კემბრიჯის უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{უნივერსიტეტი
[[ფაილი:Cambridge University Crest - flat.png|thumb|right|კემბრიჯის უნივერსიტეტის გერბი]]
|სახელი= კემბრიჯის უნივერსიტეტი
|მშობლიური_სახელი = University of Cambridge
|ლათინური სახელი = Universitas Cantabrigiensis
|სურათი= [[ფაილი:Cambridge University Crest - flat.png|frameless|150პქ]]
|დევიზი= Hinc lucem et pocula sacra - აქედან, სინათლე და ძვირფასი ცოდნა
|დაფუძნდა= [[1209]]
|ტიპი= საჯარო
|endowment =
|staff =
|კოლეგია=
|პრეზიდენტი=
|პროვოსტი=
|რექტორი=
|კანცლერი=
|დეკანი=
|students =
|undergrad =
|postgrad =
|doctoral =
|ქალაქი= [[კემბრიჯი]]
|შტატი=
|ქვეყანა= [[ინგლისი]]
|კამპუსი=
|ფერები=
|მასკოტი=
|მეტსახელი=
|კავშირები=
|საიტი= {{url|cam.ac.uk/}}
|მისამართი=
|ტელეფონი=
|coor =
|ლოგო= [[ფაილი:Cambridge University Crestof -Cambridge flatlogo.pngsvg|thumb150px|right|კემბრიჯის უნივერსიტეტის გერბი]]
}}
'''კემბრიჯის უნივერსიტეტი''' სიძველით მეორე უნივერსიტეტია ინგლისურენოვან მსოფლიოში და ჩარიცხვის კრიტერიუმებით ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი [[დიდი ბრიტანეთი|გაერთიანებულ სამეფოში]].
 
ადრეული წყაროები აღარ არსებობს, თუმცა მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტი ქალაქ [[კემბრიჯი|კემბრიჯში, ]]([[ინგლისი]],) არსებულ პროფესორთა ასოციაციისგან წარმოიშვა და სავარაუდოდ შეიქმნა [[1209]] წელს [[ოქსფორდის უნივერსიტეტი|ოქსფორდიდან]] გამოქცეულ მეცნიერ-მასწავლებელთა მიერ, რომელთაც ადგილობრივ მოქალაქეებთან კონფლიქტი შეექმნათ.
 
[[ოქსფორდის უნივერსიტეტი|ოქსფორდისა]] და კემბრიჯის უნივერსიტეტებს (ერთობლივად მოიხსენიებენ ,როგორც [[ოქსბრიჯი|ოქსბრიჯს]]) მას შემდეგ ურთიერთ ჯიბრის დიდი ისტორია აქვთ და მოიხსენიებიან გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ელიტურ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებად. ისტორიულად, მათ გამოშვებას ეკუთვნის ბრიტანეთის გამოჩენილ მეცნიერთა, მწერალთა და პოლიტიკოსთა უდიდესი ნაწილი.
 
კემბრიჯის უნივერსიტეტიდან გამოსულთა შორის 81 [[ნობელის პრემიის ლაურეატები|ნობელის პრემიის ლაურეატია]], რაც მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტზე მეტია. მათგან 70 კემბრიჯის ბაკალავრიატზე ან მაგისტრატურაზე სწავლობდა, ანუ ისინი ამ უნივერსიტეტის მასწავლებლები ან მკვლევარები არ ყოფილან. ([[ჩიკაგოს უნივერსიტეტი]] მეორე ადგილზეა [[ნობელის პრემია|ნობელის პრემიის]] ლაურეატთა რიცხვით - 78 - თუმცა მხოლოდ 30 მათგანი იყო ამ უნივერსიტეტის სტუდენტი). კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან:[[ისააკ ნიუტონი]], [[ფრენსის ბეკონი]], [[სტივენ ჰოკინგი]], [[ჩარლზ დარვინი]], [[ფრენსის კრიკი]], [[ჯეიმზ უოტსონი]], [[მორის უილკინსი]].
 
