონიაში ჩავიდა ჯალალ ედ-დინის მამის ახლო მეგობარი საიდ ბურხან ედ-დინ და მთელი თავისი მოღვაწეობა მეგობრის შვილის აღზრდა-განათლებას შესწირა, ცხრა წლის განმავლობაში იყო ჯალალ ედ-დინი თერმეზელი სწავლულის მიურიდი (მოსწავლე), რომელთაგან შვიდი წელი მათ ერთად გაატარეს [[დამასკო|დამასკოსა]] და [[ალეპო|ჰალაბის (ალეპოს)]] სასულიერო სასწავლებლებში, ხოლო კონიაში დაბრუნების შემდეგ, მათ იქ სხვა სულთანი - [[ქეი-ხოსროვ II|ღიას ედ-დინ ქაიხოსრო II]] დახვდათ, რომელმაც კვლავ მიიწვია ჯალალ ედ-დინი მედრესეს ხელმძღვანელად და მას უკვე მიეცა უფლება დიდგვაროვანთა შვილების მოძღვარიც ყოფილიყო.
 
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯალალედინ_რუმი“-დან