ჯალალედინ რუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 31:
== სახელი ==
 
ირანში, როგორც წესი, მას “მევლევიდ” მოიხსენიებენ, რაც ნიშნავს “ჩემს მოძღვარს, ბატონს...”, თუმცა არის მეორე ვარიანტიც - “მევლანა” (მოულანა), რასაც იგივე მნიშვნელობა აქვს. ამ უკანასკნელს უფრო თურქულენოვანი ხალხი იყენებს. დაბადებისას მომავალი პოეტისთვის ასეთი სახელი უწოდებიათ: მოჰამად იბნ მოჰამად იბნ ჰოსეინ ჰოსეინი ხათიბი ბაქრი ბალხი. ყველა დანარჩენი ატრიბუტი ვინაობის მოხსენიებისა მან მოგვიანებით შეიძინა, როგორიცაა: “ჯალალ ედ-დინ” (დიდება სარწმუნოებისა), მევლევი და მევლანა, რუმი (რუმელი, ანუ “რუმ”-ში მცხოვრები) და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რომ ბიზანტია აღმოსავლეთ რომის იმპერიისგან აღმოცენდა, აღმოსავლური სამყარო ანატოლიის რეგიონს "რუმად" იცნობდა. თუმცა მევლანას სრული სახელის წარმოთქმისას ირანში “ბალხს” ანიჭებენ უპირატესობას და არა “რუმს”. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასევე ცნობილია ფსევდონიმებად მიჩნეული სპარსული სიტყვები, რასაც უფრო ნაკლებად ვხვდებით სამეცნიერო ლიტერატურაში, როგორც თახალუსს, მაგრამ მათი არსებობა მაინც დადასტურებულია, ესენია: “ხოდავანდგარ” (მეუფე, მბრძანებელი) და “ხამუშ” (მდუმარე). ეს უკანასკნელი ხსენებულ თახალუსადაც აქვს გამოყენებული პოეტს.<ref>ელერდაშვილი, ა. (2014). ჯალალ ედ-დინ რუმი (მთარგმნელის წინასიტყვაობა). თბილისი, საქართველო: მთარგმნელის ბიბლიოთეკა.</ref>
 
== ცხოვრების ადრეული წლები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯალალედინ_რუმი“-დან