რანგით კემბრიჯი ბრიტანეთის უნივერსიტეტთა ლიგის სიის თავში იმყოფება ბოლო 8 წლის განმავლობაში, ხოლო ბოლო დროს კი უმაღლეს სასწავლებელთა საერთაშორისო ლიგის მე-3 რანგზე [[ჟურნალი თაიმზი|თაიმზის]] უმაღლეს სასწავლებელთა დამატების ([[ინგლისური ენა|ინგ.]] შემოკლებით THES) მიხედვით, ხოლო [[შანხაი ჟიაო ტონგის უნივერსიტეტი|შანხაი ჟიაო ტონგის უნივერსიტეტის]] რეიტინგით მსოფლიოში მე-4 უნივერსიტეტია. (უნივერსიტეტთა რეიტინგები სუბიექტურ კრიტერიუმებს ეყრდნობა, თუმცა დღეისთვის მსოფლიო უნივერსიტეტთა მხოლოდ ზემოთ მოყვანილი ორი რეიტინგ-ლისტი არსებობს).
 
კემბრიჯი არის [[რასსელის ჯგუფი|რასსელის ჯგუფის]] (ბრიტანეთის კვლევითი უნივერსიტეტების ქსელი, ინგ. Russel Group), [[კოიმბრას ჯგუფი|კოიმბრას ჯგუფის]] (ევროპის წამყვან უნივერსიტეტთა ასოციაცია, [[ლათინური ენა|ლათ.]] Coimbra Group) და ასევე [[ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგა|ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის]] (LERU) წევრიაწევრი.
 
== საერთო ინფორმაცია ==
უნივერსიტეტის 31 კოლეჯი ტექნიკურად უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტებია და მნიშვნელოვანი ავტონომიით სარგებლობენ. მაგ. ისინი თავად წყვეტენ სტუდენტთა მიღების საკითხს და ასევე თავად ნიშნავენ საბჭოს უფროს წევრებს.
 
უნივერსიტეტის ამჟამინდელი კანცლერი მსუ ედინბურგის დუკია, ვიცე-კანცლერი კი პროფ. ალისონ რიჩარდი. კანცლერის თანამდებობა მუდმივია და უმეტესწილად სიმბოლური, ხოლო ვიცე-კანცლერი კი აღმასრულებელ მმართველად ითვლება. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში მხოლოდ საკუთარი წევრები არიან, გარე წარმომადგენლების გარეშე. მთავარი ავტორიტეტი ე.წ. მმართველი პალატაა (Regent House), რომლის წევრებიც კემბრიჯის აკადემიური თანამშრობლები არიან, თუმცა ძირითადი საქმიანობა საკონსულოს მიერ ხორცილედება. სენატი შედგება ყველა მაგისტრანტისა და უფრო მაღალი ხარისხის მფლობელთაგან. ის ირჩევს კანცლერს და [[1926]] წლიდან მისი როლი ძირითად ამით შემოიფარგლება.
 
== ისტორია ==
[[ფაილი:KingsCollegeChapelWest.jpg|thumb|left|250px|კინგსის კოლეჯის კამპუსი]] კოლეჯთა სისტემა უნივერსიტეტისთვის შემთხვევითია და მოგვიანებით გაჩნდა. პირველი კოლეჯი სახელად [[პიტერჰაუზ კოლეჯი|პიტერჰაუზი]] დაფუძნდა [[1284]] წელს ჰიუ ბალშემის, ელის ბიშოპის მიერ. დანარჩენ კოლეჯთა უმრავლესობა დაფუძნდა მე-14, მე-15 საუკუნეებში, თუმცა ახალი კოლეჯები იქმნებოდა მას შემდეგაც, მოყოლებული დღემდე. ყველაეყველაზე ახალგაზრდა კოლეჯია [[რობინსონ კოლეჯი|რობინსონი]] ([[1970]]). კოლეჯთა სრული სია მოცემულია ქვემოთ.
 
