კლავდიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 58:
როდესაც [[14]] წელს ავგუსტუსი გარდაიცვალა, 23 წლის კლავდიუსმა ბიძას, [[ტიბერიუსი|ტიბერიუსს]] მიმართა, რათა მას საჯარო კარიერის დაწყების ნება მიეცა. ახალმა იმპერატორმა კონსულის მორთულობის ბოძებით უპასუხა. კლავდიუსმა თანამდებობა კიდევ ერთხელ ითხოვა და ამჯერად დატუქსეს კიდევაც. რადგანაც ტიბერიუსი წინამორბედზე გულუხვი არ იყო, კლავდიუსი შეეშვა საჯარო თანამდებობაზე ფიქრს და მეცნიერის კერძო ცხოვრებას დაუბრუნდა.
 
საიმპერატორო ოჯახის მიერ მისი აბუჩად აგდების მიუხედავად, როგორც ჩანს, ხალხი თავიდანვე პატივს სცემდა კლავდიუსს. ავგუსტუსის გარდაცვალებისას, მხედრებმა, იგივე რაინდებმა, იგი თავიანთი დელეგაციის მეთაურად აირჩიეს. როდესაც კლავდიუსის სახლი დაიწვა, სენატმა მოითხოვა, რომ ის სახელმწიფოს ხარჯზე აღდგენილიყო. სენატორებმა ისიც მოითხოვეს, რომ კლავდიუსს სენატში განხილვებში მონაწილეობის უფლება მისცემოდა. ტიბერიუსმა არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნები, თუმცა ამგვარი განწყობა კლავდიუსის მიმართ შენარჩუნდა.
 
ტიბერიუსის ვაჟის, დრუზუსის უშუალოდ გარდაცვალების შემდეგ პერიოდში, ზოგიერთმა კლსვდიუსიკლავდიუსი პოტენციურ მემკვიდრედაც კი წამოსწია. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს მისი საჯარო ცხოვრებისაგან განდევნის პოლიტიკურ ხასიათზე. თუმცაღა, რადგანაც ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც პრეტორიანელთა გვარდიის პრეფექტის, სეიანუსის[[სეიანუსი]]ს ძალაუფლება და ტერორი ძლიერების მწვერვალზე იყო, კლავდიუსმა ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა არჩია.
 
ტიბერიუსის სიკვდილის შემდეგ, ახალმა იმპერატორმა, კალიგულამ[[კალიგულა]]მ (კლავდიუსის ძმის, გერმანიკუსის ვაჟი) აღიარა, რომ იგი რაღაცაში გამოდგებოდა. [[37]] წელს მან კლავდიუსი თავის თანაკონსულად დანიშნა, რათა ხაზი გაესვა თავისი გარდაცვლილი მამის ხსოვნისათვის. ამის მიუხედავად, კალიგულა საშინლად აწვალებდა ბიძამისს: დგამდა პრაქტიკულ ხუმრობებს, აბარებდა უზარმაზარ თანხებს, ამცირებდა სენატის წინაშე და ა. შ. [[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსის]] მიხედვით, კალიგულას მმართველობის ბოლოსთვის კლავდიუსი ძალიან ავადმყოფური შესახედაობის მქონე და გამხდარი გახდა, ყველაზე უფრო სავარაუდოდ სტრესისაგან. <ref>Dio ''Rom. Hist.'' LX 2. Suhr (1955) suggests that this must refer to before Claudius came to power.</ref> ამ პერიოდის შემორჩენილი კლავდიუსის სავარაუდო პორტრეტიც შესაძლოა სწორედ ამას ამტკიცებდეს.
 
=== კალიგულას მკვლელობა ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კლავდიუსი“-დან