ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 81:
=== დაძაბულობა მატულობს ===
[[File:Augustus Statue.JPG|thumb|upright|ახალგაზრდა ოქტავიანეს ქანდაკება, თარიღდება ძვ. წ. 30 წლით.]]
[[ძვ. წ. 44]] წლის 6 მაისს<ref name="eck 10" /> რომში ჩასულმა ოქტავიანემ აღმოაჩინა, რომ კონსულ [[მარკუს ანტონიუსი|მარკუს ანტონიუსს]], კეისრის ყოფილ კოლეგას, დიქტატორის მკვლელებთან უხერხული ზავი ჰქონდა დადებული. მათ 17 მარტს საერთო ამნისტია მიიღეს, თუმცა ანტონიუსმა მიაღწია მათი უმეტესობის რომიდან განდევნას,<ref name="eck 10" /> რაც გამოწვეული იყო კეისრის დაკრძალვაზე მისი „მგზნებარე“ სახოტბო სიტყვით, რამაც საზოგადოების აზრი მკვლელების წინააღმდეგ განაწყო.<ref name="eck 10" />
 
ანტონიუსი პოლიტიკურ მხარდაჭერას იხვეჭდა, თუმცა ოქტავიანეს ჯერ კიდევ ჰქონდა შანსი კონკორენცია გაეწია მისთვის, როგორც კეისრის მხარდამჭერი ძალების მოწინავე წევრს. მარკუს ანტონიუსმა მრავალი რომაელისა და კეისრის მომხრის მხარდაჭერა დაკარგა, როდესაც, თავდაპირველად, კეისრისათვის ღვთაებრივი სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ წავიდა.<ref name="eck 11">Eck (2003), 11.</ref> როდესაც ანტონიუსმა ოქტავიანეს კეისრის უზარმაზარი ქონების დათმობაზე უარი უთხრა, ამ უკანასკნელმა დიდძალი ვალები აიღო, რათა შეესრულებინა მამობილის ანდერძი და რომაელი ხალხისა და ვეტერანებისათვის ანდერძით გათვალისწინებული ქონება დაერიგებინა. ზაფხულის განმავლობაში, მან შეძლო კეისრის მომხრეთა მხარდაჭერის მოპოვება, თუმცა ეს ის კატეგორია იყო, რომელმაც ახალგაზრდა მემკვიდრე ნაკლებ ბოროტებად მიიჩნია და მისით მანიპულაციის იმედი ჰქონდა ან მათი ძალისხმევისას ანტონიუსისაგან თავის დასაღწევად მისი მიმხრობა სურდათ.<ref>Syme (1939), 114–120.</ref>