გაბრიელი (ქიქოძე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 71:
მეუფე გაბრიელი იყო „[[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]]“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და საპატიო წევრი. საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სახალხო და სამრევლო სკოლა. მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ქალთა ეპარქიული სასწავლებელი და სასულიერო სემინარია.
 
გაბრიელმა შექმნა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი. [[1858]] წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოიცა მისი კაპიტალური ნაშრომი „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“ ({{lang-ru|«Основания опытной психологии»}}), რომელიც სემინარიებში დიდხანს სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა. [[დობროლიუბოვი, ნიკოლოზ|ნიკოლოზ დობროლიუბოვმა]] სპეციალური რეცენზიაც გამოაქვეყნა ამ წიგნზე ჟურნალ „სოვრემენნიკ“-ში ([[1859]]). ფართოდაა ცნობილი გაბრიელის ზეპირად წარმოთქმული სიტყვები და ქადაგებანი, რომელთა ორტომეული გამოცემულ იქნა [[ქართული ენა|ქართულ]] (1865, 1884-1885, 1913, 1989), [[რუსული ენა|რუსულ]] (1893) და [[ინგლისური ენა|ინგლისურ]] (1867) ენებზე. მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე. გაბრიელ ეპისკოპოსის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
 
მეუფე გაბრიელი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. იგი ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, წინ აღუდგა იანოვსკი-ლევიცკის მუნჯური მეთოდით სწავლებას, რომლის მიზანი იყო ქართული ენის სრულად განდევნა სკოლებიდან. [[1872]] წელს მან გაილაშქრა [[გიორგი მუხრანბატონი|გიორგი მუხრანბატონ-მუხრანელის]] წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებდა დიდი ერების მიერ პატარა ერების ასიმილაციისა და მცირე ენების გაქრობის გარდაუვალობას.