ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 127:
[[ძვ. წ. 43]] წელს ტრიუმვირატში შიდა დაპირისპირების გამო, [[მარკუს იუნიუს ბრუტუსი (უმცროსი)|ბრუტუსმა]] და [[გაიუს კასიუს ლონგინუსი|კასიუსმა]] შეძლეს კონტროლი მოეპოვებინათ რომის აღმოსავლეთი ტერიტორიების უმეტესობაზე. მათ განკარგულებაში იყო მრავალრიცხოვანი არმიაც. სანამ [[ადრიატიკის ზღვა|ადრიატიკის ზღვის]] გადალახვასა და საბერძნეთში გადასვლას შეძლებდნენ, სადაც ლიბერატორების არმია იყო გამაგრებული, ტრიუმვირატი უნდა გამკლავებოდა [[სექსტუს პომპეუსი]]სა და მისი ფლოტისაგან მომდინარე საფრთხეს. [[სიცილია]]ში არსებული თავისი ბაზიდან სექსტუსი აწიოკებდა იტალიის სანაპიროებს და ბლოკადაში მოაქცია ტრიუმვირები. ოქტავიანეს მეგობარმა და ადმირალმა კვინტუს რუფუს სალვიდენუსმა ჩაშალა რეგიუმთან სამხრეთ იტალიაზე სექსტუსის შეტევა, თუმცა თავისი ჯგუფების გამოუცდელობის გამო შემდგომ საზღვაო ბრძოლაში დამარცხდა. ბლოკადის გარღვევა მხოლოდ ანტონიუსისა და მისი ფლოტის გამოჩენის შემდეგ მოხერხდა. ამის მიუხედავად, სიცილია კვლავაც სექსტუსის ხელში რჩებოდა, თუმცა ტრიუმვირატის უპირველეს ამოცანას ლიბერატორების დამარცხება წარმოადგენდა.
 
{{მრავალი სურათი
[[File:Phil2.png|300px|thumb|right|ფილიპის პირველი ბრძოლა — ძვ. წ. 42 წლის 3 ოქტომბერი]]
| ზონა = right
[[File:Phil3.png|300px|thumb|right|ფილიპის მეორე ბრძოლა — ძვ. წ. 42 წლის 23 ოქტომბერი]]
| მიმართულება = vertical
| სიგანე = 300
| ქვევით =
 
| ფაილი1 = Phil2Geo.png
| სიგანე1 =
| ალტ1 =
| წარწერა1 = ფილიპის პირველი ბრძოლა
 
| ფაილი2 = Phil3Geo.png
| სიგანე2 =
| ალტ2 =
| წარწერა2 = ფილიპის მეორე ბრძოლა
}}
 
[[ძვ. წ. 42]] წლის ზაფხულში ოქტავიანე და ანტონიუსი 19 ლეგიონით გაემართნენ მაკედონიისაკენ ლიბერატორებთან შესახვედრად,<ref name="ReferenceAb">აპიანე, ''სამოქალაქო ომები'', წიგნი 14, CVIII</ref> (დაახლოებით 100 000 რეგულარული ქვეითი და დამატებით კავალერია და არარეგულარული დამხმარე ერთეულები), რომის მოვლა კი [[მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (ტრიუმვირი)|ლეპიდუსს]] ანდეს. მსგავსადვე, ლიბერატორების არმიაც 19 ლეგიონს მოითვლიდა, თუმცა ოქტავიანესა და ანტონიუსის ლეგინებისაგან განსხვავებით, ისინი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არ იყვნენ.<ref name="ReferenceAb"/> ტრიუმვირებს უფრო მეტი ქვეითი ჰყავდათ თავიანთ განკარგულებაში, ლიბერატორებს კი — კავალერია.<ref>Hinard, 2000, გვ. 850</ref> ამ უკანასკნელებს, რომლებიც აკონტროლებდნენ მაკედონიას, სულაც არ სურდათ გადამწყვეტ ბრძოლაში ჩართვა. მათ ერჩიათ დაეკავებინათ კარგი თავდაცვითი პოზიცია და შემდეგ თავიანთი უპირატესი საზღვაო შესაძლებლობების გამოყენებით ტრიუმვირატის ძალები მათი სურსათით მომმარაგებელი ცენტრისაგან მოეწყვიტათ, რომელიც იტალიაში მდებარეობდა. წინა თვეებში ისინი ძარცვავდნენ ბერძნულ ქალაქებს საომარი ხაზინის შესავსებად, [[თრაკია]]ში თავს უყრიდნენ რომაულ ლეგიონებს აღმოსავლეთის პროვინციებიდან და კრეფდნენ გადასახადებს ვასალი სამეფოებისაგან.