აწინკნური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 40:
}}
 
'''აწინკნური ენა''' (ბოშური ენა, აწინკ. {{Lang-rom|romani čhib}}) — [[აწინკნები]]ს, [[ბოშები]]ს ენა. განეკუთვნება [[ინდოევროპული ენები|ინდოევროპულ ენათა ოჯახის]] ინდური ჯგუფის ახალინდურ ენათა შტოს. ამ ენათაგან ყველაზე ახლოს დგას [[ჰინდი ენა]]სთან. მას შემდეგ, რაც აწინკნებმა (ბოშებმა) [[ინდოეთი]] დატოვეს, [[მიგრაცია|მიგრაციის]] კვალობაზე [[ფონეტიკა]]ში, [[მორფოლოგია]]სა და [[სინტაქსი|სინტაქსში]] შეიჭრა უცხოენოვანი ელემენტები, რამაც შეაპირობა ძლიერი [[დიალექტი|დიალექტური]] დიფერენციაცია: თანამედროვე აწინკნურ ენას იმდენივე დიალექტი აქვს, რამდენ [[ქვეყანა]]შიც მოუხდათ აწინკნებს მეტნაკლებად ხანგრძლივი ცხოვრება; გამონაკლისს შეადგენენ ლულები ([[შუა აზია]]ში) და საკუთრივ ბოშები ([[სომხეთი|სომხეთში]]), რომლებმაც თითქმის მთლიანად დაივიწყეს დედაენა. მიუხედავად ამისა, აწინკნურ ენას დაუცავს უძველესი [[ლექსიკა]], რითაც იგი აერთიანებს არა მარტო მრავალრიცხოვან დიალექტებს, არამედ ავლენს დიდ სიახლოვეს ინდოეთში გავრცელებულ ახლომონათესავე ენებთანაც. აწინკნური ენის კვლევა დიდ მეცნიერულ ინტერესს იწვევს ენათა მიგრაციისა და ენათა შერევის შესწავლის თვალსაზრისით.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აწინკნური_ენა“-დან