შუა საუკუნეებში კოლეჯები იქმნებოდა რათა მათ სტუდენტებს ამ კოლეჯთა დამფუძნებლების სულებისთვის ელოცათ. ამ მიზეზით ისინი ხშირად სააბატოებთან ასოცირდებოდნენ. თუმცა [[1536]] წელს მონასტერთა გაუქმებასთან დაკავშირებით, მეფე [[ჰენრი VIII]]-მ ბრძანა გაეუქმებინათ უნივერსიტეტში კანონიკის სწავლების ფაკულტეტი და შეეწყვიტათ [[სქოლასტიკური ფილოსოფია|სქოლასტიკური ფილოსოფიის]] სწავლება. ამას შედეგად კოლეჯთა კურიკულუმის ფოკუსის შეცვლა მოჰყვა - კანონიკის ნაცვლად შემოიღეს კლასიკური მეცნიერებანი, [[ბიბლია]] და [[მათემატიკა]].
 
კემბრიჯის გამოცდა ბაკალავრიატის ხარისხისთვის (მთავარი დაწყებითი ხარისხი კემბრიჯში ხელოვნებასა და მეცნიერების შემსწავლელ საგნებში) ცნობილია როგორც "ტრიპოსი". მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს კურსები მრავალ საგანში გააჩნია, [[ნიუტონი, ისააკ|ისააკ ნიუტონის]] დროიდან მე-19 საუკუნის შუა წლებამდე ძირითადი ყურადღება მათემატიკაზე ხდებოდა, და ამ საგნის შესწავლა დიპლომის მისაღებად აუცილებელი იყო. მათემატიკის კურსის წარჩინებით დასრულებისას სტუდენტებს ვრანგლერის წოდებას ანიჭებდნენ. მათემატიკის ტრიპოსი განსაკუთრებული სირთულით გამოირჩეოდა და მის კურსდამთავრებულად ისეთი გამოჩენილი ბრიტანელი მეცნიერები იყვნენ, როგორცაა [[მაქსველი, ჯაიმს|ჯეიმზ კლერკ მაქსველი]], [[ლორდ კელვინი]] და [[ლორდ რალეი]]. მიუხედავად საგანთა სიმრავლისა კემბრიჯი მათემატიკას დღემდე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. [[ისააკ ნიუტონის ინსტიტუტი]], უნივერსიტეტის ნაწილი, ბრიტანეთის ეროვნულ კვლევით ინსტიტუტად ითვლება მათემატიკასა და [[თეორიული ფიზიკა|თეორიულ ფიზიკაში]].
 
დასაწყისში ყველა სტუდენტი მამაკაცი იყო. პირველი ქალთა კოლეჯები იყო [[გირტონის კოლეჯი]] (1869) და [[ნიუნჰამის კოლეჯი]] ([[1872]]). პირველი გამოცდები ქალი-სტუდენტებისთვის [[1882]] წელს ჩატარდა, თუმცა ქალთა უნივერსიტეტის სრულ წევრებად გახდომა [[1947]] წლამდე ვერ მოხერხდა, 20 წლით გვიან ვინემ [[ოქსფორდის უნივერსიტეტი|ოქსფორდში]]. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ითვლება კემბრიჯს ქალთათვის ხარისხი ამ დრომდე არ გაუცია, ფაქტობრივად მოყოლებული მე-19 საუკუნიდან ქალები დაშვებულ იყვნენ კურსებზე, აბარებდნენ გამოცდებს და ნიშნების ფურცელს ოფიციალურად იღებდნენ, რაც სხვა ინსტიტუტების მიერ ხარისხად ითვლებოდა. უკვე მე-20 საუკუნიდან ქალებს შეეძლოთ ე.წ. ტიტულარული ხარისხის მიღება. განსხვავება ის იყო, რომ სრული ხარისხის გარეშე ქალებს არ შეეძლოთ უნივერსიტეტის მმართველთა საბჭოს წევრები გამხდარიყვნენ. უნივერსიტეტის სტუდენტები კოლეჯის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ქალთა კოლეჯების სიმცირის გამო ისინი შევიწროებულნი იყვნენ [[1960]] წლამდე, როცა კოლეჯებში სქესთა შერევა დაშვებულ იქნა.
 
== კოლეჯები ==