ნიკეის პირველი საეკლესიო კრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
'''ნიკეის პირველი საეკლესიო კრება''' იგივე '''პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება''' ''(მართლმადიდებლების მიერ აღიარებული)'' — [[მსოფლიო საეკლესიო კრება]], ჩატარდა ქალაქ [[ნიკეა]]ში, [[325]] წლის ივნისში, რომის იმპერატორის — [[კონსტანტინე I დიდი]]ს საგანგებო ბრძანებით. გრძელდებოდა ორი თვის განმავლობაში და გახდა პირველი [[მსოფლიო საეკლესიო კრება]] ქრისტიანობის ისტორიაში. კრების ძირითადი მიზანი იყო ოფიციალური დადგენილების გამოტანა, ქრიასტიანობის, როგორც სახელმწიფოებრივად აღიარებული სარწმუნოების შესახებ, რომელიც თავისი არსებობის პირველ ხანებიდან IV საუკუნის დასაწყისშიც კი მკაცრად იდევნებოდა და, ამასთან ერთად განხილვა იმ უმთავრესი დოგმატიკურ-კანონიკური და იერარქიულ-ადმინისტრაციული საკითხებისა, რომლებიც იმ ხანებში ერთობ მწვავედ ისმოდა და რომელტა მოგვარება-მოწესრიგება ნიშნავდა ქრისტიანობის უკვე, როგორც სახელმწიფო რელიგიის ძლიერებასა და მის შემდგომ განვითარებას მთელ საქრისტიანო მსოფლიოში. კრებას ესწრებოდა როგორც რომის იმპერიაში შემავალ ქრისტიანულ ორგანიზაციათა წარმომადგენლები (ძირითადად ეპისკოპოსები), ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ, სხვა სახელმწიფოთა ქრისტიანულ ორგანიზაციათა წარმომადგენლებიც. კრებაზე მონაწილეობა მიიღო 300-მდე ეპისკოპოსმა და დაბალი ხარისხის სხვა წარმომადგენელმა. კრებას ესწრებოდა სულ 318 მამა.
 
საყურადღებოა, რომ კრების მონაწილეთა სიაში, რომელიც ჩ[ენამდეჩვენამდე მოღწეულია ექვს ენაზე და შედგენილია ეპპარქიებისა და საეპისკოპოსო კათედრების მიხედვით, — იხსენიება დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ეკონომიკური და კულტურული ცენტრის — ბიჭვინთის საეპისკოპოსო კათედრის მმართველი ვინმე '''სტრატოფილე'''.
 
კრება, რომელიც ევსტათი ანტიოქიელის თავჯდომარეობით გრძელდებოდა ორნახევარ თვეს, 19 ივნისიდან 25 აგვისტომდე, მიმდინარეობდა ეკლესიის სასახლის ერთ-ერთ პალატაში. კრებაზე ნებადართული იყო საერო პირების დასწრებაც და დარბაზში ზოგჯერ 2000-მდე კაცი იყრიდა თავს. დარბაზის ირგვლივ იდგა სავარძლები ეპისკოპოსებისათვის, ხოლო შუაში კი, მაგიდაზე ესვენა საღმრთო წერილი (ბიბლია). იმპერატორი კონსტანტინე თავად ესწრებოდა ხოლმე სხდომებს და ზოგჯერ მათ სიტყვითაც ხსნიდა.
 
კრების განხილვის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა ალექსანდრიელი მღვდლის — არიოზის მწვალებლური აზრის უარყოფა — იესო ქრისტეს არაღვთაებრიობის შესახებ. არიოზი დაჟინებით იცავდა თავის ცრუმოძღვრებას და, ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ — იყო დრო, როცა ძე ღვთისა არ იმყოფებოდა (არ იყო შობილი უწინარეს ყოველტა საუკუნეთა) და იგი არის ქმნილებაო, (ამიტომ არის მრწამსში მიმატებული სიტყვები: შობილი და არა ქმნილი). არიოზის მოძღვრებას მხარს უჭერდნენ ზოგიერთი ეპისკოპოსები, როგორებიც იყვნენ: ევსევი ნიკოდიმიელი, თეგნოსტი ნიკიელი და მარისი ქალკედონელი. საჯარო პაექრობებში დასახელებული მწვალებლები დამარცხდნენ. მათი მოძღვრების უარყოფაში დიდი როლი ითამაშა წმ. ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსმა, წმ. სპირიდონ ტრიმითუნიელმა, ალექსანდრიელი ეპისკოპოსის დიაკვანმა წმ. ათანასემ და სხვებმა. კრებამ ერთხმად დაადგინა მწვალებელ არიოზის და მის თანამოაზრეთა ეკლესიიდან განკვეთა, რომლებმაც თავიანთი შეცდომები არ მოინანიეს. კრებაზე შემუშავდა სარწმუნოების სიმბოლო (კრედოს) — „მრწამსის“ ტქესტი, რომელიც სხვადასხვა ეკლესიაში სხვადასხვა რედაქციების იყო და მით სარგებლობდნენ.
 
ნიკეის კრებამ დღის წესრიგში დააყენა ასევე აღდგომის დღესასწაულის საკითხიც და დადგინა, რომ უნდა იდღესასწაულებოდეს ერთდროულად ყველა ეკლესიაში, ე. ი. გაზაფხულის მთვარის შევსების შემდეგ პირველსავე კვირას.
 
კრებაზე დამსწრე ეპისკოპოსთა ერთ ნაწილს სურდა დაეკანონებინდა მღვდლებისა და დიაკვნების უქორწინებლობა. მაგრამ ამ წამოყენებული წინადადების წინააღმდეგ მკაცრად გაილაშქრა რა ეპისკოპოსმა პაფნუტიმ და კრებას მიუთითა, რომ ვაი თუ გადამეტებული სიმკაცრით ზიანი მივაყენოთ ეკლესიასო, კრებამ, ბჭობის შემდეგ, მღვდლებისა და დიაკვნების დაუქორწინებლობის შესახებ წამოყენებული აზრი უარყო და გაიზიარა პაფუნტის შეხედულება.
 
კრებამ, ასევე დაამტკიცა ამა თუ იმ ეკლესიის მთავარ წარმომადგენელთა იერარქიული და ადმინისტრაციული ნორმები, ურთიერთშორის პატივისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. კრებამ გამოსცა სულ 20 კანონი. კრების დასასრულს, მისი ყველა მონაწილე იმპერატორის მიერ მიწვეულ იქმნა საგანგებოდ გამართულ გამოსათხოვარ სადილზე.
 
კრების დადგენილების 20-ვე მუხლი კრების მონაწილე ეპისკოპოსების მიერ მათ ეპარქიებში, თავთავიანთი ქვეყნების მიხედვით ეცნობა ყველა ეკლესიას.
 
 
 
კრების მიზანი იყო, ბოლო მოეღო [[ალექსანდრიის პატრიარქები|ალექსანდრიის პატრიარქ]] [[ალექსანდრე I (ალექსანდრიის პატრიარქი)|ალექსანდრესა]] და [[არიოზი|არიოზს]] შორის დავისათვის. არიოზი, ისევე, როგორც [[გნოსტიციზმი|გნოსტიკოსები]], უარყოფდნენ ქრისტეს ღვთაებრიობას. არიოზს მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდა (იხ. [[არიანელობა]]). ალექსანდრიის პატრიარქმა ალექსანდრემ არიოზი ღვთისგმობაში დაადანაშაულა.