ყაზახები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
უმნიშვნელო
ხაზი 159:
ყაზახებს ასევე ჰყავთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თუმცა ისინი მომთაბარეებს ჰყავთ ძალიან ცოტა ან საერთოდ არ ჰყავთ, რადგან არ არიან გრძელი და სწრაფი მიგრაციისთვის გამოსადეგი. ცხენებისგან განსხვავებით, თავისით არც თოვლის ქვემოთ საკვების მოძიება შეუძლიათ. შედარებით მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავთ [[ნახევრადმომთაბარე|ნახევრადმომთაბარეებს,]] რომლებიც ნაკლებად მიგრირებენ და ზამთარში ცხოველების გამოსაკვებად [[თივა|თივასაც]] იმარაგებენ. ეს ცხოველებიც არიან რძის, ხორცისა და ტყავის წყარო, თუმცა, ამავდროულად, მათ სამიწათმოქმედო სამუშაოებისას ტვირთის საზიდად და სახნავად იყენებენ.<ref name=":3" />
 
რუსული [[კოლონიზაცია|კოლონიზაციის]] დროს გაიზარდა [[ფერმა|ფერმები]]<nowiki/>ს რიცხვი. ყაზახებს მოჰყავდათ სხვადასხვაგვარი [[მარცვლეული კულტურები|მარცვლეული]]: [[ხორბალი]], [[ფეტვი]], [[ჭვავი]], [[ქერი]] და სხვ. თანამედროვე ყაზახი ფერმერები ძირითადად ზრდიან საუკეთესო ხარისხის ხორბალს. ფართოდ გავრცელებულია [[ბრინჯი|ბრინჯის]], [[ბარდა (მცენარე)|ბარდის]], [[სიმინდი|სიმინდის]], ინდუსტრიული კულტურების, განსაკუთრებით [[ბამბა (ბოჭკო)|ბამბისა]] და [[თამბაქო|თამბაქოს,]] მოყვანა. სამხრეთ ყაზახეთში ვითარდება ხილისა და [[ბოსტნეული კულტურები|ბოსტნეულის]] მოყვანა.
 
ყაზახების ცხოვრების წესი დიდად იყო დამოკიდებული ხელსაყრელ [[ამინდი|ამინდზე]]. მკაცრი ზამთარს შეეძლო ნახირის შიმშილობა გამოეწვია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბალახს სქელი ყინული ფარავდა. ზაფხულში ცხოველთა საძოვრებს [[გვალვა]] ემუქრებოდა. ამის გამო, მომთაბარეები მათი მიგრაციული მარშრუტების გასწვრივ თხრიდნენ [[ჭაბურღილი|ჭებს]], რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. არასაკმარისი ნალექის პირობებში ჭები შეიძლებოდა დამშრალიყო. საკუთრების ფორმალური სისტემის არარსებობის მიუხედავად, თითოეული ტომი პრეტენზიას აცხადებდა გარკვეული [[საძოვარი|საძოვრების]] ექსკლუზიურ გამოყენებაზე. ამის წყალობით ხდებოდა საძოვრების დაცვა ზედმეტი ძოვისგან.<ref name=":0" />
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყაზახები“-დან