რევაზ იაშვილი (ექიმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 39:
 
==ბიოგრაფია==
რევაზ იაშვილი დაიბადა 1926 წელს ქ. [[თბილისი|თბილისში]]. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1951 წელს დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი დარჩა ქ. [[მოსკოვი|მოსკოვში]] და მუშაობდა მოსკოვის ქირურგიულ, პროქტოლოგიურ და უროგინოკოლოგიურ კლინიკებში. [[1954]] წელს ჩამოვიდა [[საქართველო|საქართველოში]]. იმავე წელს გაგზავნეს [[ყაზახეთი|ყაზახეთში]], სადაც ხელმძღვანელობდა საავადმყოფოს მშენებლობას, რომლის დამთავრების შემდეგ სათავეში ჩაუდგა იმავე საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას.[[ფაილი:რეზო იაშვილი.jpg|მინი|რეზო იაშვილი თავად ლევან იაშვილის როლში |277x277პქ|მარცხნივ]]საქართველოში დაბრუნების შემდეგ რ. იაშვილი მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ქირურგიულ კათედრაზე ჯერ დოცენტის, ხოლო შემდეგ პროფესორის თანამდებობაზე. ბატონი რ. იაშვილი [[1968]] წელს სათავეში ჩაუდგა თავის მიერ ჩამოყალიბებულ [[პროქტოლოგია|პროქტოლოგიურ]] განყოფილებას, ხოლო [[1981]] წელს იგი ამავე ინსტიტუტის პროქტოლოგიის კათედრის გამგედ აირჩიეს. [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირში]] მას პირველს მიენიჭა პროფესორის წოდება პროქტოლოგიაში. იგი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი იყო, კარგად ფლობდა მუცლის ღრუს ქირურგიის ყველა ურთულესი ოპერაციის მეთოდიკასა და ტექნიკას. გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო შრომა და 3 მონოგრაფია, იყო 25-მდე გამოგონებისა და ახალი მეთოდების ავტორი.
 
რევაზ იაშვილი გადაიღეს ეპიზოდურ როლში ფილმში „[[ქეთო და კოტე|ქეთო და კოტე]]<nowiki/>“, ხოლო ფილმში „[[პეტრე ბაგრატიონი|პეტრე ბაგრატიონი]]<nowiki/>“ ასრულებდა რუსეთის არტილერიის მთავარსარდლის გენერალ [[ლევან იაშვილი|ლევან იაშვილის]] როლს.