ვესტფალიის ზავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იხილეთ სხვაენოვანი ვერსიები
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Westfaelischer Friede in Muenster (Gerard Terborch 1648).jpg|thumb|ვესტფალიის ზავი]]
[[ფაილი:Europe map 1648.PNG|მინი|ზავის შემდგომი ევროპის დაახლოებით რუკა]]
'''ვესტფალიის ზავი''' (ასევე '''ვესტფალიის მშვიდობა''') — სამშვიდობო შეთანხმება დადებული [[1648]] წლის [[24 ოქტომბერი|24 ოქტომბერს]] მიუნსტერსა და ოსნაბრიუკში, რომელმაც ბოლო მოუღო [[ოცდაათწლიანი ომი|ოცდაათწლიან ომს]].
 
როგორც წესი, ვესტფალიის მშვიდოებასმშვიდობას უწოდებენ სამშვიდობო ხელშეკრულებებს, ხელმოწერილს კაიზერი [[ფერდინანდ III]]-ის მიერ საფრანგეთსა და შვედეთთან, მათ მიერ ვეფელინგჰოფენთან წაგებული ბრძოლის შედეგად ([[1648]] წლის [[4 ივნისი|4]]-[[5 ივნისი|5]] ივნისი). შეთანხმება შესაძლებელი გახდა სამშვიდობო კონგრესით, რომელიც მიუნსტერსა და ოსნაბრიუკში ჩატარდა 1643-49 წლებში, რომლის ზოგადი მიზანი [[ევროპა]]ში მიმდინარე ომების ჩაცხრობა იყო, განსაკუთრებით კი ოცდაათწლიანი ომის.
 
ევროპაში დომინირებული ქვეყნებიდან თითქმის ყველა იყო ჩართული სამხედრო მოქმედებებში: თავდაპირველად კონფლიკტი [[1618]] წელს რელიგიური მიზეზების გამო გაღვივდა, რაც განაპირობა კათოლიკურ და პროტესტანტულ სამყაროს შორის არსებულმა დაპირისპირებამ, თუმცა მალე იგი ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში გადაიზარდა, სადაც მხარეები უმეტესად პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ იმისთვის, რათა დომინირებული პოზიცია მოეპოვებინათ ევროპაში. ომის დასრულების შემდეგ, 1648 წელს, შეთანხმებებს ხელი მოეწერათ ვესტფალიურ ქალაქებში, მუნსტერსა და ოსნაბრიუკში. გარკვეული მიზეზები არსებობდა იმისთვის, რომ ხელშეკრულებები ერთ ქალაქში არ დაიდო. ყოველივე ეს განპირობებული იყო საფრანგეთსა და შვედეთს შორის არსებული უთანხმოებით, რაც გამოიხატებოდა კათოლიკურ (საფრანგეთი) და პროტესტანტულ (შვედეთი) წინააღმდეგობაში. მხარეებმა გადაწყვიტეს ხელშეკრულებები დადებულიყო ცალ-ცალკე, პროტესტანტულ (ისნაბრიუკი) და კათოლიკურ (მიუნსტერი) ქალაქებში, ხოლო სამართლებრივი თვალსაზრისით ისინი ერთ მთლიან საერთაშორისო დოკუმენტად ჩაითვლებოდა.