ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 429:
ამბობენ, სხეული მკერდსა და მუცელზე ხალებით ჰქონდაო დაფარული, რომელთა განლაგება დიდი დათვის თანავარსკვლავედს მოგაგონებდათ. კანი ბევრ ადგილზე გაუხეშებული ჰქონია და მუდმივი ქავილისა და სახეხის ხშირი ხმარებისაგან ალაგ-ალაგ ფუფხის მსგავსი გამკვრივებები გასჩენია. მარცხენა ფეხის თეძო და წვივი სუსტი ჰქონია, ხშირად კოჭლობდა კიდეც, ამ სატკივარს ცხელი ქვიშა და ლერწმის არტახი შველოდა. ხანდახან მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითიც არ ემორჩილებოდა, სიცივეში ისე ეკრუნჩხებოდა, რომ წერას მხოლოდ რქის სათითით თუ ახერხებდა. საშარდე ბუშტის ტკივილსაც უჩიოდა, რომელიც მხოლოდ მაშინ უამდებოდა, როცა კენჭები შარდთან ერთად გამოვიდოდა.<ref>სვეტონიუსი, ''თორმეტი კეისრის ცხოვრება'', ''ღვთაებრივი ავგუსტუსი'' 79, მთარგმნელი — მარინა გიორგაძე</ref>}}
 
მისი ოფიციალური გამოსახულებები უმკაცრესად კონტროლდებოდა და იდეალიზდებოდა. ისინი უფრო მეტად ელინისტური სამეფო პორტრეტების მსგავსად იქმნებოდა, ვიდრე ტრადიციული რომაული რეალისტური პორტრეტის სტილში. იგი პირველად მონეტებზე ჩნდება 19 წლის ასაკში და დაახლოებით, [[ძვ. წ. 29]] წლიდან „ავგუსტუსის პორტრეტთა რაოდენობის აფეთქება ადასტურებს მიზანმიმართულ პროპაგანდისტულ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავდა ყველა მიმართულებით: სამოქალაქო, რელიგიურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო სფეროში ავგუსტუსის პიროვნების დომინირებას“.<ref>Walker and Burnett, გვ. 1, 18, 25 (quoted)</ref> ადრეული გამოსახულებები ნამდვილად წარმოაჩენენ ახალგაზრდა კაცს და მიუხედავად მათში შეტანილი გარკვეული ცვლილებებისა, მისი პორტრეტები მაინც რჩებოდაინარჩუნებდნენ ახალგაზრდულიახალგაზრდულ გარეგნობისგარეგნობას 75 წლის ასაკში მის გარდაცვალებამდე, რა დროისთვისაც, მათ ჰქონდათ „მისი უბერებელი უდიდებულესობის რეალურისაგან დაშორებული იერი“.<ref>Smith, 186</ref> მის მრავალ შემორჩენილ პორტრეტთაგან ყველაზე ცნობილთა შორისაა [[პრიმა-პორტის ავგუსტუსი]], გამოსახულება მშვიდობის საკურთხეველზე და ვია ლაბიკანა ავგუსტუსი, რომელიც მას ქურუმად წარმოაჩენს. ასევე, რამდენიმე კამეური პორტრეტი, მათ შორის ბლაკას კამეა და გემა აუგუსტაავგუსტა.
 
== წინაპრები ==
ხაზი 641:
[[კატეგორია:იულიუს-კლავდიუსების დინასტია]]
[[კატეგორია:ენეიდის VI წიგნის პერსონაჟები]]
[[კატეგორია:რომის იმპერიის პონტიფექს მაქსიმუსები]]
[[კატეგორია:რომის იმპერიის კონსულები]]
[[კატეგორია:დამფუძნებელი მონარქები]]