კლავდიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 70:
მკვლელობის შემდეგ წარმოქმნილ ქაოსში კლავდიუსი შეესწრო თუ როგორ დახოცა გერმანულმა დაცვამ რამდენიმე უდანაშაულო წარჩინებული, მისი მრავალი მეგობრის ჩათვლით. იგი დასამალად სასახლეში გაიქცა. გადმოცემის თანახმად, პრეტორიანელმა, სახელად გრატუსმა კლავდიუსი ფარდის უკან იპოვა და მოულოდნელად პრინცეპსად გამოაცხადა.<ref name="Josephus"/> შესაძლებელია, პრეტორიანელთა ნაწილი წინასწარვე გეგმავდა კლავდიუსის მოძებნას, შესაძლოა, მისივე თანხმობით. მათ კლავდიუსი დაარწმუნეს, რომ ისინი იმ დანაყოფს არ ეკუთვნოდნენ, რომელსაც შურისძიება ეწადა. იგი პრეტორიანელთა ბანაკში წაიყვანეს და თავიანთი მფარველობის ქვეშ აიყვანეს.
 
[[რომის სენატი|სენატი]] მალევე შეიკრიბა და მთავრობის შეცვლაზე დაიწყო მსჯელობა, თუმცა ეს განხილვა თანდათანობით იმაზე დავად გადაიქცა, თუ რომელი მათგანი უნდა გამხდარიყო ახალი პრინცეპსი. როდესაც სენატორებმა პრეტორიანელთა განცხადების შესახებ შეიტყვეს, მოითხოვეს, რომ კლავდიუსი დასამტკიცებლად მათ გადასცემოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი თქვა, რადგანაც თანხმობის მიცემის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხე იგრძნო. ზოგიერთი ისტორიკოსი, განსაკუთრებით, [[იოსებ ფლავიუსი]],<ref>Josephus ''Ant. Iud.'' XIX.</ref> ამტკიცებს, რომ კლავდიუსს ამგვარად სამოქმედოდ იუდეის მეფე ჰეროდე აგრიპა მიუთითებდა, თუმცა მოვლენათა მისივე ადრეული ვერსია ამცრობს აგრიპას როლს.<ref>Josephus ''Bellum Iudiacum'' II, 204–233.</ref> ამდენად, ეს საკითხი გაურკვეველი რჩება. საბოლოოდ, სენატი იძულებული გახდა დანებებულიყო, სანაცვლოდ კლავდიუსმა თითქმის ყველა მკვლელი შეიწყალა.
 
[[Image:Claudiuspax.jpg|thumb|250px|Claudius issued this ''[[denarius]]'' type to emphasize his [[clemency]] after Caligula's assassination. The depiction of the goddess [[Pax-Nemesis]], representing subdued vengeance, would be used on the coins of many later emperors.]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კლავდიუსი“-დან