ვენის წრე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 10:
[[პირველი მსოფლიო ომი|პირველი მსოფლიო ომისა]] და [[ბონი|ბონში]] პედაგოგიური მოღვაწეობის დამთავრების შემდეგ ჰანს ჰანი [[1921]] წელს ვენის უნივერსიტეტში დაბრუნდა პროტო-წრის მოღვაწეობის განახლების განზრახვით. ამავდროულად ჰანმა დაარწმუნა უნივესიტეტის კომიტეტი, რომ ინდუქციურ მეცნიერებათა კათედრის პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე მორიც შლიკი, - კილის უნივერსიტეტის ფილოსოფიის მასწავლებელი, - მიეღოთ და ორგანიზება გაუკეთა მის გადმოსვლას ვენაში.
 
პროფესორის თანამდებობაზე საინაგურაციოსაინაუგურაციო სიტყვაში [[1922]] წელს მ. შლიკის მიერ დეკლარირებული იქნა სურვილი ვენაში მახისა და ბოლცანოს სულისკვეთების შენახვისა; მან აგრეთვე მხარდაჭერა გამოუცხადა ახალ იდეებს ნატურალურ ფილოსოფიაში. თანამდებობის დაკავების შემდეგ შლიკმა შექმნა სადისკუსიო ჯგუფი, რომელიც ცნობილია როგორც ვენის მეორე წრე (შემდგომში უბრალოდ „ვენის წრე“) და ითვლება ლოგიკური პოზიტივიზმის (ნეოპოზიტივიზმის) იდეურ ბირთვად. წრის შეკრებების დღე ყოველი მეორე ხუთშაბათი იყო. ეს შეხვედრები დახურულ ხასიათს ატარებდნენ - შლიკი „ხუთშაბათობებზე“ პირადად იწვევდა გამოჩენილ მათემატიკოსებსა და ფილოსოფოსებს. ამ შეხვედრების მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც წარმოჩენილი სტუდენტები, ასევე გამოცდილი პედაგოგები. ვენის მეორე წრეში მონაწილეობდნენ ისეთი ადამიანები, როგორც ო. ნეირატი, გ. ფეიგლი, ბ. ე. ცილზელი, ბ. იუხოსი, გ. ნეიდერი, რ. კარნაპი, ფ. კაუფმანი, ჰ. ჰანი, კ. მენგერი, თ. რადაკოვიჩი და კ. გიოდელი.
 
ლუდვიგ ვიტგენშტაინის „ლოგიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატი“ ([[1921]]) წრეში ფართოდ განიხილებოდა [[1926]] - [[1927]] აკადემიურ წელს, ხოლო [[1927]] წლის ზაფხულში წრის მონაწილეები ვიტგენშტაინს პირადად ხვდებოდნენ.
 
[[1935]] წელს პრაღაში ტარდება უნიფიცირებული მეცნიერების პირველი საერთაშორისო კონგრესი, რომელზედაც წრის წევრები წარდგნენ როგორც ერთიანი ფილოსოფიური მიმდინარეობა. კონგრესში მონაწილეობა დაახლოებით 170-მა მეცნიერმა მიიღო 20 ქვეყნიდან. სხვა თემებთან ერთად განიხილებოდა „უნიფიცირებული მეცნიერების ენციკლოპედიის“ შექმნის საკითხი. [[1936]] წელს კოპენჰაგენში ჩატარდა უნიფიცირებული მეცნიერების მეორე საერთაშორისო კონგრესი თემაზე „მიზეზობრიობის პრობლემა. ფიზიკისა და ბიოლოგიის კონკრეტული პრობლემები“.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვენის_წრე“-დან